„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016511
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2023 წლის 29 ივნისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული  კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 17/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამარისათვის გამოყოფილი 1 კვ.მ მიწის ფართობზე სასაფლაო მომსახურების საფასური განისაზღვროს ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – 30 (ოცდაათი) ლარის, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფელი) – 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. ზღვრული ნორმის ზემოთ ყოველ კვადრატულ მეტრზე გადახდილ იქნეს 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

7. სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საფლავიდან მიცვალებულის ახალ სამარეში გადასვენების შემთხვევაში ახალი საფლავის გამოყოფა განხორციელდეს უსასყიდლოდ, ზღვრული ნორმის ფარგლებში შესაბამისი თანაფარდობით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვის რეგისტრაციის მომსახურების საფასური განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია