„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1282 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-529 |
|
2023 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №2-1282 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016614) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
„21. ლაბორატორიას დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ეროვნული რეფერენსლაბორატორიის სტატუსი.".
„ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის კვლევის განხორციელება კონტრაქტორი ლაბორატორიის საშუალებით;“.
„კ)„ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში მოლეკულური, ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, იმუნოფერმენტული, ფიზიკო-ქიმიური დიაგნოსტირების ჩატარება და შესაბამის ჩართულ უწყებებთან თანამშრომლობა, ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ლ) პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების კომპოსტირებადობის ან/და ბიოდეგრადირებადობის განსაზღვრა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
მ) სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.“.
„მუხლი 3. ლაბორატორიის ფუნქციები
ლაბორატორიის ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიული მომსახურების განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) ვეტერინარული, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის პროგრამების შესრულების ხელშეწყობა;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტების დამყარება მათ შორის ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვის მიზნით;
დ) ლაბორატორიათშორისი შედარებითი გამოკვლევების ან პროფესიული ტესტირების ჩატარების ორგანიზება, პროფესიული ტესტირების პანელების მომზადება;
ე) ეტალონური/სტანდარტული ნივთიერებების ვალიდაცია, მათი მწარმოებლების და მიმწოდებლების ჩამონათვალის შედგენა და აქტუალიზაცია;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სწავლებების ჩატარება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში მონაწილე ლაბორატორიების პერსონალისათვის;
ზ) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სწავლებების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;
თ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;
ი) რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულ ნიმუშებზე იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება შესაბამისი ლაბორატორიული გამოცდის შედეგს;
კ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება, ახალი მეთოდების დანერგვა და სრულყოფა;
ლ) საქართველოს და საერთაშორისო კვლევით დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამეცნიერო კვლელვით პროექტებში მონაწილეობა;
მ) იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით მითითებების მიცემა;
ნ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალისტის მიერ ნიმუშის აღება;
ო) გამოცდის ოქმის გაცემა ჩატარებული ლაბორატორიული გამოცდის შედეგზე;
პ) შესაბამისი უწყებების დაუყოვნებლივ ინფორმირება ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებებისა და მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის შესახებ;
ჟ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების/მემორანდუმების საფუძველზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული სასწავლო კურსის ჩატარების უზრუნველყოფა;
რ) ლაბორატორიაში არსებული რესურსის შესაბამისად, სტაჟიორთა პერიოდული მიღება.“.
„2. ლაბორატორიის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის დირექტორი. მათი უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება ლაბორატორიის დირექტორის ბრძანებით.
3. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ლაბორატორიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.“.
„ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ლაბორატორიას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში და პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასა და საქმიანობის სწორად წარმართვაზე;“.
„დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.“.
„გ) პარაზიტული, ჰისტოლოგიური და მიკოზური დაავადებების კვლევა;
დ) გენეტიკური კვლევების განხორციელება;“.
„თ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებთან მეთოდურ-პრაქტიკული და დარგობრივი კოორდინაცია;“.
„ა) მცენარეების დაავადების/დაზიანების გამომწვევი მავნე ორგანიზმების გამოვლენა/იდენტიფიკაცია გამოცდის მორფოლოგიური, მორფომეტრიული, ბიოლოგიური, ბიოქიმიური, მოლეკულური და სეროლოგიური მეთოდებით;“.
„ზ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებთან მეთოდურ-პრაქტიკული და დარგობრივი კოორდინაცია;“.
„ვ) ლაბორატორიის ტერიტორიულ ორგანოებთან მეთოდურ-პრაქტიკული და დარგობრივი კოორდინაცია;“.
„7. ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიაში წარმოდგენილი ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
ბ) ლაბორატორიაში შესული პათოლოგიური მასალის დათვალიერება, გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;
გ) ნიმუშების პირველადი დამუშავება და შესაბამისი გამოცდა (სეროლოგიური, მოლეკულური-ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და პარაზიტოლოგიური გამოკვლევა);
დ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გამოყენებით;
ე) სურსათის და ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;
ვ) სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშის აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესზე;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის გადაგზავნა თბილისის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
„71. ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ფუნქციებია:
ა) ლაბორატორიაში წარმოდგენილი ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისთვის, ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
ბ) ლაბორატორიაში შესული პათოლოგიური მასალის დათვალიერება, გაკვეთა და პათოლოგიურ-ანატომიური დიაგნოსტიკა;
გ) ნიმუშების პირველადი დამუშავება და შესაბამისი გამოცდა (სეროლოგიური, მოლეკულური-ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, პარაზიტოლოგიური და ცოფზე გამოკვლევა);
დ) ცხოველთა დაავადებების დიაგნისტიკა დაავადების შესაბამისი ალგორითმის და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გამოყენებით;
ე) სურსათის და ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;
ვ) სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოცდა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშის აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესზე;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის გადაგზავნა თბილისის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის;
ი) საქართველოს კანონმდებლობით და ლაბორატორიის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
„ა) საერთაშორისო სტანდარტით (ISO 17025) გათვალისწინებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა ხარისხის მიმართულებით;
ბ) ლაბორატორიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ხარისხის სისტემის დანერგვა;
გ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის განხორციელების/ჩატარების დაგეგმვა და დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად განხორციელება; გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა;
დ) ლაბორატორიაში მოქმედ და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მომცველი დოკუმენტაციის იდენტიფიკაციის, დადგენის, პროცესების შენარჩუნების სამუშაოების, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პროცედურების, ასევე ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების შემუშავება;“.
„ა) ლაბორატორიულ სივრცეში პერსონალის მიერ კვლევების უსაფრთხოდ განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ბიოუსაფრთხოების მიმართულებით, თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;
გ) ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს შემუშავება, მისი მუდმივი განახლება;
დ) ბიოუსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობის შესაბამისი შიდა დოკუმენტაციის მომზადება და ლაბორატორიაში დანერგვა;“.
|