დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.06.2023
ძალის დაკარგვა 28.04.2025
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 590 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2023 მიღება
28.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2023 წლის 30 ივნისი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა  და მათი მწვრთნელების  წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 18 მაისის №12 დადგენილება (matsne.gov.ge, 19/05/2020, 010250050.35.152.016399). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური დანართი დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების  წახალისების წესი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტმენების და მათი მწვრთნელების  წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის  სახეებსა  და სხვა. 2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2023 წლის 31 დეკემბერი. მუხლი 2🔗 1. წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს შემდეგი ოდენობით: ა) სპორტსმენი, რომელიც სპორტის ოლიმპიურ სახეობაში 2023 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში დაიკავებს: ა.ა) პირველ  ადგილს 5000 – (ხუთი ათასი) ლარი; ა.ბ) მეორე ადგილს 4000 – (ოთხი ათასი) ლარი; ა.გ) მესამე ადგილს 2500 (ორი ათას ხუთასი); ბ) სპორტსმენი, რომელიც სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში 2023 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში დაიკავებს: ბ.ა) პირველ  ადგილს 3000 – (სამი ათასი) ლარი; ბ.ბ) მეორე ადგილს 2500- (ორი ათას ხუთასი) ლარი; ბ.გ) მესამე ადგილს 1500 (ათას ხუთასი); გ) სპორტსმენი, რომელიც სპორტის ოლიმპიურ სახეობაში 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატში დაიკავებს: გ.ა) პირველ ადგილს 4000 (ოთხი ათასი) ლარი; გ.ბ) მეორე ადგილს 3000( სამი ათასი) ლარი; გ.გ) მესამე ადგილს 2000( ორი ათასი) ლარი; დ) სპორტსმენი, რომელიც სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატში დაიკავებს: დ.ა) პირველ ადგილს 2000 (ორი ათასი) ლარი; დ.ბ) მეორე ადგილს 1500 ( ათას ხუთასი) ლარი; დ.გ) მესამე ადგილს 1000( ათასი) ლარი; ე) სპორტსმენი, რომელიც სპორტის ოლიმპიურ სახეობაში 2023 წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში დაიკავებს: ე.ა) პირველ ადგილს 1000( ათასი) ლარი; ე.ბ) მეორე ადგილს 800 (რვაასი) ლარი; ე.გ) მესამე ადგილს 500 (ხუთასი) ლარი; ვ) სპორტსმენი, რომელიც სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში 2023 წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში დაიკავებს: ვ.ა) პირველ ადგილს 700( შვიდასი) ლარი; ვ.ბ) მეორე ადგილს 500 (ხუთასი) ლარი; ვ.გ) მესამე ადგილს 300 (სამასი) ლარი. 2. ფულადი ჯილდო გადაეცემა ასევე ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სპორტსმენთა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ  პირად მწვრთნელებს, სპორტსმენთათვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს 40% -ის ოდენობით. მწვრთნელის დასაქმების  დამადასტურებელ ცნობას გასცემს ორგანიზაციის დირექტორი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობის საფუძველზე არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენებზე და ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებზე.  მათ შორის, ფულადი ჯილდო გაიცემა იმ სპორტსმენებზეც (და მათს მწვრთნელებზე), რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპრიზო ადგილი დაიკავეს 2023 წელს, წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე. მუხლი 3🔗 1.  ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა სპორტსმენმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობა, რომლითაც დასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გამარჯვებული სპორტსმენის პირადმა მწვრთნელმა   განცხადება და ცნობა  ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებიდან“ გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელობის თაობაზე. 2. გადაწყვეტილებას ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ბრძანების გამოცემის გზით. 3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შეაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.