საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №64/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018319
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№64/ნ
2023 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:
ა) ემბლემა ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი