ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ცენტრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება:

გ) საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

დ) სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება;

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

თ) არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

კ) საზოგადოების ინფორმირება ცენტრის საქმიანობაზე, ცენტრის სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას.

თავი III

ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულე