დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №43
2023 წლის 30 ივნისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ
ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: შატილში, ანდაქში, არდოტში, არჭილოში, გიორგიწმინდაში, მუცოში, ხახაბოში, ხონისჭალაში, კისტანში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური