📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლბამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.07.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,165 სიტყვა · ~16 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
17 18
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის თარიღი
გვარი სახელი
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი და მიზეზი
N საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  – დასახელება და  ნომერი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი /______________________________________/
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.05.2023 საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.05.2023 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.06.2023 ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 02.08.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლბამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის“ დამტკიცების თაობაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2023 წლის 10 ივლისი დაბა ასპინძა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლბამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​​​​3 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების, 240-ე და 240​​1-ე მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-12 და მე-15 პუნქტების,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“  მე-17 პუნქტის საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,  ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  საჯარიმო ქვითარი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი № 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  დანართი № 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს  აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (ნაწილი I და ნაწილი II) დანართი № 4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო   ქვითრის ან/და   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი № 5-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს  სააღსრულებო  ფურცლის ფორმა, დანართი № 6-ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 (www.matsne.gov.ge, ს/კ. 010250020.35.140.016155, ვებგვერდი, 29/01/2015) და „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №13 (www.matsne.gov.ge, ს/კ. 010250020.35.140.016502, ვებგვერდი, 03/04/2023) დადგენილებები. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე დანართი №1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით,  ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი წინამდებარე წესი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მ.შ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ნარჩენების მართვის კოდექსი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შევსება და მისი შინაარსი 1. უფლებამოსილი პირი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მ.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3 მუხლის, 53​3 მუხლის, 55-ე მუხლის, 55​​2 მუხლის, 55​3 მუხლის, 55​6 მუხლის, 64​​2 მუხლის, 77​​1 მუხლის, 77​​2 მუხლის, 96​4 მუხლის, 103-ე მუხლის, 119​​1 მუხლის, 125-ე მუხლის მე-8, მე-13-16 პუნქტების, 125​​4 მუხლის, 127​1 მუხლის მე-5 პუნქტის, 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 134​​1 მუხლის, 135 -135​1 მუხლების, 145-ე მუხლის, 146​​1 მუხლის, 148-ე მუხლის (გარდა მე-3 პუნქტის), 150-ე მუხლის, 150​​1 მუხლის, 151-ე მუხლის, 151​​2 მუხლის, 152-ე მუხლის, 152​​2 მუხლის, 152​​5 -152​​9 მუხლების, 153​​4 მუხლის, 156​​1 მუხლის, 158​​5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 159-ე მუხლის, 159​​1 მუხლის,196​1 მუხლის, 196​3 მუხლის, 196​6 მუხლის, 197-ე მუხლის, 197​1 მუხლის, 198-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. უფლებამოსილი პირი, საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ავსებს, პირველ პუნქტში მითითებული მუხლებით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასახული შინაარსიის შესაბამისად შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, თუ სასამართლოს განსჯადია, დაუყოვნებლივ ეგზავნება სასამართლოს, საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 55​​​2, 55​​​​​5, 55​​​​​​6, 77​​​​1, 77​​​2, 107​​​​​​2 და 107​​​​​3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 134-135​​​5, 146​​​1, 151​​​​1, 151​​​2 და 153​​​​6 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სამართალდამრღვევი კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ უფლებამოსილი პირი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 4. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება უფლებამოსილი პირის/ების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ უფლებამოსილ პირთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბარდება სამსახურს), ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 9. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილის: ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი; გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რაც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლით და მიეთითება ჯარიმის ოდენობა; ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი); თ) მე-8 პუნქტში შეიტანება კონფისკაციის აქტი, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა. 10. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი/საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 11. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ხელს აწერს მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 12. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმის შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 13. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ასლი, ხოლო, თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 14. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა, ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად. 15. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ჟურნალში. 16. საჯარიმო ქვითრი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელმა საჯარო მოსამსახურემ შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 17. უფლებამოსილი პირი შესაძლებელია აღიჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შევსებისას დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი უფლებამოსილი პირი, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება და დაბრუნება, აღრიცხვის ჟურნალის გაფორმება, წარმოება და შენახვა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. სათავსი, სადაც ინახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“, „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ . 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) გაცემას, ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს ჟურნალში უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალ(ებ)ი ინახება უფლებამოსილ პირთან და შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შენახვა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტით და გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. პირს, ვისაც ასპინძის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა), მისი შეფარდებიდან 10 დღის ვადაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​​3 მუხლის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელზეც ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. კომისიის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები, საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარედგინება მერს. ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლით, სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე სამართალრთდარღვევებისათვის და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში – სასამართლოში. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 9🔗. ჯარიმის გადახდა საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. სააღსრულებო ფურცლის შედგენა უფლებამოსილი სამსახურის მიერ სააღსრულებო ფურცლის შედგენა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 11🔗. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 12🔗. ამ წესის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების განხორცილებისათვის გამოსაყენებელი ფორმები 1. წინამდებარე წესის განხორციელებისათვის და ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის და შესაბამისი მოქმედებების შეუფერხებლად წარმართვისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმები: ა) საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი; დ) დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი; ე) სააღსრულებო ფურცელი. მუხლი 13🔗. წესის მოქმედების ფარგლები წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​​1 და 43​​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაზე. მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ წესში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საჯარიმო ქვითრი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერია ნაწილი I.                                                     საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000 ბ.ა. 1. შედგენის თარიღი _______________    2. შედგენის ადგილი _______________                          (რიცხვი, თვე, წელი)                           3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:__________________________   _________________________________________________________________________________ 4. დამრღვევის მონაცემები: ____________________________________________________________ __________________________________________________________________________________ ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);   _________________________________________________________________________________________        _________________________________________________________________________________________ იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5.სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________________________ ___________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ 6.1.  პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________მუხლის _________ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას __________ ლარის ოდენობით. 6.2.  პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ____________ მუხლის __________ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას __________ ლარის ოდენობით. 7.  ___________________________________________________________________________________ მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები 8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ.   _________________________________________________________________________________ (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 9. მიმღები მოლარე: __________                                  ___________________________                                                (ხელმოწერა და თარიღი)                        საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:   მოწმის ხელმოწერა: ________________                      ოქმის შემდგენლის ხელმოწერა_______________ სამართალდამრღვევი: _______________________________________________________________                         (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)                         ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა № 000000 (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. ________________________________      (გადამხდელის სახელი და გვარი) 2. ________________________________  (გადამხდელის მისამართი) 3. ________________________________       (ჯარიმის ოდენობა) 4.1  __________________________________ ______________________________________ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 4.2 ___________________________________ (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი) 5. ____________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. _________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე ___________________                               (ხელმოწერა) 8. შემომტანი_____________________                                       (ხელმოწერა)  ბ.ა. თარიღი __________________________                         (რიცხვი, თვე, წელი)    საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო  დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10 - დღიანი ვადის  შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი:   ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია                                        დამამზადებელი: _________________ მისამართი:    დ. ასპინძა, მეფე თამარი ქ. N3                                                რეგისტრაციის  N _________________ დანართი №3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  №         /__________/                                                                                                       სერია    000000  „______“   ________________  20    წ. 1. ___________________________________________________________________________________ (ოქმის შედგენის ადგილი) 2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ______________________________________სამსახურის                                                                                       (სამსახურის დასახელება) _____________________________________________________________________________________________                      (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი ) 3. ___________________________________________________________________________________ (დარღვევის ჩადენის ადგილი) 4.____________________________________________________________________________________________ (მონაცემები დამრღვევის შესახებ) _____________________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის დრო და არსი) 5. ___________________________________________________________________________________ (ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის)                                                           6. მოწმეთა და დაზარალებულთა (მათი არსებობის შემთხვევაში) გვარები და მისამართები: ________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________________ _____________________________________________________________________________________ 8. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ________________________________________ ___________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ 9. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს განემარტა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. 10. ოქმის შემდგენლის ხელმოწერა _____________________________________________________ 11. სამართალდამრღვევის ხელმოწერა__________________________________________________ 12. ოქმი ჩავიბარე (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)___________________________________ 13. მოწმეთა ხელმოწერები: 1. _______________________ 2. ________________________________ 14. დაზარალებულთა ხელმოწერები: 1. ________________________ 2. ________________________ 15. ოქმის შემდგენლის აღნიშვნა სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში: __________________________________________________________________ დამკვეთი: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია დამამზადებელი: _______________________ რეგისტრაციის N დანართი №4 აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (ნაწილი I და ნაწილი II) I ნაწილი საჯარიმო ქვითრის  ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის  აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი საჯა რიმო ქვითარი ან/და ოქმი № საჯარიმო ქვითრის ან/და ოქმის გამცემი საჯარიმო ქვითრის ან/და ოქმის მიმღები                შედგენილი ოქმები გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა საჯარიმ ქვითრის ან/და ოქმის    № გვარი სახელი თანამ დებობა ხელმოწ ერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 II ნაწილი დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი და მიზეზი ჩამოსაწერი საჯარიმო ქვითრის ან/და ოქმის N გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა 17 18 19 20 21 22 23 დანართი №5 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო   ქვითრის ან/და   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი N ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი  _____    ______________     20__ წელი N საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  – დასახელება და  ნომერი ჩამოწერის მიზეზი ჩამოსაწერი საჯარიმო ქვითრის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რაოდენობა შენიშვნა 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის ან/და  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის სისწორეს. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი) შედგენაზე პასუხისმგებელი პირი      /______________________________________/ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი)გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი      /______________________________________/ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული  პასუხისმგებელი პირი      /______________________________________/ დანართი №6 სააღსრულებო  ფურცელი        ---------------------------------  ს/ფ                                                        -----------------------------------------                                                                                                              სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი საქმე № -                                                          ასპინძის  მუნიციპალიტეტის  მერია ______________________________________________________________________________________ (სააღსრულების ფურცლის გამცემი) სააღსრულებო ფურცელი გაიცა: მიმართ: ________________________________________________________________________________ (დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ; იურიდიული პირის შემთხვევაში, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) _______________________________________________________________________________________ (სამართალდამრღვევის   იურიდიული   და   ფაქტობრივი    მისამართი) _________________________________________________________________________________ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეობა   დეტალურად   და ობიექტის მისამართი) ______________________________________________________   (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის /დადგენილების  სრული დასახელება) აქტის /დადგენილების   გამოტანის თარიღი____________________________________________ აქტის /დადგენილების  კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი_______________________________ ________________________________________________________________________________                              (სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები) კრედიტორი:  ________________________________________________________________________ (დასახელება  და  რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) მოვალე:          ________________________________________________________________________                                                     (დასახელება  და  რეკვიზიტები) ხელმომწერი პირი:   ---------------------------------------------