წინამდებარე წესი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მ.შ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ნარჩენების მართვის კოდექსი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებ