1. უფლებამოსილი პირი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მ.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლის, 533 მუხლის, 55-ე მუხლის, 552 მუხლის, 553 მუხლის, 556 მუხლის, 642 მუხლის, 771 მუხლის, 772 მუხლის, 964 მუხლის, 103-ე მუხლის, 1191 მუხლის, 125-ე მუხლის მე-8, მე-13-16 პუნქტების, 1254 მუხლის, 1271 მუხლის მე-5 პუნქტის, 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 1341 მუხლის, 135 -1351 მუხლების, 145-ე მუხლის, 1461 მუხლის, 148-ე მუხლის (გარდა მე-3 პუნქტის), 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 1512 მუხლის, 152-ე მუხლის, 1522 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1534 მუხლის, 1561 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 159-ე მუხლის, 1591 მუხლის,1961 მუხლის, 1963 მუხლის, 1966 მუხლის, 197-ე მუხლის, 1971 მუხლის, 198-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. უფლებამოსილი პირი, საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ავსებს, პირველ პუნქტში მითითებული მუხლებით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასახული შინაარსიის შესაბამისად შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, თუ სასამართლოს განსჯადია, დაუყოვნებლივ ეგზავნება სასამართლოს, საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 555, 556, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 134-1355, 1461, 1511, 1512 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სამართალდამრღვევი კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ უფლებამოსილი პირი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
4. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება უფლებამოსილი პირის/ების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ უფლებამოსილ პირთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბარდება სამსახურს), ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
9. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილის:
ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მე-5 პუნქტში შეიტანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რაც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლით და მიეთითება ჯარიმის ოდენობა;
ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი);
თ) მე-8 პუნქტში შეიტანება კონფისკაციის აქტი, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება და სხვა. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა.
10. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი/საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
11. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ხელს აწერს მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
12. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმის შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
13. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ასლი, ხოლო, თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
14. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა, ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
15. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ჟურნალში.
16. საჯარიმო ქვითრი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელმა საჯარო მოსამსახურემ შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
17. უფლებამოსილი პირი შესაძლებელია აღიჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შევსებისას დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა