1. პირს, ვისაც ასპინძის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა), მისი შეფარდებიდან 10 დღის ვადაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელზეც ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. კომისიის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები, საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარედგინება მერს. ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლით, სხვა ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე სამართალრთდარღვევებისათვის და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში – სასამართლოში.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება