1. პირს, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენისთვის, უფლებამოსილი პირის მიერ,  შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა), მისი შეფარდებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო ამავე კოდექისის 208-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში – სასამართლოში.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით     ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება