1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ .
3. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემას მის შედგენაზე უფლებამოსილი პირზე, ახორციელებს პირი, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალ(ებ)ი ინახება უფლებამოსილ პირთან და შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივ