1. ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის

სტამბური წესით ბეჭდვას.

2.ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   ოქმის   ფორმების  მიღება,   აღრიცხვა  და    გაცემა ხორციელდება  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერიის   ზედამხედველობის  სამსახურის მიერ
საჯარიმო ქვითრის
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

3.  წინამდებარე წესის მე-3 მუხლის, მე-8 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო  იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე  საჯარიმო ქვითრის  ყუა  მზადდება 2 ეგზემპლარად.   შესაბამისად იბეჭდება/ მზადდება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი  3 ეგზემპლარად იდენტური ნომრით, რომელთაგან 2 იბეჭდება საჯარიმო ქვითრის ყუით, ხოლო  1– საჯარიმო ქვითრის ყუის გარეშე