1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი, 10 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან.

2. ნარჩენების მართვის კოდექსით შედგენილი საჯარიმო ქვითარი დამრღვევის მიერ საჩივრდება ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით სასამართლოში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმის და საჯარიმო ქვითრის გასაჩივრებისას, საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.

4. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება