1. პირს, ვის მიმართაც გამოწერილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება