1. პირს, ვის მიმართაც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074, 148-ე  მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება