1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სამსახურში, ზემდგომ ორგანოში - მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას