1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.
7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით.
8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკვა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებშ