1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, ზედამხედველობის სამსახურის მიერ განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს.

3. ზედამხედველობის სამსახურმა, სამართალდარღვევის საქმის განხილვაში უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, არსებობის შემთხვევაში – დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია საქმე განიხილოს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხელს აწერს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას და საქმის განხილვისას ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს