1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სენაკის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო