1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს მერიის საჯარო მოხელეს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრის შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული ამისათვის პასუხისმგებელი პირი/მერიის სტრუქტურული ერთეული.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“, „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №4 და დანართი №5).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით.
6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი; ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ აღირიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გადაეცემა არქივს.
11. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევების