1. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 513, 533, 55-ე, 553, 642-ე, 825-ე, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 150-ე მუხლითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. მოწმ(ებ)ისა და დაზარალებულ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ასევე ამ პირებმა.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება 3 (სამი) ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) პირველი ეგზემპლარი (დედანი) ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს/ თანამდებობის პირს (კომპეტენციის შესაბამისად, სასამართლოს ან ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელთან;
გ) მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ხოლო, როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 553, 642-ე, 825-ე, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 150-ე მუხლითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება სასამართლოს