მუხლი 1🔗

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით,  ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე)