1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში.
2. საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსი 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაძლებელია გასაჩივრდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან, 10 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივარს განიხილავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. კომისიის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები, საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარედგინება მერს.
5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება