1.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი, მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით და მე -3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივარს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია. კომისიის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები, საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარედგინება მერს.
3.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 3. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ადმინისტრ
- მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის შედგენა და მისი შინაარსი
- მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის მომარაგების, შენახვის, გაცემისა და დაბრუნების წესი
- მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა
- მუხლი 7. ჯარიმის გადახდა
- მუხლი 10. ვადების ათვლა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №17, 24.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016520 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5900452/muxli-8/