1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე (შემდგომში – საჯარო მოხელე).
2.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის 141 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.
ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, საჯარო მოხელე უფლებამოსილია, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
4.
საჯარო მოხელე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
5.
საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55-ე, 553, 642, 825, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ უგზავნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს (შემდგომში – სამსახურის უფროსი).
6.
სამსახურის უფროსი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იგზავნება სასამართლოში
მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დამტკიცდეს:
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
- მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
- მუხლი 3. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და ადმინისტრ
- მუხლი 4. საჯარიმო ქვითრის შედგენა და მისი შინაარსი
- მუხლი 5. საჯარიმო ქვითრის მომარაგების, შენახვის, გაცემისა და დაბრუნების წესი
- მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა
- მუხლი 7. ჯარიმის გადახდა
- მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
- მუხლი 10. ვადების ათვლა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №17, 24.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016520 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5900452/muxli-2-2/