1. თუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება სამსახურის საჯარო მოხელე/მოხელეები ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, იმ შემთხვევაში როდესაც საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
2. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩადენისას სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, სამსახურის საჯარო მოხელე/მოხელეები ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.
4. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი N2) შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.
5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სამსახურის იმ საჯარო მოხელის/მოხელეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენ საჯარო მოხელესთან/მოხელეებთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.
7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს, გარდა მე-10
პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე/მოხელეები.
I ნაწილის:
ა) პირველ პუნქტში აღინიშნება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) მე-2 პუნქტში აღინიშნება: შედგენის ადგილი;
გ) მე-3 პუნქტში აღინიშნება: ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
დ) მე-4 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ვ) მე-6 პუნქტში აღინიშნება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ------- მუხლით და ჯარიმის ოდენობა ------ლარი;
ზ) მე-7 პუნქტში აღინიშნება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ------- მუხლით და ჯარიმის ოდენობა ---- ლარი;
თ) მე-8 პუნქტში აღინიშნება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);
ი) მე-9 პუნქტში აღინიშნება: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.
II ნაწილის – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების აღნიშვნის შემთხვევაში დგება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს/მოხელეებს.
10. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენი პირი. საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა, არსებობის შემთხვევაში.
11. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს, წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივ(ებ)ი.
12. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე/მოხელეები ამას აღნიშნავს ოქმში და ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
13. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
14. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
15. მერი უფლებამოსილია საჯარო მოხელე/მოხელეები აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა