1. სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებით მომარაგება ხორციელდება უფლებამოსილი საჯარო მოხელე/მოხელეების მოთხოვნის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ და ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მოთხოვნის უფლება აქვს მის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელე/მოხელეებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს/მოხელეებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი №4), რომელიც იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში, ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, რომელზედაც ეკვრის ეტიკეტი და მოწმდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით და ბეჭდით. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოების საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი საკმარისი არ აღმოჩნდა, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
4. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი საჯარო მოხელე/მოხელეები აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
5. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
6. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელე/მოხელეებთან რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
7. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა.
8. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა