1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე/მოხელეები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“, ხოლო საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-141 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური.

2. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარულის წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმებ