1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093, 513, 533, 55-ე, 553, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოხელე.
3. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „თერჯოლის მუნიციპალიტეტის „თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრი“ ს/კ 231954221
4. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება და ამავე კანონის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საჯარო მოხელეს.
5. უფლებამოსილი საჯარო მოხელე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას