1. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 553, 642, 825, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 150-ე 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971 და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენლის შესახებ;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ;
დ) ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) ინფორმაცია მოწმეთა ან/და დაზარალებულთა შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები და მტკიცებულებები;
ი) სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კ)თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და სამართალდამრღვევი. ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ აგრეთვე მოწმეებმა და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტებები, შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები, რაც თან უნდა დაერთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
5. ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (დედანი) დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს/თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელ საჯარო მოხელესთან, მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. თუ სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, ოქმი გაიგზავნება სამართალდამრღვევის იმ მისამართზე, რომელიც ცნობილია ოქმის შედგენისთვის.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია მისი გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება დადგენილი წესით.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში.
9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (ერთიან საინფორმაციო ბანკს