1. თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელე სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტთან ერთად, მოხსენებითი ბარათით უგზავნის თერჯოლის მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსს (შემდგომში – „სამსახურის უფროსი“).
2. სამსახურის უფროსი დამატებით იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა დოკუმენტსა და ფაქტობრივ გარემოებას, ასევე, სავარაუდო სამართალდამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.
3. საქმის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაინტერესებული პირების (არსებობის შემთხვევაში – დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. საქმე შეიძლება განხილული იყოს სავარაუდო სამართალდამრღვევის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინასწარ ეცნობა საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ და მას არ წარმოუდგენია მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
5. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ვერ დადგინდება სავარაუდო სამართალდამრღვევის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, უკვე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდება, ხოლო დაინტერესებულ პირს ეცნობება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მისი გამოცემიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოშ