1. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ოქმის ერთი ეგზემპლარი –საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე;
ბ) ოქმის მეორე ეგზემპლარი – რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ საჯარო მოხელე/მოხელეებთან;
გ) ოქმის მესამე ეგზემპლარი – ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი ეგზავნება სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისამართზე.
3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა საჯარო მოხელემ/მოხელეებმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება მიიღოს სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება, რა მიზნითაც ის მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს/პირს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების აღნიშვნის შემთხვევაში დგება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს/მოხელეებს.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი, ადგილი და დრო;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
დ) სამართალდარღვევის შინაარსი;
ე) ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
ვ) სამართალდამრღვევი პირის ახსნა-განმარტება;
ზ) სამართალდამრღვევი პირის მონაცემები (ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი; იურიდიული პირი - დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
თ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და ხელმოწერა.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი პირი. ასევე, მოწმე(ები) და დაზარალებულ(ებ)ი არსებობის შემთხვევაში. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს თავის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივ(ებ)ი.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელე/მოხელეები საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ