ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  (დანართი №2);

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა  (დანართი №3);

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);

ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის ფორმა (დანართი №5)