საჯარიმო ქვითრით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი ჩადენილი სამართლდარღვევისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოში მოქმედი  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა