1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა –
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს ძაღლის/კატის მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), −
გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3303 – ვებგვერდი, 05.07.2023