სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №269
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017721
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის“, „საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმისა“ და „საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის 2023 წლის პილოტირების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის რეესტრის დამტკიცების შესახებ 2027 − 2030 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2026 – 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ 2022 – 2025 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №269
2023 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 1146 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში – სახელმწიფო საწარმო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის მიზნით:
ა) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პირველი ეტაპი დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 5 სახელმწიფო საწარმო;
ბ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მეორე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 იანვრიდან და 2025 წლის 1 ივლისამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 160 სახელმწიფო საწარმო;
გ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მესამე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 ივლისიდან და 2026 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს ამ ეტაპის დაწყების მომენტისთვის დარჩენილი ყველა სახელმწიფო საწარმო, რომელიც პირველ ან მეორე ეტაპზე არ გადასულა სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, სახაზინო სამსახურმა, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტებმა, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად, უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებისთვის შესაბამისი ტრენინგ-სწავლების ჩატარება.
მუხლი 3🔗
სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა, სახაზინო სამსახურთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში და ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში სათანადო ფუნქციონალური ცვლილებების შეტანა, საჭიროების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი