სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.07.2023 ბოლო ცვლილება 09.07.2025
ნომერი
№269
სარეგისტრაციო კოდი
190020010.22.033.017721
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №269

2023 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 1146 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში – სახელმწიფო საწარმო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის მიზნით:

ა) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პირველი ეტაპი დაიწყოს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა და 2025 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 5 სახელმწიფო საწარმო;

ბ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მეორე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 იანვრიდან და 2025 წლის 1 ივლისამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს არანაკლებ 160 სახელმწიფო საწარმო;

გ) სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის მესამე ეტაპი დაიწყოს 2025 წლის 1 ივლისიდან და 2026 წლის 1 იანვრამდე, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადავიდეს ამ ეტაპის დაწყების მომენტისთვის დარჩენილი ყველა სახელმწიფო საწარმო, რომელიც პირველ ან მეორე ეტაპზე არ გადასულა სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე.

მუხლი 2
სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, სახაზინო სამსახურმა, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტებმა, სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად, უზრუნველყონ სახელმწიფო საწარმოებისთვის შესაბამისი ტრენინგ-სწავლების ჩატარება.
მუხლი 3
სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა, სახაზინო სამსახურთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში და ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში სათანადო ფუნქციონალური ცვლილებების შეტანა, საჭიროების შესაბამისად.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.07.2025.
როდის იქნა მიღებული „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“?
„სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.07.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №269. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.22.033.017721.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.07.2025-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, №269, 14.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017721 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5867021/