"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2023 ბოლო ცვლილება 26.10.2023
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
320050000.17.010.016103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2023 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს   ორგანული კანონის   მე-20   მუხლის   მე-4   პუნქტის  შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1  დადგენილებით (სსმ III, 14.07.03 წ., №71, მუხ. 643) დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 511 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 511 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საანტენო და საფიდერო მოწყობილობა – რადიოგადამცემი სადგურით გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღების ეთერში გასხივების სისტემა, რომელიც უშუალოდ გამსხივებელი ანტენის კონსტრუქციისა და ელექტრომაგნიტური ტალღების  ანტენამდე მოწოდების (ფიდერი) მაღალსიხშირულად შეთანხმებული კვანძების ერთობლიობას წარმოადგენს;“.

3. 511 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საკვალიფიკაციო საბჭო – კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე   საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კომისიის სამი წარმომადგენელი და ორი რადიომოყვარული;“.

4. 511 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამოყვარულო რადიოსადგურების კატეგორიები: „A“, „E“ ექსტრა და „B“ სამოყვარულო რადიოსადგურები, რომლებიც გამიჯნულია განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებით (დასაშვები სიხშირული დიაპაზონები, გამოსხივების სახეობები და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრე);“.

5. 511 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ბლოკები – სამოყვარულო რადიოსადგურის სახმობი ნიშნების პრეფიქსის ბლოკები, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყნის კოდს;“.

6. 511 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ჰ3“, ,,ჰ4“ და ,,ჰ5“ ქვეპუნქტები:

„ჰ3) CEPT – ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენცია;

4) ECA Table - სიხშირეთა განაწილების და გამოყენების ევროპის ერთიანი გეგმა;

5) ECO – CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისი.“.

7. 513 მუხლის 1-ლი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო რადიოსადგურები იყოფა შემდეგ კატეგორიად: “A“, “E“ ექსტრა და “B“, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიხშირული დიაპაზონებით, გასხივების კლასით და რადიოგადამცემი მოწყობილობის გამოსავალი სიმძლავრით (დანართი N 8).“.

8. 513 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11 „A“,  „E“ ექსტრა  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ (“CEPT Radio Amateur Licence“, Rec. T/R 61-01).

12 „B“ სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია შეესაბამება CEPT-ის „CEPT-ის დამწყები რადიო სამოყვარულო ლიცენზიას“ („CEPT Novice Radio Amateur Licence“, ECC/REC (05)06).“.

9. 513 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება 11 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე; „A“, „E“ ექსტრა კატეგორიის – 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე.“.

10. 513 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რადიომოყვარულის კვალიფიკაცია განისაზღვრება საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგით.“.

11. 513 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  „E“ ექსტრა კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია, თუ „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად მინიჭებული რადიოსახმობის მქონე რადიომოყვარული დაიკავებს პირველ ადგილს შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრებების: CQ WW, WPX, WAE, IARU ან/და ARRL ნებისმიერ ტურში.“.

12. 513 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  „A“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მიღება შესაძლებელია „B“ კატეგორიის სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭებიდან არანაკლებ 1 წლის შემდეგ.“.  

13. 515 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ. რადიოსახმობის მინიჭების შემთხვევაში კომისია გასცემს რადიომოყვარულის მოწმობას დანართი 10-ის შესაბამისად“.

14. 515 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 516 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოყვარულო და სამოყვარულო-თანამგზავრული რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყოფილი სიხშირული დიაპაზონები მოცემულია სიხშირეთა განაწილების ეროვნულ გეგმაში. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, იგი შესაბამისობაში უნდა იყოს   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლმენტთან და CEPT-ის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის ECA Table-ის შესაბამისად,  რაც  აისახება  სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების  განმსაზღვრელ  ცხრილებში (დანართი 8).“ .     

16. 516 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 518 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რადიომოყვარულს უფლება აქვს საქართველოში იქონიოს მხოლოდ ერთი მუდმივი სახმობი ნიშანი. სახმობი ნიშანი და სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია განსაზღვრულია დანართ 10-ში.“.

18. 518 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე.“. 

19. 518 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ინდივიდუალური და კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“ და „B“ კატეგორიების რადიომოყვარულებს ენიჭებათ ხუთსიმბოლიანი სახმობი ნიშანი. სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის „E“ ექსტრა კატეგორიის რადიომოყვარულებს, სურვილის მიხედვით უფლება აქვთ სუფიქსში, არჩევით, დაიტოვონ ერთი სიმბოლო ათი პრეფიქსიდან ნებისმიერ ბლოკზე.“.

20. 518 მუხლის მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენებისთვის „A“, „E“ ექსტრა და „B“ კატეგორიის რადიომოყვარულებს მუდმივად ენიჭება 4L1, 4L2, 4L3, 4L4, 4L5, 4L6, 4L7, 4L8, 4L9 და 4L0 პრეფიქსის ნებიმიერი ბლოკი. პრეფიქსში არსებული 4L-საქართველოს კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას დროებითი, უნიკალური სახმობის მისანიჭებლად.“.

21. დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .

22. დაემატოს დანართი №10 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.

კომისიის წევრინათია კუკულაძე
კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური
📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი N 8

სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორიების განმსაზღვრელი ცხრილები

"E“ ექსტრა და „A“ კატეგორია

სიხშირული ზოლი

სიმძლავრე

(ვტ)

გამოსხივების კლასი სიხშირული ზოლი სიმძლავრე (ვტ) გამოსხივების კლასი

135,7-137,8 KHz

1810-1838 KHz

100 W

1600W

CW 18110-18318 KHz 1000 W Phone; CW
1838-1840 KHz 1600W ციფრული (PACKET –ის გარადა); CW 21000-21080 KHz 1600W CW
1840-1850 KHz 1600W

ციფრული (PACKET –ის გარადა); 3KOOR3E; 3KOOJ3E;

CW

21080-21100 KHz 1600W ციფრული; CW
1850-2000 KHz < =100W

3KOOR3E;3KOOJ3E;

6KOOR3E;

CW

21100-21120 KHz 1600W ციფრული; უპირატესად (packet); CW
3500-3510 KHz 1600W DX; CW 21120-21149 KHz 1600W CW
3500-3560 KHz 1600W CW; (უპირატესადcontest CW) 21149-21151 KHz 1600W IBP
3560-3580 KHz 1600W CW 21151-21450 KHz 1600W Phone; CW
3580-3590 KHz 1600W ციფრული; CW 21340 KHz 1600W გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX
3590-3600 KHz 1600W ციფრული; უპირატესად (packet); CW 24890-24920 KHz 1600W CW
3600-3620 KHz 1600W ციფრული; CW 24920-24929 KHz 1600W ციფრული; CW
3600-3650 KHz 1600W Phone, (უპირატესადcontest phone); CW

24929-24931 KHz

24930-25139 KHz

1600W

IBP

Phone; CW

3650-3775 KHz 1600W Phone; CW 24930-25139 KHz 1600W Phone; CW
3700-3800 KHz 1600W Phone, (უპირატესად contest phone); CW 28000-28050 KHz 1600W CW
3730-3740 KHz 1600W SSTV; FAX, phone, CW 28050-28120 KHz 1600W ციფრული; CW
3775-3800 KHz 1600W Dx phone; CW 28120-28150 KHz 1600W ციფრული; უპირატესად (packet); CW
5351.5-5366.5 KHz 1600W CW, voice operation
7000-7035 KHz 1600W CW 28150-28190 KHz 1600W CW
7035-7040 KHz 1600W ციფრული; (PACKET –ის გარადა); SSTV; FAX; CW 28190--29199 KHz 1600W რეგიონალური IBP დროითი დაყოფით
7040-7045 KHz 1600W ციფრული; (PACKET –ის გარადა); SSTV; FAX; phone; CW 28201-28225 KHz 1600W მუდვიმ მოქმედი IBP
7045-7100 KHz 1600W phone; CW 28225-29200 KHz 100 0W phone; CW
10100-10140 KHz 1600W CW 28680 KHz 1600W გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX
10140-10150 KHz 1600W ციფრული; (PACKET –ის გარადა); CW 29200-29300 KHz 1600W ციფრული; (NBFM PACKET); phone; CW
14000-14070 KHz 1600W CW; 29300-29520 KHz 1600W თანამგზავრული downeink
14000-14060 KHz 1600W CW; (უპრატესად contest CW) 29510-29700 KHz 1600W Phone; CW
50-52 MHz ველის დაძაბულობა არ უნდა აღემატებოდეს +6 dB(μV/m) საზღვრის გასწვრივ ხმელეთიდან 10 მ. სიმაღლის ანტენისა და დროის 10% პროცენტისთვის.
14070-14089 KHz 1600W ციფრული; CW 144-146 MHz 100W

ციფრული; 6KOOF3E;

24KOF3E;

3KOOR3E;

3KOOJ3E;

14089-14099 KHz 1600W ციფრული; (უპირატესად არაავტომატური (PACKET); CW 430-440 MHz 100W

3KOOR3E;

3KOOJ3E;

6KOOF3E;

24KOF3E;

14099-14101 KHz IBP 1240-1300 MHz 10W ციფრული
14101-14112 KHz 1600W

ციფრული(უპირატე

სად დაგროვება-რეტრანსლაცია) Phone SSB; CW

2320-2450 MHz 10W 3KOOR3E;
14112-14125 KHz 1600W Phone SSB; CW 5650-5850 MHz 10W 3KOOJ3E;
14125-14300 KHz 1600W Phone უპირატესად (contest phone) SSB; CW 10-10.5 GHz 5W
14230 KHz 1600W გამოსაძახებელი სიხშირე SSTV და FAX 47-47.2 GHz 5W 6KOOA3E;
14300-14350 KHz 1600W Phone SSB; CW 75.5-81 GHz 5W 6KOOF3E;
18068-18100 KHz 1600W CW 119-120.026 GHz 5W
18100-18109 KHz 1600W ციფრული; CW 142-149 GHz 5W 24KOF3E;
18109-1811 KHz 1600W IBP 241-250 GHz 5W

„B“ კატეგორია

სიხშირული ზოლი სიმძლავრე(ვტ) გამოსხივების კლასი სიხშირული ზოლი

სიმძლავრე

(ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7-137,8 KHz

1820 2000 KHz

100 W

400W

100HAIA 21000-21450 KHz 400W 100HAIA
1840 -2000 KHz 100W 3KOOR3E;3KOOJ3E 21080-21120 KHz 400W ციფრული
1900-2000 KHz 400W 6KOOR3E 21150-21450 KHz 3KOOR3E;3KOOJ3E
3500-3800 KHz 400W 100HAIA 24890-24990 KHz 400W 100HAIA
3580-3620 KHz 400W ციფრული 24920-24929 KHz 400W ციფრული
3600-3800 KHz 400W 3KOOR3E;3KOOJ3E 24930-24990 KHz 400W 3KOOR3E;3KOOJ3E
3730-3740 KHz 400W SSTV; FAX 28000-28700 KHz 400W 100HAIA
7000-7100 KHz 400W 100HAIA 28050-28150 KHz 400W ციფრული
7035-7045 KHz 400W ციფრული; SSTV; FAX 28200-29700 KHz 400W 3KOOR3E;3KOOJ3E
50-52 MHz ველის დაძაბულობა არ უნდა აღემატებოდეს +6 dB(μV/m) საზღვრის გასწვრივ ხმელეთიდან 10 მ. სიმაღლის ანტენისა და დროის 10% პროცენტისთვის.
7040-7100 KHz 400W 3KOOR3E;3KOOJ3E 144-146 MHz 25W 100HAIA 6KOOF3E;
10100-10150 KHz 400W 100HAIA 430-440 MHz 25W 24KOOF3E;
10140-10150 KHz 400W 100HAIA 3KOOR3E;3KOOJ3E
14000-14070 KHz 400W CW 1240-1300 MHz 5W

100HAIA

24KOOF3E

3KOOR3E;

3KOOJ3E

6KOOA3E;

6KOOF3E;

14000-14060 KHz 400W CW(უპირატესად contest CW) 2320-2450 MHz 5W
14070-14089 KHz 400W ციფრული; CW 5650-5850 MHz 5W
14089-14099 KHz 400W ციფრული; (უპირატესად არაავტომატური packet); CW 10-10.5GHz 5W
14099-14101 KHz IBP 24-24.5 GHz 5W
14101-14112 KHz 400W

ციფრული (უპირატესად დაგროვება_

რეტრანსლაცია) POHONE SSB; CW

47-47.2 GHz 5W
14150-14350 KHz 400W Phone SSB; CW
14230 KHz 400W SSTV; FAX 75.5-81 GHz 5W
18068-18168 KHz 400W 100HAIA 119.98-12002 GHz 5W
18100-18109 KHz 400W ციფრული; 142-149 GHz 5W
18110-18168 KHz 400W 3KOOR3E;3KOOJ3E 241-250 GHz 5W
danarti 15, 1 cv-it.doc

დანართი 10

სურათის ადგილი

რადიომოყვარულის მოწმობა

Radio amateur certificate

Certificat de radio amateur

Radio amateur zertifikat

კომუნიკაციების კომისია

Communications Commission

Commission des communications

Kommunikations kommission

მოწმობის დეტალები

Certificate details

Renseignements sur la certificat

Zertifikat details

სამოყვარულო რადიოსადგურის კატეგორია

Amateur radio class

Classe de radio amateur

Amateur radio klasse

CEPT-ის მიერ განსაზღვრული ექვივალენტური კატეგორია

CEPT equivalent licence class

Classe de licence CEPT équivalente

Entsprechende CEPT-Klasse

რადიომოყვარული

Radio-amateur name

Nom du radio-amateur

Name des funkamateur

კოლექტიური რადიოსადგურის დასახელება

Club name

Nom du club

Name des Klubs

სახმობი ნიშანი

Callsign

Indicatif d’appel

Rufzeichen

საფოსტო მისამართი

Mailing address

Adresse postale

Postanschrift

რადიოსადგურის განთავსების მისამართი

Main Station Address

Adresse de station principale

Hauptstationsanschrift

გაცემის ვადა

Issue date

Date de délivrance

Ausstellungsdatum

მოქმედების ვადა

Expire date

Date d'expiration

Ablaufdatum

მოწმობის N

Certificate number

Numéro de certificat

Zertifikatsnummer

ხელმოწერა

ბ. ა.