ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2023
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.138.016511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2023
matsne.gov.ge 1,228 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.08.2022 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.07.2024 ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.09.2021 მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.08.2021 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 04.07.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2023 წლის 21 ივლისი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი   პუნქტის,   მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში  – პროგრამა), როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი, წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები. 2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.  მუხლი 2🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა, მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება. მუხლი 4🔗. პროგრამის სახეები და ფორმა 1. პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული, თემატური ან შერეული სახით. 2. პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ზონების/უბნების მიხედვით. 3. პროგრამის თემატური სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული თემების მიხედვით. 4. პროგრამის შერეული სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ ნიშანს და თითოეულზე განაწილებულია განსაზღვრული სახსრები. 5. პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. თავი II პროგრამის მართვა მუხლი 5🔗. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები 1. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეებია: ა) ახალციხს მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი); ბ) სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო (შემდგომში – საბჭო); გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო). მუხლი 6🔗. საბჭო 1. პროგრამის განხორციელებისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობას და ხელმძღვანელს ამტკიცებს მერი. 2. მერი უფლებამოსილია, საბჭოს შემადგენლობაში მოიწვიოს საკრებულოს წარმომადგენლები, პროფესიული, აკადემიური წრეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოსახლეობის წარმომადგენლები. 3. საბჭო ანგარიშვალდებულია მერთან. 4. საბჭოს უფლებამოსილება: ა) საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით უფლებამოსილია შეიმუშაოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის წლიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ბ) უწევს კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში; გ) ახდენს საპროექტო განაცხადების პირველად ტექნიკურ გადარჩევას ამ წესის შესაბამისად; დ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის პროექტების წარდგენისა და განხილვის, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმართვის პროცესს; ე) საბიუჯეტო კალენდრის გათვალისწინებით მერს წარუდგენს გადაწყვეტილებას მომავალი წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით, მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხის შესახებ; ვ) ამტკიცებს ხმის მიცემის შედეგებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის ან/და რეკომენდაციის სახით; თ) უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით  განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. თავი III პროგრამის ეტაპები და პროცესი მუხლი 7🔗. პროგრამის ეტაპები 1. პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მომზადება; ბ) იდეების წარდგენა; გ) იდეების ანალიზი; დ) ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა; ე) პროექტების ბიუჯეტში ასახვა; ვ) პროექტების განხორციელება; ზ) ანგარიშგება და კონტროლი. მუხლი 8🔗. პროგრამის შედგენის პროცესი და პროცედურები 1. მომზადება ა) ყოველი წლის 1 მარტიდან მერი, საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე , განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტს, თემატიკას, ტერიტორიას (ზონებს/უბნებს), დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობას და თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების წარდგენის ფორმებსა და ვადებს. ბ) მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს  აწვდის ინფორმაციას სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარსადგენი პროექტების წარდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ. 2. იდეების წარდგენა ა) იდეების წარდგენა ხორციელდება წინასწარ დადგენილ ვადაში და ფორმატით (ელექტრონული, წერილობითი); ბ) თითოეულ აპლიკანტს შეუძლია არაუმეტეს სამი იდეის დარეგისტრირება. 3. საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები ა) საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა.ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ა.ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში; ა.გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას; ა.დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტი,   რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში); ა.ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი. 4. საბჭომ შესაძლოა განსაზღვროს საპროექტო წინადადების  დამატებითი კრიტერიუმები. 5. საპროექტო წინადადების წარდგენისას წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგის სახის ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი/საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი/საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები; გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელფოსტა; დ) პროექტის სახელწოდება; ე) პროექტის აღწერა; ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი; ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6.  საპროექტო განაცხადების შემოტანაზე უფლებამოსილი პირები ა)საპროექტო განცხადის შემოტანა შეუძლია: ა.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან; ა.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მოქალაქეთა ჯგუფს. 7 . იდეების ანალიზი იდეების ანალიზი ხორციელდება შემდეგნაირად: ა) წარდგენილი იდეების ანალიზს   ახორციელებს საბჭო; ბ) იდეების ანალიზის მიზნით საბჭო იკრიბება მინიმუმ ორჯერ; გ) საბჭოს პირველ შეკრებაზე ხორციელდება იდეების პირველადი ანალიზი, ტექნიკური გადარჩევა, რომლის მიზანია იდეების აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა: გ.ა) განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული; გ.ბ) იდეა უნდა ხორციელდებოდეს დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში; გ.გ) იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; გ.დ) განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში; გ.ე) იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას; გ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში; გ.ზ) იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს; გ.თ) შემოტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ; დ) იდეა, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოირიცხება და მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული პროექტი შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რაც დაუყონებლივ ეცნობება იდეის ავტორს; ე) პირველადი  ანალიზის პროცესში შესაძლებელია მსგავსი პროექტების კომბინირება და იდეების შევსება; ვ) საბჭო უფლებამოსილია ხარვეზის შემთხვევაში იდეის ავტორს მოთხოვოს ბიუჯეტის დაზუსტება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას; ზ) საბჭოს შემდგომ შეკრებაზე ხორციელდება იდეების საბოლოო ანალიზი, რომლის შედეგად საბჭო გამოავლენს განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს; თ) იდეას, რომელიც საბოლოო ანალიზის შედეგად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ენიჭება პროექტის სტატუსი და მონაწილეობს საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში. 8 . ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა ა) ხმის მიცემა ხორციელდება პირდაპირი ხმის მიცემის გზით, ასევე შესაძლებელია ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით; ბ) ხმის მიცემის პროცედურაში  მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებით  შერჩეული პროექტები; გ) ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 დღეზე ნაკლები; დ) ხმის მიცემის პროცესის ზედამხედველობას ახორციელებს საბჭო; ე) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლება გააჩნია ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს; ვ) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილე მოქალაქეს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ და მაქსიმუმ სამ პროექტს; ზ) საჭიროების შემთხვევაში ხმის მიცემის დამატებითი წესები და პირობები განისაზღვრება მერის მიერ; თ) პროექტების რეიტინგის ფორმირება ხორციელდება ხმის მიცემის პროცედურის შედეგად მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად. მუხლი 9🔗. პროექტების ბიუჯეტში ასახვა 1. პროექტები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვებენ საუკეთესო შედეგებს რიგითობის მიხედვით,  ასახული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში და ექვემდებარება დაფინანსებას. 2. ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე საუკეთესო შედეგად ჩაითვლება პროექტი, რომელიც დააგროვებს ხმის მიცემაში მონაწილე მოქალაქეების ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ არანაკლებ ხმის მიცემაში მონაწილე მოქალაქეების 20%-ისა. მუხლი 10🔗. პროექტების განხორციელება 1. პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახული პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს საჭიროების შემთხვევაში  –  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას/შეძენას. 2. მომზადებული/შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესაძლებელია პროექტის ღირებულების ცვლილება, ასევე პროექტის ფარგლებში ცალკეული ღონისძიების კორექტირება და შეცვლა, რაც არ უნდა იწვევდეს პროექტის მიზნებისა და მოსალოდენლი შედეგების არსებით ცვლილებას. 3. მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტების ფარგლებში საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 4. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ასევე პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას მერიის, ელექტრონული პლატფორმის ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებზე. მუხლი 11🔗. ანგარიშგება და კონტროლი მერი გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს საკრებულოს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს.