ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.07.2023
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2023
matsne.gov.ge 2,067 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ყველა  ნივთი.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში
დაწესებულება) – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. საინვენტარიზაციო კომისია შედგება კომისიის წევრებისგან, მათ შორის კომისიის თავმჯდომარისა და, მინიმუმ, ორი წევრისგან.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივების დასახელება
N ძირითადი აქტივების დასახელება
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.12.2022 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.10.2022 ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.07.2018 მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.12.2025 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2023 წლის 25 ივლისი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა  და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2-ის შესაბამისად). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3-ის შესაბამისად). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4-ის შესაბამისად). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა (დანართი №5-ის შესაბამისად). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი დანართი №1 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა  და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ  დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა  და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. 2. წინამდებარე წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ინვენატარიზაციისა და ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ყველა  ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. საინვენტარიზაციო კომისია შედგება კომისიის წევრებისგან, მათ შორის კომისიის თავმჯდომარისა და, მინიმუმ, ორი წევრისგან. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ხორციელდება  „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი სააშუალების ჩამოწერა ხდება  საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრამდე, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია.  ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესები 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია (მუდმივმოქმედი ან დროებითი)  დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით(ბრძანებით). 2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით: ა) კომისიის თავმჯდომარე – ხელმძღვანელობს კომისიას; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას; გ) კომისიის მდივანი – ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე; დ) კომისიის წევრები. 3.საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის პერიოდში, კომისიის მოთხოვნით შესაძლებელია მოწვეულ იქნეს კვალიფიციური სპეციალისტი (აუდიტორი, შესაბამისი სფეროს ექსპერტი ან სხვა კვალიფიციური პირი). 4.    კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 5. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ, ფიზიკურ მდგომარეობას, ქონების ჩამოწერის საფუძველს, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. 8. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია: ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე; ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე. 9. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე. 10.  საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის შედეგების აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელ პირს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ინვენტარიზაციის შედეგების აქტს. 11. თუ საინვენტარიზაციო კომისიის წევრს საპატიო მიზეზით არ შეუძლია ინვენტარიზაციის  ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე ხდება მისი შეცვლა. 12. საინვენტარიზაციო კომისიის წევრის შეცვლის დროს, ყოფილი წევრის ხელმოწერით დადასტურებული შუალედური საინვენტარიზაციო აღწერები და ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები რჩება ძალაში. 13. ინვენტარიზაციის დროს ორგანიზაციის იმ არაფინანსური აქტივების საინვენტარიზაციო აღწერა, რომლებიც შენახულია/განთავსებულია ტერიტორიულად განცალკევებულ ადგილებში, შესაძლოა ჩატარდეს სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მიერ, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 14. სავალდებულო ინვენტარიზაციის დროს, სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მიერ შეიძლება ჩატარდეს იმ აქტივების საინვენტარიზაციო აღწერა, რომელთა მოცულობის გამო ვერ იქნება უზრუნველყოფილი ინვენტარიზაციის დასრულება დადგენილ ვადებში; ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით დადასტურებული საინვენტარიზაციო აღწერის შედეგები წარედგინება საინვენტარიზაციო კომისიას, რომელიც აღწერის შედეგებს დაურთავს და ასახავს ინვენტარიზაციის შედეგების აქტში.  15. საინვენტარიზაციო კომისია ამოწმებს  დოკუმენტებს, როგორც ფორმის (დოკუმენტის სისრულე, გაფორმების სისწორე, რეკვიზიტების არსებობა და სხვა), ისე შინაარსის (ეკონომიკური მოვლენის კანონიერება, ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური და არითმეტიკული სიზუსტე და სხვა) მიხედვით. 16. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად. 17. ბუღალტრული ან შესაბამისი სამსახური საინვენტარიზაციო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია დაასრულოს შემოსავალ-გასავლის ყველა დოკუმენტის დამუშავება, შესაბამისი ჩანაწერები შეიტანოს ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში), გამოიყვანოს ნაშთები და მიაწოდოს საინვენტარიზაციო კომისიას, თარიღის მითითებით. 18. ინვენტარიზაციის დაწყების წინ, საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), სადაც მიეთითება ინვენტარიზაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს – საკონტროლო ლუქი, რომელიც ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან. 19. აუცილებლობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია საინვენტარიზაციო აღწერა ანდა ინვენტარიზაცია ჩაატაროს მომსახურების შესყიდვით, თუ არ ყავს მოსამსახურეთა საკმარისი რიცხოვნობა ან არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაცია. 20.  ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია წარედგინება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 5🔗. ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერიაში ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების  ჩამოწერის  წესი 1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. საინვენტარიზაციო კომისია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რომელსაც შემდგომში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთნ დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით მუხლი 6🔗. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული(ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს დაწესებულების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები და აუდიტის დასკვნა. 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 7🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერა ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების ან/და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი  და  გამოუსადეგარი   ძირითადი  საშუალებების   განადგურება და განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება შეკეთებას, განკარგვას, რეალიზაციას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს  კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირ(ებ)ი. 6. ქონების განადგურების აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია. მუხლი 9🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზება ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი  ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა 20___წლის „_____“ „_________________“ მდგომარეობით № ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირე ბულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი გრ5, გრ9) კოეფი ციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენის საბა ლანსო ღირე ბულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით % ბუღალ ტრული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დო ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1. ____________________________ 2. ____________________________ 3. ____________________________ ვამტკიცებ:                                                                                  დაწესებულების ხელმძღვანელი ------------------------------     ბ.ა.                                                                                                              დანართი №3 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დაწესებულების დასახელება _________________________ 20____ წლის „____“ „_________“ მდგომარეობით № ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი გრ5, გრ9) კოეფი ციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. N295 ბრძანების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენის საბა ლანსო ღირე ბულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით % ბუღალ ტრული მდგომა რეობით % ლარი ლარი აშშ დო ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1.      ____________________________ 2.      ____________________________ 3.      ____________________________ ვამტკიცებ:                                                                                                                               დაწესებულების ხელმძღვანელი  ---------------------------------------                                                ბ.ა. დანართი №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დაწესებულების დასახელება _______________________________________________________ 20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით N ძირითადი აქტივების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების წელი) საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე % ლარი გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ ლარი ცვეთა გადაფასების შემდეგ ლარი ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: ____________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ შექმნილი 20____ წლის „____“ „____________“ N _________ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ____________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________(ძირითადი საშუალების დასახელება) აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნას შემდეგი საფუძვლით: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ___________________________________ 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ________________________________________________ 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ________________________________________________________________________________________________ ბ) ________________________________________________________________________________________________ გ) ________________________________________________________________________________________________ კომისიის დასკვნა: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ კომისიის წევრები:  1. _________________________________________________________________  2. _________________________________________________________________  3. _________________________________________________________________    4. _________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარე : ______________________________________________________________________________  დანართი №5 ძირითადი  აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა ლარი დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა: ______________________________ (_________________) ლარი. ლიკვიდაციის შედეგი: _______________________________________________________________________ ბუღალტერი: ___________________________   „_____“ „______________________“ 20 _____ წელი კომისიის თავმჯდომარე: ____________________________________________