„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3524-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.021069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1“ და „ტ5“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ5“, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

2. 27-ე მუხლის:

ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად სამხედრო მომზადებას ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება:

ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.“;

ბ) 13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისთვის შეიმუშავებს სამხედრო მომზადების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;“.

3. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს:

ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა. მისი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული დაწესებულების წესდებით;

ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა.“.

4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით. სამეურვეო საბჭოში მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ ზოგადი განათლების თითოეულ საფეხურს. პირი სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

5. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას;

ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო აღნიშნული ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტისა (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას.“.

6. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ​2) შვებულებაში გადის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით. მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;“.

7. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3524-XIIIმს-Xმპ