1. სამეურვეო საბჭო:
ა) ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო აღნიშნული ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდ
ან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;
[დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას;
(ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)]
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს;
ნ) სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2. სამეურვეო საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტისა (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491
საქართველოს 2011 წლის
3
ივნისის
კანონი №4734
-
ვებგვერდი,22
.0
6
.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2753
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.02.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 04.02.2026 კანონი №1353
- 21.09.2023 კანონი №3524
- 29.06.2018 კანონი №2753
- 16.12.2016 კანონი №102
- 06.08.2013 კანონი №918
- 25.11.2011 კანონი №5349
წინა რედაქცია (04.05.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები 1. სამეურვეო საბჭო: ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გდათვალისწინდგებუნილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს სგაქნათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებისალო დაწესებულებაზე, რომელიცნ ახორციერლების სამინისტხედრო მომზადებას; ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო აღნიშნული ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო; გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდ ან გადაყვანის პირობებს; დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმების, სა დსწა ეროვნული სო მასწავლის, მათ შორის, გეგრიფმინიჭებულისა , პედა შგოგეფასების ცენტრის მიერ შერჩეკომენდებული/გრ, სასწავლო წლიფს განმავლობაში გამოსაყენიჭებუელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე; [დ) ითანხმებს პედაგოგებიური საბჭოს მიერ შერჩმუშავებული, სასკოლო სასწავლო გეგმასა და სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახესწავლო მძღვანესალოების ნუსხიას თ; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდაზნ)] ე; ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს; თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს ესაჯაროვნ სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება; კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით; მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს; ნ) სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 2. სამეურვეო საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „თ (გ“, „არდ“, „კ“ და პირველი პუნქტის „მვ“ ქვეპუნქტებითსა) გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტისა (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ.