თავი V — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი:
ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;
ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;
გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
დ)
(ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №338
წინა რედაქცია (04.05.2005 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი: ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია; ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია; გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე; დ) (ამ კანონის 32-ღე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშია - 11.07.2009, №1385); ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლი VI. ზს ლიკვიდაცია იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევების პა. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანცონიპ №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.