თავი V — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.
2. მასწავლებელს/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს მოსწავლის მიმართ ძალადობისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5755 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1353 - ვებგვერდი, 05.02.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.02.2026-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.02.2026 კანონი №1353
- 17.03.2020 კანონი №5755
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 331. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. 2. მასწავლებელს/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს მოსწავლის მიმართ ძალადობისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს მინისტრი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება