1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.

1
1
. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე.

3. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

4. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

5. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I−IV თავების, ამ თავისა და  XI1 და XII თავების შესაბამისი დებულებები.

7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

8. სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დაადგინოს ამავე კანონით საჯარო სკოლისთვის გათვალისწინებულისგან განსხვავებული მართვის წესი, სტრუქტურა, სახელმწიფო კონტროლი, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნები, აგრეთვე განსაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული დაფინანსების წესი და პირობები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.365

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5

ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022