გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
010210018002265687
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამე N010210018002265687

N2-574/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მარტი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - მე----ო გვ-------ე

წარმომადგენლები-ანა ბე------–---–ი, ნინო სი------ე

მოპასუხეები - სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ო

წარმომადგენელი- მა----ი მა------ე

მესამე პირი - ნა----–-ა მგ--–--ე

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მასზე დარიცხული საურავის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 ივნისის N1/-345 ბრძანება მე----ო გვ-------ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ;

1.2. მე----ო გვ-------ე აღდგენილი იქნეს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე;

1.3. მე----ო გვ-------ეს აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (ხელზე ასაღები 1520 ლარი) მისი განთავისუფლების დღიდან აღდგენის დღემდე;

1.4. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაეკისროს მოპასუხეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მე----ო გვ-------ის სასარგებლოდ, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.5. მე----ო გვ-------ის თანამდებობაზე აღდგენის და მისთვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის პოზიცია:

2014 წლის 1 სექტემბერს, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის (შემდეგში „სკოლა“) სამეურვეო საბჭოს N1 დადგენილების საფუძველზე, ამავე სკოლის დირექტორად არჩეული იქნა მე----ო გვ-------ე. 2014 წლის 12 სექტემბერს, ერთის მხრივ სკოლასა და მეორეს მხრივ მე----ო გვ-------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. 2017 წლის 10 აპრილის N01-11/89 ბრძანებით, შესაძლო დარღვევების ან/და სამსახურეობრივი გადაცდომის აღმოჩენისა და პრევენციისა და ,,ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლაში განახორციელა ინსპექტირება. ინპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, კერძოდ, სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, რათა სამეურვეო საბჭოს განეხილა სკოლის დირექტორის მე----ო გვ-------ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის სხდომის N14 ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სკოლის დირექტორს არ შეწყვეტოდა ვადაზე ადრე შრომის ხელშეკრულება.

2017 წლის 12 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წერილით მიმართა სქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და დაფიქსირებული დარღვევების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მე----ო გვ-------ესთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 ივნისი N1/კ-345 ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 ივნისის N646392 მოხსენებითი ბარათისა და აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის 2017 წლის 12 ივნისის N640125 წერილის საფუძველზე, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. გასაჩივრებული ბრძანების მიღების სამართლებრივი საფუძველია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტი და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტები.

მოსარჩელე არ ეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს და მიიჩნევს, რომ ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არ გაითვალისწინა სამეურვეო საბჭოს პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებაში. სკოლის სამეურვეო საბჭო ეთანხმებოდა მე----ო გვ-------ისათვის სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის შეფარდებას, მაგრამ არა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტი უფლებას ანიჭებს დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ მის გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს და კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს. თუმცა, სამინისტროს აღნიშნული უფლება არ გამოუყენებია და სამეურვეო საბჭო აგრძელებს საქმიანობას ძველი შემადგენლობით. ეს კი, მოსარჩელის აზრით, იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო კვლავ ნდობას უცხადებს სამეურვეო საბჭოს და თვლის, რომ სამეურვეო საბჭო მოქმედებდა კანონის შესაბამისად.

სამეურვეო საბჭომ, რომელმაც დაამტკიცა სკოლის მოქმედი შინაგანაწესი, დატოვა მოსარჩელე თანამდებობაზე და გადაწყვიტა, რომ სკოლაში აღმოჩენილი ხარვეზები არ წარმოადგენდა მე----ო გვ-------ესა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა კი ეჭქვეშ დააყენა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ, ამავე დროს, ამავე ორგანოს ისევ მიანდო სკოლის დირექტორის არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება, ვინაიდან, სამეურვეო საბჭო, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, არის სკოლის თვითმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც ირჩევს დირექტორსაც.

მოსარჩელის პოზიციით, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულების გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

მოსარჩლე მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის ზ) ქვეპუნქტით, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.

დირექტორის მიერ სამუშაოს კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულებას ადასტურებს სკოლის მიღწევები და წარმატებები, რასაც უშუალოდ მოსარჩელე მხარის დირექტორობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.

სარჩელის თანახმად, აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები რიგ შემთხვევაში არ არის გამოკვლეული. მათ შორის სამინისტროს ცხელ ხაზზე შესულ ,,შეტყობინებაში“ მოყვანილი ფაქტები ინსპექტირების ჯგუფის მიერ საერთოდ არ დაფიქსირებულა სკოლაში. შესაბამისად, არც შემოწმების 42 გვერდიან დასკვნაში ასახულა. აღნიშნული გარემოება აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეები მოქმედებდნენ წინასწარ გამიზნულად, არამარტო სკოლის პრესტიჟის არამედ, პირადად, სკოლის დირექტორის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შესალახად.

სკოლაში ინსპექტირების დროს დაფიქსირდა, სკოლის სტრუქტურული ერთეულების მხრიდან რამდენიმე სახის ხარვეზი, რაც ძირითადად გამოწვეულია სკოლის ეზოში 2015 წლიდან ოთხსართულიანი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობით, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაბარდა მიმდინარე სასწავლო წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორის ყურადღება მაქსიმალურად მიპყრობილი იყო ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, ხოლო სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებელმა პირებმა ვერ გაართვეს თავი დამოუკიდებლად მუშაობას. შესაბამისად, მათი სუსტი მუშაობა აისახა სკოლის ნაკლოვანებებში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი დი------ი ლა----–--ა, მოქმედებდა კანონსაწინააღმდეგოდ და განზრახ ცდილობდა სკოლის დირექტორის დისკრედიტაციას, რაც დაფიქსირდა კიდეც ინსპექტირების დასკვნაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დ. ლა----–--ას არცერთი ცილისწამება, რომელიც დირექტორის წინააღმდეგ იყო გამოთქმული არ დადასტურებულა ინსპექტირების ჯგუფის მიერ.

გარდა ამისა, ინსპექტირების დროს იყო შემთხვევები, როცა ინსპექტირების ჯგუფმა რამდენიმე პირს შეაცვლევინა წერილობითი ახსნა-განმარტება.

დასკვნაში მითითებულ დარღვევათა უმეტესობა ვერ დასტურდება შესაბამისი ფაქტებით, ნაწილი კი არასწორად არის განმარტებული. ბევრ ისეთ გარემოებაზე არის გამახვილებული ყურადღება, რაც არ წარმოადგენს კანონდარღვევას.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 ივნისის N1/კ-345 ბრძანება სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორთან მე----ო გვ-------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სკოლის ინსპექტირება, რომლითაც გამოვლენილი დარღვევები თავისი შინაარსით არის უხეში ხასიათის.

სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ინსპექტირების მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როგორც სკოლის ადმინისტრირების, ისე ფინანსური და საგანმანათლებლო პროცესის მართის სფეროებში. ინსპექტირებით დადგინდა, რომ ადგილი აქვს მოსწავლეთა სისტემატური დაგვიანების შემთხვევებს, რაც სკოლის დირექტორის მხრიდან რეაგირების გარეშეა დატოვებული; მოსწავლეებს აიძულებენ მოემზადონ დამატებით სკოლაშივე თანხის საფასურად. კერძოდ, მოადგილე, რომელიც ფიზიკას ასწავლის, სკოლაში ამზადებს თავისივე მოსწავლეებს.

საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილ 2016-2017 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში არსებული საათობრივი ბადე არ არის შედგენილი ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავს მითითებას თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგის თაობაზე, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით. სასკოლო სასწავლო გეგმიდან ისიც კი არ ჩანს თითოეულ პედაგოგს რა საგნები უნდა ესწავლებინა და რომელ კლასებში.

სკოლა ვალდებული იყო სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე დაემტკიცებინა სასკოლო სასწავლო გეგმა. შესაბამისად, 2016-2017 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცება მოხდა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით.

მოქალაქე დი------ი ლა----–--ას განცხადების მიხედვით, სკოლის დირექტორს დარაჯად ჰყავდა გაფორმებული ედ-–-რ ოს-–---–ი, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია სკოლაში. აღნიშნული პიროვნების თანხას ღებულობდა თვითონ დი------ი ლა----–--ა, დირექტორთან შეთანხმებით. იგივე მდგომარეობაა დამლაგებელ ინ-----ა მა-–----სთან დაკავშირებით, რომელთანაც სკოლას გაფორმებული ჰქონდა შრომის ხელშეკრულება, თუმცა მის ფუნქციებს ასრულებდა სხვა თანამშრომელი. მის ხელფასს იღებდა სკოლის დამლაგებელი ცი----ი ცე--------ე.

საკითხის შესასწავლად შემოწმდა რა ფორმით ხორციელდებოდა საჯარო სკოლის მიერ სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა. დადგინდა, რომ საჯარო სკოლაში წარმოებს პედაგოგთა სამუშაოზე გამოცხადების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი, თუმცა ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა არ წარმოებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ზემოთ მითითებული პირების სამსახურში გამოცხადების შემოწმება, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ საჯარო სკოლის დირექტორს, მოქალაქეებს ედ-–-რ ოს-–---–ს და ინ-----ა მა-–----ს, ასევე, დარაჯ ვაჟა ბე-----ს.

სკოლის მიერ წარმოდგენილი 2016-2017 სასწავლო წლის საათობრივი ბადის, ჩასატარებელი გაკვეთილების ცხრილისა და შესაბამისი ხელფასის უწყისების შედარებისას აღმოჩნდა გარკვეული შეუსაბამობები პედაგოგთა დატვირთვასა და მაზე გამოწერილ ხელფასს შორის.

მესამე პირის პოზიცია:

მესამე პირმა სარჩელი არ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის N969/კ ბრძანებით მე----ო გვ-------ე დანიშნული იქნა ქ. ბათუმის N1 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2014 წლის 1 სექტემბრის N1 დადგენილებით მე----ო გვ-------ე არჩეული იქნა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორად. 2014 წლის 12 სექტემბერს მე----ო გვ-------ესთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N4 სხდომის ოქმის საფუძველზე დამტკიცებული იქნა სკოლის შინაგანაწესი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სამეურვეო საბჭოს დადგენილება N 1 01/09/2014წ. (ტ.1 ს.ფ 36)

-ბრძანება N1/კ-803 11/09/2014წ (ტ.1 ს.ფ. 38)

-შრომის ხელშეკრულება 12/09/2014წ (ტ.1 ს.ფ. 42-45)

-შრომის შინაგანაწესი (ტ.1 ს.ფ 45-70)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლაში შესაძლო დარღვევებისა და სამსახურეობრივი გადაცდომების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებისა და განცხადებების საფუძველზე, 2017 წლის 10 აპრილის N01-11/89 ბრძანებით, ამავე სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტს დაევალა სკოლის ინსპექტირების განხორცილება.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N499 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N558679 წერილისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა მითითება განეხილა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათანადო ანგარიში წარედგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სკოლის სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის N14 სხდომის ოქმის საფუძველზე მე----ო გვ-------ეს სკოლის დირექტორის უფლებამოსილება არ შეუწყდა. სამეურვეო საბჭომ დასკვნაში მითითებული დარღვევები არ ჩათვალა სკოლის დირექტორთან შრომის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 ივნისის N1/კ-345 ბრძანებით სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორ მე----ო გვ-------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-61 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტები.

სადავო ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტი, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნა (ს.ფ. 106-147)

-2017 წლის 30 მაისის N499 ბრძანებით (ს.ფ. 80-82)

-სამეურვეო საბჭოს 2017 წლის 5 ივნისის, N14 სხდომის ოქმი (ს.ფ. 83-93)

3.2.2. მოსარჩელემ სადავო გახადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. მისი განმარტებით, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი არ შეესაბა რეალობას, ხოლო ნაწილს ვერ მიეცემა უხეში დარღვევის კვალიფიკაცია.

სასამართლო უთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმად სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. აღნიშნული ვალდებულების ფარგლები, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს და შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით. თუკი კონვენციის მე-6 (§1) მუხლი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ მათი გადაწყვეტილება, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნა (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ,№7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისას, იგი ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ის ფაქტები და გარემოებები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც თავისი შინაარსით, შეიძლება გამხდარიყო მე----ო გვ-------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

როგორ აღინიშნა, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული დარღვევები, რომლებიც შეფასებული იქნა, როგორც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნული სამართლებრივი შეფასების კონტექსტში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დასკვნაში მითითებული ყველა დარღვევა თუ გადაცდომა არ შეიძლება შეფასდეს როგორც უხეში. დასკვნაში დაფიქსირებული რიგი პროცედურული დარღვევებისა და რეკომენდაციებისა, არ მიეკუთვნება უხეშ დარღვევათა კატეგორიას, არ აქვს განმეორებითი ან განგრძობადი ხასიათი, არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი და გამოსწორდა ინსპექტირების პროცესში. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომლებიც გამოვლენის ფორმის, სიმძიმის ხარისხისა და ხასიათის, დასაქმებული პირის თანამდებობრივი პოზიციის და მისი პასუხისმგებლობის მოცულობის გათვალისწინებით, მიეკუთვნება უხეშ დარღვევათა კატეგორიას და გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით.

3.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, შესაბამისად, თუ ყოფილი დასაქმებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს, ამ ფაქტის გაქარწყლება დამსაქმებლის ვალდებულებაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (2015 წლის 18 მარტი საქმე №ას-1276-1216-2014, 2015 წლის 23 მარტი საქმე №ას-122- 114-2015). ამდენად, მოცემულ შრომითსამართლებრივ დავაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოპასუხე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოებების დადასტურება, რომელთა საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მე----ო გვ-------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების არაერთ უხეშ დარღვევას.

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლაში ადგილი ჰქონდა პედაგოგთა მიერ, ამავე სკოლის შენობაში, ამავე სკოლის პედაგოგთა მიერ, თავიანთი მოსწავლეების ფასიან მომზადებას.

ინსპექტირების დასკვნის თანახმად, 2017 წლის 10 მაისს, დღის მეორე ნახევარში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ფიზიკის კაბინეტის ე.წ. ლაბორატორიაში პედაგოგ ნინო ლეჟავასთან შევიდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები. ამ დროს ლაბორატორიაში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ხოლო ნინო ლეჟავამ განმარტა, რომ მოსწავლეები დაიბარა მეორე დღის საკონტროლო წერისათვის მოსამზადებლად. ინსპექტირების განმახორციელებელი პირების დაინტერესების შემდეგ ნინო ლეჟავამ მოსწავლეები გამოუშვა ოთახიდან. მოპასუხე განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი ადასტურებს სკოლაში პარალელური სასწავლო პროცესის არსებობას, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევაა.

სკოლის მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ფასიანი მომზადების ფაქტი დაადასტურა მოსარჩელემ თავისივე ახსნა-განმარტებაში, რომელიც მან წარუდგინა სკოლის სამეურვეო საბჭოს, ინსპექტირების აქტის ჩაბარების შემდეგ. კერძოდ, N3 განმარტებაში მოსარჩელე უთითებს დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც ამ საკითხის თაობაზე მისივე პოზიციაა გადმოცემული (ინსპექტირების დასკვნის მე-4 გვერდის პირველი აბზაცი). დასკვნის თანახმად „ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ აღიარებს მასწავლებლების მიერ მოსწავლეების მომზადების ფაქტებს. აღნიშნავს, რომ დღენიადაგ აფრთხილებდა პედაგოგებს სიტყვიერად, რომ მათი ქმედება გავლენას ახდენდა სკოლის პრესტიჟზე, მაგრამ ამაოდ, "პედაგოგები მაინც ახერხებდნენ მის მოტყუებას სასწავლო ნაწილის ხელშეწყობით.“

სამეურვეო საბჭოსადმი მიწერილ განმარტებაში მოსარჩელე არ უარყოფს დასკვნაში გადმოცემულ მისივე პოზიციას. დასკვნის ეს ნაწილი სიტყვასიტყვით იმეორებს მე----ო გვ-------ის 2017 წლის 12 აპრილის მოხსენებით ბარათს. თუმცა, ამავე განმარტებაში, მოხსენებით ბარათში გადმოცემული პოზიციის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მისთვის მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ გახდა ცნობილი. სკოლის დირექტორის მოადგილის ნინო რუ---–---–-ს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (12/04/2017წ.) დგინდება, რომ იგი სკოლაში ამზადებდა 10 მოსწავლეს. ამავე მოხსენებით ბარათში ნინო რუ---–---–- აღნიშნავს, რომ სკოლაში მოსწავლეთა მომზადება აიკრძალა სკოლის ინსპექტირების დროს, აღარ ამზადებს მოსწავლეებს და მკაცრი კონტროლი დააწესა სხვა მასწავლებლებზეც. მოწმედ დაკითხვის დროს ნინო რუ---–---–მა დაადასტურა სკოლის შენობაში მოსწავლეთა მომზადების ფაქტი.

სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ მოსარჩელის განმარტება, რომ მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ შეიტყო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ფასიანი მომზადების შესახებ. პირველ რიგში, აღნიშნულ ფაქტს თვითონვე ადასტურებს 2017 წლის 12 აპრილის მოხსენებითი ბარათით. მოსწავლეთა მომზადების ფაქტი დაადასტურა სკოლის დირექტორის მოადგილემ ნინო რუ---–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მომზადება აიკრძალა ინსპექტირების შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინსპექტირების დასკვნა გვ.4 (ტ.1. ს.ფ. 109)

-მე----ო გვ-------ის განმარტება (ტ.1. ს.ფ. 155-168)

-ნინო რუ---–---–-ს მოხსენებითი ბარათი (ტ.2. ს.ფ. 216)

-მე----ო გვ-------ის მოხსენებითი ბარათი (ტ.2. ს.ფ. 217)

 

3.2.5. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტი არაა შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან, ხოლო წარმოდგენილი ოქმი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე, შედგენილი იქნა ინსპექტირების პროცესში.

დასკვნის თანახმად, არ დასტურდება საჯარო სკოლის 2017 წლის ბიუჯეტის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცების ფაქტი. ინსპექტირების პროცესში სამეურვეო საბჭოს მიერ წარდგენილი იქნა შვიდი სხდომის ოქმი, 2016 წლის 10 ივნისიდან 2017 წლის 1 აპრილამდე პერიოდისათვის. სამეურვეო საბჭოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ოქმი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების თაობაზე.

სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩია მოსარჩელის მიერ აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა სამეურვეო საბჭოს სხდომა, თუმცა მოხდა ტექნიკური შეცდომა და ოქმს არასწორად მიენიჭა ნუმერაცია, რაც შემდგომში გასწორდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, შედგენილი იქნა არა 2016 წლის 27 დეკემბერს, არამედ ინსპექტირების პროცესში, ინსპექტირების ჯგუფისათვის წარსადგენად. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ამონაწერის თანახმად ბიუჯეტის პროექტი სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნა 2017 წლის 24 აპრილს, ამავე ამონაწერის თანახმად გაგზავნილ წერილს არ ახლავს დანართები, თუმცა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ოთხ გვერდიანია. ამდენად, 2016 წლის 27 დეკემბერს სკოლის სამეურვეო საბჭო ბიუჯეტის პროექტს ვერც განიხილავდა და ვერც დაამტკიცებდა, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტი საბჭოს გადაეგზავნა 2017 წლის 24 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინსპექტირების დასკვნა გვ.8 (ტ.1. ს.ფ. 113)

-მე----ო გვ-------ის განმარტება (ტ.1. ს.ფ. 159)

-მე----ო გვ-------ის ახსნა-განმარტება (ტ.2. ს.ფ.172)

-სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ოქმი N10 21/04/17 (ტ.1. ს.ფ. 498-500)

-სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ოქმი N5 27/12/2016 (ტ.1.ს.ფ.501-503)

-ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ამონაწერი (ტ.1.ს.ფ. 504)

-წერილი სამეურვეო საბჭოს (ტ.1.ს.ფ. 505)

-ბიუჯეტის პროექტი (ტ.1. ს.ფ.506-509)

 

3.2.6. დადგენილია, რომ სკოლის ორ თანამშრომელთან ედ-–-რ ოს-–---–თან და ინ-----ა მა-–----სთან გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულება.თუმცა, მათ მოვალეობას სხვა ასრულებდა, ხოლო ანაზღაურებას ედ-–-რ ოს-–---–-- შემთხვევაში იღებდა დი------ი ლა----–--ა, ინ-----ა მა-–---- კი თავად იღებდა ხელფასს.

ედ-–-რ ოს-–---–ი სკოლის დარაჯად დანიშნულია 2013 წლის 3 იანვრის N5 ბრძანებით, ხოლო ინ-----ა მა-–---- დამლაგებლად-2011 წლის 1 აპრილის N36 ბრძანებით. წარმოდგენილი სახელფასო უწყისებისა და განაცემთა შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ედ-–-რ ოს-–---–-- შრომის ანაზღაურებამ 2013 წლის 1 იანვრიდან, 2017 წლის 1 აპრილამდე შეადგინა 17616 ლარი, ხოლო ინ-----ა მა-–----ს შრომის ანაზღაურებამ 2011 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 1 აპრილამდე პერიოდში სეადგინა 20499 ლარი.

2017 წლის 11 აპრილის განმარტებით ბარათში ედ-–-რ ოს-–---–მა დაადასტურა, რომ სკოლაში არასდროს უმუშავია, არც განთავისუფლების განცხადება დაუწერია. ხელფასს თვითონ არ იღებდა და არც დარაჯის მოვალეობას ასრულებდა.

სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს ედ-–-რ ოს-–---–მა დაადასტურა, რომ სკოლაში განცხადება სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით არ დაუწერია, არც ურასდროს უმუშავია დარაჯად და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც არ აუღია.

2017 წლის 12 აპრილის განმარტებითი ბარათით ვაჟა ბე-----მ დაადასტურა, რომ ექვსი წელია მუშაობს სკოლაში დარაჯად. მასთან ერთად დარაჯად მუშაობენ ანზორ კვ------ე და გივი ფო-----ე. ედ-–-რ ოს-–---–ი სკოლაში არ მუშაობდა და მის ნაცვლად მორიგეობდა დი------ი ლა----–--ა. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას ვაჟა ბე-----მ დაადასტურა, რომ ედ-–-რ ოს-–---–ს სკოლაში დარაჯად არ უმუშავია.

მოწმე დი------ი ლა----–--ამ განმარტა, რომ თავად გამოართვა პირადობის მოწმობა ედ-–-რ ოს-–---–ს და დირექტორთან შეთანხმებით მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება დარაჯის პოზიციაზე. ასევე, დირექტორთან შეთანხმებით დარაჯის ფუნქციას თავად ასრულებდა და ხელფასსაც თავად იღებდა.

2017 წლის 11 აპრილის განცხადებაში ინ-----ა მა-–----მ დაადასტურა, რომ გაფორმებული იყო სკოლაში დამლაგებლად, თუმცა, მის სამუშაოს ასრულებდა ცი----ი ცე--------ე, ხელფასს კი თვითონ იღებდა.

ინსპექტირების დასკვნის მე-10 გვერდზე ასახულია მოსარჩელის განმარტება, რომლის შინაარსსაც იგი ადასტურებს ინსპექტირებისათვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში (განმარტება N5). ამ განმარტების თანახმად, მე----ო გვ-------ემ დაადასტურა, რომ ინფორმირებული იყო ინ-----ა მა-–----სთან დაკავშირებით. სამსახურში მიიღო მისივე ნათესავის ცი----ი ცე--------ის თხოვნით და ეს უკანასკნელი ასრულებდა მის მოვალეობას, სახელფასო ბარათს ფლობდა და ხელფასს იღებდა ინ-----ა მა-–----, თუმცა მის მოვალეობას სხვა ასრულებდა.

სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია წერილობით ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული ფაქტები ედ-–-რ ოს-–---–--ა და ინ-----ა მა-–----ს თაობაზე, ვინაიდან, ყველა ახსნა-განმარტების გამცემი პირი სასამართლოზე დაიკითხა მოწმედ და მათ მიერ დადასტურდა წერილობით გაკეთებული განმარტების სისწორე.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების დასკვნით გამოვლენილი იქნა სკოლის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის სამსახურში გამოცხადების აღურიცხაობის ფაქტი, რაც დაადასტურა მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინსპექტირების დასკვნა გვ.8-11 (ტ.1. ს.ფ. 113-116)

-ედ-–-რ ოს-–---–-- მოხსენებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 221)

-მოწმე ედ-–-რ ოს-–---–-- ჩვენება

-ვაჟა ბე-----ს განმარტებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 222)

-მოწმე ვაჟა ბე-----ს ჩვენება

-მოწმე დი------ი ლა----–--ას ჩვენება

-ინ-----ა მა-–----ს განცხადება (ტ.2. ს.ფ. 225)

-მე----ო გვ-------ის განმარტება (ტ.1. ს.ფ. 159-161)

-მე----ო გვ-------ის ახსნა-განმარტება (ტ.2.ს.ფ. 219-220)

-მე----ო გვ-------ის განმარტება (ტ.2.ს.ფ. 224)

 

3.2.7. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016-2017 სასწავლო წლის საათობრივი ბადის, ჩასატარებელი გაკვეთილების ცხრილისა და გაცემული ხელფასის შეუსაბამობის გამო, სკოლის მასწავლებლებს უხდებოდათ კუთვნილი ხელფასის ხელიდან ხელში ანგარიშსწორება. მასწავლებლები ფაქტობრივად მუშაობდნენ იმაზე მეტი კვირეული საათი დატვირთვით, ვიდრე შესაძლებელი იყო მათი ანაზღაურება, ხოლო ის მასწავლებლები, რომლებსაც ოფიციალურად ეწერებოდათ აღნიშნული, ე.წ. ზედმეტი საათები და შესაბამისი ხელფასიც, თანხის ანგარიშსწორებას ახდენდნე ხელზე. აღნიშნულით სკოლაში დაინერგა საბიუჯეტო სახსრების ჩრდილოვანი განაწილების პრაქტიკა, რომელიც შეთანხმებული იყო დირექტორთან.

ინსპექტირების დასკვნის თანახმად, მათემატიკის მასწავლებელს ნანა სი-------–---ს ხელფასი 2017 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში დარიცხული აქვს 23 კვ.საათით. გაკვეთილების ცხრილით მას პირველ ცვლაში აქვს 23, მეორეში კი 4 კვ. საათი. სკოლის დირექტორის მოადგილის ნინო რუ---–---–-ს განმარტებით, მშობელთა მოთხოვნით ნანა სი-------–---ს მისცეს V კლასში 4 კვ.საათი, რადგან 27-ზე სრულყოფილი ხელფასი არ მიეცემოდა. 4 კვ. საათი დაეწერა მათემატიკის მასწავლებელ როზა დიასამიძეს, რომელიც ყოველთვიურად ხელზე უნაზღაურებდა კუთვნილ თანხას ნანა სი-------–---ს. საკლასო ჟურნალების მიხედვით, V კლასში 4 კვ. სთ-ს ატარებს ნანა სი-------–---. გაკვეთილის ცხრილით როზა დიასამიძეს აქვს 20 გაკვეთილი, ანაზღაურება კი ეწერება 2017 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში 24 კვ.სთ-ის, რაც დასტურდება ორივე პედაგოგის განმარტებითაც.

მოწმე ნანა სი-------–---მ დაადასტურა აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოება და აღნიშნა, რომ სხვაობას იღებდა ხელზე როზა დი-------დან. მოწმე ნინო რუ---–---–მა დაადასტურა აუნაზღაურებელი საათების დაუტვირთავ მასწავლებლებზე გადაწერის ფაქტი და აღნიშნული იმით ახსნა, რომ გაითვალისწინა მშობელთა მოთხოვნა კონკრეტული მასწავლებლის მიმართ.

იგივე მდგომარეობა დაფიქსირდა სპორტის მასწავლებლების ჟანა ჯი-------სა და ნანა ტო-------ს მიმართ. გაკვეთილების ცხრილის მიხედვით ჟანა ჯი-------ს აქვს 20 გაკვეთილი, სახელფასო უწყისების მიხედვით, 2017 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში გამოწერილი აქვს 24 კვ. საათის ანაზღაურება, ხოლო ნანა ტო-------ს ცხრილით აქვს 26 გაკვეთილი, ანაზღაურებაც შესაბამისადაა დარიცხული. ჟანა ჯი-------სა და ნანა ტო-------ს განმარტებებით დასტურდება, რომ ნანა ტო------- ფაქტობრივად ატარებდა 30კვ. საათს, აქედან, 4 კვირეული საათი ეწერებოდა ჟანა ჯი-------ს, რომელიც ყოველი ხელფასის დარიცხვის შემდეგ მას აძლევდა ხელზე შესაბამის ანაზღაურებას. ამ შემთხვევაშიც ზედმეტი კვირეული საათების ხელზე ანაზღაურების საკითხი შეთანხმებული იყო დირექტორთან.

მოწმეებმა ნანა ტო-------მ და ჟანა ჯი-------მ დაადასტურეს ზედმეტი კვირეული საათების მიხედვით ხელფასის ხელზე გადანაწილების ფაქტი. სკოლის ისტორიის მასწავლებელ ნონა ჩხ----ს განმარტებით სამოქალაქო განათლების საათებს, რომლის ჩატარებასაც ვერ ახერხებდა დო---- რი–---ე, ატარებდა თვითონ და ანაზღაურებას იღებდა ხელზე. ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა მოწმეების ნონა ჩხ-----ა და დო---- რი–----ს მიერ.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საათობრივი განაწილების მოუწესრიგებლობის გამო მასწავლებელთა შორის ანაზღაურების განაწილება ხდებოდა ხელზე, რასაც ჰქონდა არაერთდჯერადი და განგრძობადი ხასიათი. მოსარჩელე ინფორმირებული იყო სკოლაში დადგენილი პრაქტიკის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 6 ლარის ოდენობით. 25 კვირეული საათის დატვირთვის ზემოთ მასწავლებელთა ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ინსპექტირების დასკვნით, სკოლის მიმართ გამოთქმული ერთ-ერთი შენიშვნა, საათობრივი ბადის არასწორ შედგენას უკავშირდება. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილ 2016-2017 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმაში არსებული საათობრივი ბადე არ არის შედგენილი ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ მოთხოვნების შესაბამისად, არ შეიცავს მითითებას თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგის თაობაზე, რომელიც აზუსტებს, კვირის რომელ დღეს, დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება, შესაბამისი პედაგოგის მითითებით. სასკოლო სასწავლო გეგმიდან ისიც კი არ ჩანს თითოეულ პედაგოგს რა საგნები უნდა ესწავლებინა და რომელ კლასებში. სასკოლო საათობრივი ბადე უნდა მოიცავდეს თითოეული კლასის გაკვეთილების განრიგს, დღეს, დროს, საგანს, პედაგოგის მითითებით.

საჯარო სკოლაში საათობრივი ბადე დგებოდა დადგენილი ფორმის დაცვის გარეშე, არ მიეწოდებოდა ბუღალტერს წერილობითი სახით და ტარიფიკაცია დგებოდა მხოლოდ ზეპირად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ დარღვევას რაიმე ზიანი არ გამოუწვევია და იგი გასწორდა ინსპექტირების შემდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული პროცედურული ხასიათის დარღვევამ შეუქმნა ნიადაგი ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ზედმეტი საათების დაუტვირთავ მასწავლებლებზე ფორმალურად გადანაწილება, ხელზე ხელფასის ანგარიშსწორება და მასწავლებელთა კუთვნილი ხელფასის არასწორად დაანგარიშება (როგორ ეს დო----ი ბე-----ს, ეკ--------ე მჟ-------ს და ვი---–---ა ბა-------ს შემთხვევაში დაფიქსირდა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინსპექტირების დასკვნა გვ.14-16 (ტ.1. ს.ფ. 119-122)

-ნინო რუ---–---–-ს ახსნა-განმარტება (ტ.2.ს.ფ.202,206)

-როზა დი-------ს განმარტებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 203)

-ნანა სი-------–---ს განმარტებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 205)

-ნონა ჩხ----ს განცხადება (ტ.2.ს.ფ. 187)

-დო----ი რი–----ს განმარტებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 188)

-ჟანა ჯი-------ს განმარტებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 199)

-ნანა ტო-------ს განმარტებითი ბარათი (ტ.2.ს.ფ. 200)

-მოწმე ნონა ჩხ----ს ჩვენება

-მოწმე ნანა ტო-------ს ჩვენება

-მოწმე ნანა სი-------–---ს ჩვენება

-მოწმე ჟანა ჯი-------ს ჩვენება

-ნინო რუ---–---–-ს ჩვენება

-მოწმე ნინო სი-------–---ს ჩვენება

 

3.2.8. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლის მიერ ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა აღრიცხვის პროცესში, ინვენტარიზაციის პროცედურების დარღვევებთან ერთად, დაფიქსირებულია სკოლაზე რიცხული მატერიალური ფასეულობების, კერძოდ, კომპიუტერების აღურიცხაობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისის ფაქტი.

დასკვნის თანახმად, საინვენტარიზაციო მონაცემებით სკოლაში ირიცხებოდა 358 ცალი კომპიუტერი, 209123 ლარის ღირებულებით. ინსპექტირების პროცესში გამართული აღმოჩნდა 45 ცალი, მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორისა და არქივის ოთახებში 52, რომელთაგან 48 გაუხსნელი და არაა ექსპლოატაციაში, ხოლო 4 გაუმართავი. სულ ფაქტიურმა რაოდენობამ შეადგინა 97 ცალი. აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების პროცესში ვერ მოხერხდა სხვაობის აღწერა, ვინაიდან კომპიუტერების ნაწილი (261 ცალი) დაშლილი და მოუწესრიგებელი იყო ჩაყრილი სკოლის სარდაფში. შესაბამისად, კომისიამ ვერ მოახერხა მათი რაოდენობის ზუსტი დათვლა.

2015 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლას გადაეცა 50 ცალი პერსონალური კომპიუტერი. ერთეულის ღირებულება 777.69 ლარი. გადამოწმებისაას ადგილზე აღმოჩნდა 48 ცალი. 2 ცალის წარმოადგენა სკოლამ ვერ შეძლო.

აღნიშნული დანაკლისის თაობაზე მოსარჩელე აკეთებს განმარტებას, რომ სკოლაში არსებული ყველა სახის ინვენტარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მატერილური უზრუნველყოფის კოორდინატორს დი------ი ლა----–--ას, რომელთანაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ჩატარდა ინვენტარიზაცია და გამოვლინდა დანაკლისი, რაზედაც შესაბამისი მასალები გადააგზავნა სამართალდამცავ ორგანოში.

აღსანიშნავია, რომ რეაგირება კომპიუტერების დანაკლისზე მოხდა მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ. აღნიშნული დანაკლისი არ დაფიქსირებულა არც 2015 წლის და არც 2016 წლის ინვენტარიზაციებით. დანაკლისზე რეაგირება განხორციელდა მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ.

ინსპექტირების დასკვნით დადგინდა სკოლის მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის წესების არაერთი დარღვევა. სასამართლო განმარტავს, რომ მათი დიდი ნაწილი პროცედურული ხასიათისაა და გამოსწორდა ინსპექტირების პროცესში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინსპექტირების დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 142-144)

-მე----ო გვ-------ის განმარტება (ტ.1. ს.ფ. 166)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, შრომის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „შრომის უფლება“ ადამიანის სოციალურ უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით „შრომა თავისუფალია“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციური ჩანაწერი „შრომა თავისუფალია“, მოიცავს არა მხოლოდ შრომითი საქმიანობის არჩევის თავისუფლებას, არამედ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულის ყველა ის სოციალური უფლება, რომელიც გამომდინარეობს შრომითი სამართალურთიერთობიდან, მათ შორის, დაიცვას დასაქმებულის უფლება ჰქონდეს განჭვრეტადი შრომითი ხელშეკრულება, იცოდეს რა პირობებში მოუწევს საქმიანობა და რა ხანგრძლივობით, უფლება მიიღოს სამართლიანი და ადეკვატური ანაზრაურება, ანაზღაურდეს მისი დასვენება, უფლება გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირებში, იყოს დაცული დამსაქმებლის თვითნებობისაგან.

შრომის უფლების დაცვის გარეშე შეუძლებელია სოციალური სახელმწიფოს აშენება, რაც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით ქართული სახელმწიფოს დეკლარირებული მიზანია. შრომის უფლება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსეული ცხოვრებისა და ყოფის შენარჩუნებას, ამიტომ შრომითი უფლებების სტანდარტები არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებითა და პაქტით არის განმტკიცებული.

ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

ევროპის სოციალურ ქარტიის 24-ე მუხლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები, ასევე, აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტები განამტკიცებენ შრომის უფლებას, როგორც ადამიანის ცხოვრებისა და ყოფის განუხრელ და უპირობო შემადგენელს, რომელიც მოიპოვა თანამედროვე საზოგადოებამ და რომლის დაცვის ვალდებულება ვერ გადაიფარება ამ პროცესში დამსაქმებლის ისეთი ინტერესების დაცვის საბაბით, რაც არ შეესაბამება შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში საყოველთაოდ დეკლარირებულ და აღირებულ პრინციპებს. რამდენადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შრომის უფლება, როგორც ადამიანის ღირსეული არსებობისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალური კომპონენტი, იმდენად აუცილებელია ამაღლდეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთვალდებულებებისა და უფლებრივი დაცვის სტანდარტი, რომელიც, ასევე, მოიცავს დასაქმებულის უფლებას მიიღოს მისი ქმედების შესაბამისი, ობიექტური და ადეკვატური შეფასება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს „დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სათანადო საფუძვლები, სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და თანაბარზომიერი ჩადენილი დარღვევისადმი (სუსგ. საქმეზე #ას-1027-981-2013 24.01.14წ.). შრომის კოდექსის 37(1)„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, უზენაესი სასამართლო უთითებს პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპზე, რომლის თანახმად კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა, ზღვარი, რომლის მიღმა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთთანამშრომლობა წარმოუდგენელია. სამსახურიდან განთავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული და დამსაქმებლის ინტერესი გაანთავისუფლოს დასაქმებული განპირობებულია გარდაუვალი მიზეზებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).

შრომითი ურთიერთობისას მუშაკის ქმედებისათვის „უხეში დარღვევის“ კვალიფიკაციის შერაცხვა ინდივიდუალური შეფასების შედეგია. თუ ერთ შემთხვევაში კონკრეტული ქმედება მძიმედ ლახავს დამსაქმებლის ინტერესებს, სხვა შემთხვევაში იგივე ქმედებას შეიძლება არც ჰქონდეს შრომით დისციპლინის ან შინაგანაწესის დარღვევის ნიშანი. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა განთავისუფლება დარღვევის/გადაცდომის ადეკვატური. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა თუ პოზიციის სპეციფიკას, პასუხისმგებლობის მოცულობას, ქმედების განგრძობად ან, პირიქით, ერთჯერად ხასიათს, მიყენებული ზიანის არსებობას ან/და ოდენობას, დარღვევის გამოსწორებას, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ობიექტურ შესაძლებლობას. სწორედ, ამ კრიტერიუმების ჭრილში უნდა მიეცეს ქმედებას კვალიფიკაცია და შეფასდეს ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.

6.2. როგორც აღინიშნა, მუშაკის განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების კრიტერიუმებიდან უმნიშვნელოვანესია მის მიერ დაკავებული თანამდებობის/ პოზიციის და აქედან გამომდინარე, პერსონალური პასუხისმგებლობის ფარგლები. ერთ-ერთ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასების მიზნით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ქ. ჯ.-ს მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკაზე, რაც პოზიციის მენეჯერულ ხასიათში ვლინდება, ასევე იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მითითებულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვებოდა“ (საქმე №2ბ/4864-14 07 ივლისი 2015 წელი).

დადგენილია, რომ მე----ო გვ-------ე 2008 წლიდან ასრულებდა ქ. ბათუმის N1 სკოლის დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2014 წლის 1 სექტემბრის სამეურვეო საბჭოს N1 დადგენილებით მე----ო გვ-------ე არჩეულის იქნა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორად.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ხოლო ლ) ქვეპუნქტით ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე; ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე; გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

მითითებული ნორმებიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს საჯარო სკოლის დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობა სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე. დირექტორი წარმოადგენს სკოლის მართვის ცენტრალურ რგოლს და მის კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციაზე, მართვისა და მენეჯერული უნარების გამოვლენაზე არის დამოკიდებული სკოლის ქვედანაყოფების საქმიანობა. რამდენადაც მაღალია დასაქმებულის უფლებამოსილება, მით მაღალია მისი პერსონალური პასუხისმგებლობაც. ამდენად, სკოლის ადმინისტრაციის, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ან სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში ჩართული პირების საქმიანობაში არსებული დარღვევები, მათი მოცულობის და სიმძიმის გათვალისწინებით, შეერაცხება პირველ რიგში სკოლის დირექტორს და ხდება მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საფუძველი, იმ შემთხვევაში თუ დარღვევები დროულად არ არის გამოვლენილი და სათანადოდ შეფასებული/დისციპლინირებული.

მოსარჩელე, სარჩელში და ახსნა-განმარტების ეტაპზე, არაერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მართვის სხვადასხვა ფუნქციები განაწილებული ჰქონდათ სკოლის პასუხისმგებელ პირებს. ისინი იყვნენ პასუხისმგებლები ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის, რის გამოც მათ მიმართ გაატარა შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები, ნაწილი თანამდებობის პირებისა გაანთავისუფლდა (მაგ. სკოლის დირექტორის მოადგილე, მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის კოორდინატორი), ნაწილს კი გამოუცხადა საყვედური. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოწმების ჩატარებამდე არ ფიქსირდება მოსარჩელის მიერ სკოლის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირთა საქმიანობის შემოწმების, დარღვევების გამოვლენის და პრევენციის არც ერთი შემთხვევა. ყველა ბრძანება შედგენილია ან ინსპექტირების პროცესში, ან ინსპექტირების დასრულების შემდგომ. დარღვევებზე, მათი არაერთჯერადი და განგრძობითი ხასიათის გათვალისწინებით, არაა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები. არ ვლინდება დირექტორის, როგორც მენეჯერის უნარი, გამოავლინოს და აღკვეთოს დარღვევა, სათანადო რეაგირება მოახდინოს დამრღვევი პირის მიმართ.

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას და მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობის დაბალ მენეჯერულ ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე გადაკისრების მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოდელი არ შეესაბამება საჯარო სკოლის დირექტორის ნორმატიულად განსაზღვრულ თანამდებობრივ სტატუსს. ერთის მხრივ მოსარჩელე სრულიად იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ინსპექტირების აქტში მითითებული უხეში დარღვევებისათვის, ხოლო მეორე მხრივ საკუთარ დამსახურებად განიხილავს სკოლის მიერ მიღწეულ ყველა წარმატებას. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლის მართვის წარმატებული მოდელი ვერ იარსებებს სკოლის დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობის გარეშე, ხოლო პასუხისმგებლობის უკიდურეს ღონისძიებად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ უხეში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

თავის პოზიციაში მოსარჩელე არაერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ დარღვევებს არ გამოუწვევია ზიანი, მათი დიდი ნაწილი გამოსწორდა, არის მცირემნიშვნელობის და ამ თვალსაზრისით არ უნდა მიეცეს უხეში დარღვევის კვალიფიკაცია. სასამართლო კვლავ უთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაზე, რომელშიც „პალატა ასევე განმარტავს, რომ ესა თუ ის ქმედება, ცალკე აღებული, მნიშვნელოვან დარღვევას შეიძლება არ წარმოადგენდეს, აღნიშნული ქმედება საზოგადოების თვალში შეიძლება გასაკიცხიც არ იყოს, უფრო მეტიც, ქმედება, თავისი არსით, შეიძლება საზოგადოების მოწონებასაც კი იმსახურებდეს, თუმცა, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ. (საქმე №2ბ/4864-14 07 ივლისი 2015 წელი.) ამ განმარტებიდან გამომდინარე, ყოველი შემთხვევა, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით, ამ საქმეში წარმოადგენს უხეშ დარღვევას, შეფასდა არა მხოლოდ იმ კონტექსტიდან, გამოიწვია თუ არა მან ზიანი სკოლისთვის, არამედ იმ პრიორიტეტებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, რასაც სკოლის დირექტორს უყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მაღალი სტანდარტები. ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეფასდა უხეშ დარღვევად, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საჯარო სკოლის ამოცანებს, პრიორიტეტებს და მიზნებს.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის N115/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის“ მე-3 მუხლის მე-3 და 4 პუნქტები, რომლის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი არის ეფექტური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სკოლის ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებასა და ეფექტიანად განკარგვას დასახული საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის შესრულება განისაზღვრება შემდეგი ინდიკატორებით: ა) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შექმნილია სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესაბამისი წლიური ბიუჯეტი; ბ) საჯარო სკოლის ფინანსები იმართება ეფექტიანად, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სკოლის განვითარების მიზნით მოძიებულია დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები; დ) შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციების მიხედვით, შერჩეულია ადამიანური რესურსები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები რაციონალურად და სამართლიანად არის გადანაწილებული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი უხეში დარღვევები ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ ძირითად პრინციპებს და არღვევს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს. აღნიშნული ქმედებები, თავისი შინაარსით გამორიცხავს დამსაქმებლის მხრიდან უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან, სახეზეა მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი თანამდებობის პირის მხრიდან საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერებლობა და ხშირ შემთხევაში ზედაპირული და ფორმალური დამოკიდებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ შეესაბამება Ultima Ratio - ს პრინციპს და წარმოადგენს მითითებულ დარღვევებზე ადეკვეტურ, პროპორციულ და თანაზომიერ რეაგირებას.

 

6.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლაში ადგილი ჰქონდა პედაგოგთა მიერ, ამავე სკოლის შენობაში მოსწავლეთა ფასიან მომზადებას. აღნიშნული დადასტურებულია არა მხოლოდ მოსარჩელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, არამედ მოწმეთა ჩვენებებით.

 

ერთ შემთხვევაში მხარე განმარტავს, რომ არ იცოდა აღნიშნული ფაქტების შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში ადასტურებს, რომ იცოდა, თუმცა მის მცდელობას, აღეკვეთა ეს ქმედება, შედეგი არ მოჰყოლია, პედაგოგები მაინც ახერხებდნენ მის მოტყუებას. ორივე შემთხვევაში, სახეზეა ყოფილი დირექტორის უუნარობა გამოავლინოს და აღმოფხვრას საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სრულიად მიუღებელი ქმედება.

 

დადგენილია, რომ მოსწავლეთა ფასიან მომზადებას ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მოადგილის მხრიდან, რომელიც თანამდებობრივად დირექტორის უშუალო სუბორდინაციულ დაქვემდებარებაშია და ცალსახაა, რომ ეს ქმედება შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა მოსარჩელეს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მე----ო გვ-------ემ იცოდა პედაგოგების მხრიდან სკოლის შენობაში მოსწავლეთა ფასიანი მომზადების შესახებ და რაიმე კონკრეტული ქმედება მის აღმოსაფხვრელად არ განუხორციელებია. საქმეში წარმოდგენილი არაა დირექტორის მხრიდან ამ ფაქტზე რეაგირების ან შესაბამის პედაგოგთა დისციპლინირების რაიმე მტკიცებულება, ეს უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „ფასიანი მომზადება“ მიღებული პრაქტიკა იყო სკოლაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სკოლის შენობაში მოსწავლეთა ფასიანი მომზადება ე.წ. „რეპეტიტორობა“, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საჯარო სკოლის საგანმანათლებლო სტანდარტებს, არღვევს მოსწავლეთა თანასწორობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ზოგადი განათლების მიღებაზე.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3, პუნქტით საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი; ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე; გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული და სასწავლო გეგმითგათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, მათ შორის ფასიანი მომსახურება. მოცემული ნორმების საფუძველზე ცალსახაა, რომ სკოლაში ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას აქვს კანონით დადგენილი მიზნები და ორგანიზაციული სახე. ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავალი უნდა შედიოდეს სკოლის ბიუჯეტში და არ უნდა იქცეს პირადი შემოსავლის მიღების წყაროდ.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საგანმანათლებლო პროცესის დადგენილი სტანდარტების უხეშ დარღვევას, სკოლის ქონების არამიზნობრივ გამოყენებას. ქმედებას ჰქონდა არაერთჯერადი და განგრძობადი ხასიათი. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ინსპექტირებამდე რეაგირება ამ ფაქტებზე ან მათი აღმოფხვრის მცდელობა.

6.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის სკოლის ბიუჯეტის პროექტი არაა შეთანხმებული სამეურვეო საბჭოსთან, ხოლო წარმოდგენილი ოქმი, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე, შედგენილი იქნა ინსპექტირების პროცესში.

ამ ფაქტობრივი გარემოების შეფასებისას მოსარჩელის წარმომადგენელი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ სკოლის არც ერთი სტრუქტურის საქმიანობა ამით არ შეფერხებულა, თანამშრომლები ხელფასს იღებდნენ ბიუჯეტის შესაბამისად და რაიმე ზიანი ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

პირველ რიგში, სასამართლოსთვის მიუღებელია მოსარჩელის ფორმალური დამოკიდებულება ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღების პროცედურების მიმართ, როგორიცაა სკოლის ბიუჯეტი და მიიჩნევს, რომ რეალურად იკვეთება ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში სამეურვეო საბჭოს ფორმალური ჩართულობა და მოსარჩელის ერთპიროვნული ჩართულობა სკოლის ბიუჯეტის ფორმირებაში.

დადგენილია, რომ ინსპექტირების პროცესში სამეურვეო საბჭოს მიერ წარდგენილი იქნა შვიდი სხდომის ოქმი, 2016 წლის 10 ივნისიდან 2017 წლის 1 აპრილამდე პერიოდისათვის. სამეურვეო საბჭოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ოქმი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნული ახსნა ტექნიკური შეცდომით, რომელიც მისივე პოზიციით ოქმების გადანომვრისას იქნა დაშვებული. თუმცა, დადგენილია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ წერილი სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა 2017 წლის 24 აპრილს, ინსპექტირების დაწყების შემდეგ. გაგზავნილ წერილს არ ახლავს ბიუჯეტის 4 გვერდიანი პროექტი (შესაბამის გრაფაში არ არის მითითებული დანართი), რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტის პროექტი საერთოდ არ გადაგზავნია, პროექტზე საერთოდ არ უმსჯელია და ფორმალურად ბიუჯეტი დამტკიცებული იქნა 2017 წლის 24 აპრილს, წინა წლის თარიღის მითითებით. აქედან გამომდინარე, დადგენილია, რომ 2017 წლის დასაწყისიდან სკოლა საქმიანობდა სათანადო წესით დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლი---- ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; 43-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 51-ე მუხლის მესამე პუნქტით სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში, ხოლო 52-ე მუხლის პირველი პუნქტით საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს.

მითითებული ნორმების თანახმად, ბიუჯეტი საჯარო სკოლის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფის ძირითადი დოკუმენტია. ამდენად, მნიშვნელოვანია დაცული იქნეს მისი შედგენის, განხილვისა და დამტკიცების კანონით დადგენილი პროცედურები. სკოლის დირექტორი ვალდებულია ზედმიწევნით ყურადღებით დაიცვას კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს ჩართულობა ამ პროცესში. მოცემულ შემთხვევაში კი ბიუჯეტის პროექტი სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნა სამი თვის დაგვიანებით, ინსპექტირების ჯგუფის მიერ დარღვევის აღმოჩენის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან საკითხისადმი გულგრილი და ფორმალური დამოკიდებულება და ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების უხეში დარღვევა.

6.5. დადგენილია, რომ სკოლის ორი თანამშრომელი ედ-–-რ ოს-–---–ი და ინ-----ა მა-–---- შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყვნენ სკოლაში, თუმცა, მათ მოვალეობას სხვა ასრულებდა და ანაზღაურებასაც სხვა თანამშრომელი იღებდა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში არსებული დარღვევები, არამედ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი იყო დამლაგებელ ინ-----ა მა-–----ს მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. საერთო ჯამში, ინ-----ა მა-–----ს ანაზღაურებამ 2011 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 1 აპრილამდე პერიოდში შეადგინა 20499 ლარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ედ-–-რ ოს-–---–ი სკოლის დარაჯად, ფორმალურად გაფორმებული იყო 2013 წლის 1 იანვრიდან, 2017 წლის 1 აპრილამდე და მისმა ანაზღაურებამ შეადგინა 17616 ლარი. დადგენილია, რომ ედ-–-რ ოს-–---–-- მოვალეობას ამ თანამდებობაზე ასრულებდა დი------ი ლა----–--ა, რომელიც იღებდა ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი, რის შედეგადაც სკოლას მიადგა ერთ შემთხვევაში 20499 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 17616 ლარის ზიანი. საგულისხმოა, რომ 2016 წლის დეკემბერში ორივე დასაქმებულზე გაცემული იქნა პრემია.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან კავშირში მნიშვნელოვანია აღინიშნოს სკოლაში არსებული მდგომარეობა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის შესახებ. ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ საჯარო სკოლაში წარმოებდა მხოლოდ პედაგოგთა სამუშაოზე გამოცხადების ყოველდღი----ი აღრიცხვის ჟურნალი, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას სკოლა არ აწარმოებდა. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადებაზე კონტროლის არარსებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის არარსებობამ შეუწყო ხელი ზემოაღნიშნულ არაერთჯერად და განგრძობად ქმედებას, რაც ერთ შემთხვევაში 6, ხოლო მეორე შემთხვევაში 4 წელი გაგრძელდა.

მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, რომლითაც სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. მიყენებული ზიანის ხასიათი და მოცულობა (38115 ლარი), მისი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე განგრძობადი ხასიათი (6 წელი), აღნიშნული ქმედების უხეშ დარღვევად დაკვალიფიცირების ფაქტობრივი საფუძველია.

6.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლის პედსაბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი ბადე და რეალურად ჩატარებული გაკვეთილების ცხრილი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. აღნიშნული შეუსაბამობის გამო, სკოლის მასწავლებლებს უხდებოდათ კუთვნილი ხელფასის ხელიდან ხელში ანგარიშსწორება. მასწავლებელთა ნაწილი ფაქტობრივად მუშაობდა იმაზე მეტი კვირეული საათი დატვირთვით, ვიდრე შესაძლებელი იყო მათი ანაზღაურება, ხოლო ის მასწავლებლები, რომლებსაც ოფიციალურად ეწერებოდათ აღნიშნული, ე.წ. ზედმეტი საათები და შესაბამისი ხელფასიც, თანხის ანგარიშსწორებას ხელზე ახდენდნენ. აღნიშნულით სკოლაში დაინერგა საბიუჯეტო სახსრების ჩრდილოვანი განაწილების პრაქტიკა.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია მშობელთა მოთხოვნამ, ჯგუფებში კონკრეტული მასწავლებლების შესვლასთან დაკავშირებით. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი მოთხოვნის არსებობა რეალურად არ დასტურდება არავითარი მტკიცებულებით, ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, სრულიად გაუმართლებელი და საჯარო სკოლის პრინციპებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია მასწავლებელმა ხელიდან ხელში განახორციელოს სახელფასო ანგარიშსწორება, საჯარო სკოლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ფიზიკურ პირებზე განაცემთა ინფორმაციაში არასწორი მონაცემების შეტანისა და საბიუჯეტო სახსრების არაკანონიერი მიმოქცევის გზით.

ამ სქემაში სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია მოსარჩელის როლი, მისი აღქმა და დამოკიდებულება ფაქტის მიმართ. მხარე ამ ქმედებას ამართლებს მშობელთა მოთხოვნით, ცალკეულ კლასებში გაკვეთილები ჩაეტარებინათ, მათი აზრით, საუკეთესო პედაგოგებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დირექტორმა უხეშად დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად 25 კვირეულ საათის დატვირთვის ზემოთ მასწავლებელთა ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ წესიდან გამონაკლისი არ არსებობს და მისი ჩანაცვლება კანონგარეშე ოპერაციებით დაუშვებელია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დირექტორის საქმიანობისა და უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების მიზანმიმართული უგულვებელყოფა და ამ მოთხოვნების გვერდის ავლით საათობრივი დატვირთვის ალტერნატიული ბადის შექმნა, რომლითაც ანაზღაურებას, დაექვემდებარა 25 კვ. საათზე მეტი დატვირთვა. ქმედებას ჰქონდა არაერთჯერადი და განგრძობადი ხასიათი, გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების უკანონო ბრუნვა და დასაბეგრი ბაზის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენა.

6.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სკოლის მიერ ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა აღრიცხვის პროცესში, ინვენტარიზაციის პროცედურების დარღვევებთან ერთად, დაფიქსირებულია სკოლაზე რიცხული კომპიუტერების აღურიცხაობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისის ფაქტი.

საინვენტარიზაციო მონაცემებით სკოლაში დადგინდა კომპიუტერული ტექნიკის აღურიცხაობის და დანაკლისის ფაქტები. სკოლაზე რიცხული 358 ცალი კომპიუტერიდან ადგილზე აღმოჩნდა მხოლოდ 97, ხოლო დანარჩენი დაშლილი და აღუწერელ მდგომარეობაში სკოლის სარდაფში. ამასთან, საერთოდ ვერ იქნა მოძიებული 2 ცალი კომპიუტერი იმ 50 ცალი კომპიუტერიდან, რომელიც სკოლას გადაეცა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან.

აღნიშნული დანაკლისის თაობაზე მოსარჩელე პასუხისმგებლობას აკისრებს მატერიალური უზრუნველყოფის კოორდინატორს დი------ი ლა----–--ას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ჩატარებამდე მოსარჩელეს არ ჰქონია მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის გამოვლენის არც ერთი მცდელობა, რაც მისი მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ კონტროლისა და სათანადო ზემოქმედების ღონისძიებად შეიძლებოდა აღქმულიყო. რეაგირება განხორციელდა მხოლოდ ინსპექტირების პროცესის შემდეგ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მესამე პუნქტის გ) ქვეპუნქტით სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე. ამდენად, სკოლის მატერიალური ქონების არა მხოლოდ დანაკლისი, არამედ დირექტორის საქმიანობის პროცესში ქმედითი და პერიოდული კონტროლის განუხორციელებლობა, არის სკოლის წესდების უხეში დარღვევა.

6.8. დადგენილია, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 30 მაისის N499 ბრძანებით, აჭარის ავტონომი----ი რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N558679 წერილისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა მითითება განეხილა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათანადო ანგარიში წარედგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. სკოლის სამეურვეო საბჭოს, 2017 წლის 5 ივნისის, N14 სხდომის ოქმის საფუძველზე მე----ო გვ-------ეს სკოლის დირექტორის უფლებამოსილება არ შეუწყდა. სამინისტრომ არ გაიზიარა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება და 2017 წლის 16 ივნისის, N1/კ-345 ბრძანებით სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორ მე----ო გვ-------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ დროს, როცა არ მომხდარა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა.

სასამართლო განმარტავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტით ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში. ამავე მუხლის 61 - პუნქტით სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს.

ამდენად, ნორმატიულადაა რეგლამენტირებული შემთხვევა, როდესაც სამინისტრო არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, წარდგინების მიუხედავად დირექტორთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ. აქედან, გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტრო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საჯარო სკოლის დირექტორთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით კანონი არ დაურღვევია.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. მოსარჩელე მე----ო გვ-------ის სარჩელი მოპასუხის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტო-------