გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210016001628050
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 3-----------------

N2/36725-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.11.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეა ბერაია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე ლ--–-- გ---------ი

წარმომადგენელი ი-----–- ნ-----

მოპასუხე სს--------–-------------------------–ა

წარმომადგენელი თ----- ნ--------ე

მოპასუხე სს------------–---------------------------–-----------ა”

წარმომადგენელი ნ-----–- ქ------ე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე ლ--–-- გ---------თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სს----------–---------ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სს------------–---------------------------–-----------ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანება სს----------–-------- საჯარო სკოლის დირექტორის ლ--–-- გ---------ის უფლებამოსილების შეწყვეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

 

1.3. მოსარჩელე ლ--–-- გ---------ი აღდგენილ იქნას სს----------–---------ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე;

 

1.4. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელე ლ--–-- გ---------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.5. დაევალოს სს------------–---------------------------–-----------ას“ გამოსცეს შესაბამისი ბრძანება სს----------–---------ე საჯარო სკოლის დირექტორად ლ--–-- გ---------ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 06 თებერვალს, მოსარჩელე ლ--–-- გ---------მა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ჩატარებული საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების სერთიფიკატი, ხოლო 2014 წლის 05 სექტემბერს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს N785 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე დადგენილი წესით არჩეულ იქნა სს----------–-------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, რის საფუძველზეც სს------------–---------------------------–-----------ის“ 2014 წლის 08 სექტემბრის N1.2/---- ბრძანებით გატარდა სს----------–-------- საჯარო სკოლის დირექტორად. სს----------–---------ე საჯარო სკოლას, წარმოდგენილ სამეურვეო საბჭოსა და დასაქმებულ დირექტორს შორის 2014 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N-. მოსასრჩელე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 6 წლის ვადით და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1500 ლარით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმის დადგენილებით შეწყვეტილ იქნა 09.09.2014წ. შრომითი ხელშეკრულება N-, დადებული სსიპ N-- საჯარო სკოლასა და მოსარჩელე ლ--–-- გ---------ს შორის, რაც შესაბამისად გახდა საფუძველი სს------------–---------------------------–-----------ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანების გამოცემისა - სსიპ თბილისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის ლ--–-- გ---------ის უფლებამოსილების შეწყვეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, კერძოდ მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობდა მისი გათავისუფლებისათვის შრომის კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი და სამეურვეო საბჭომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხე სს----------–-------- საჯარო სკოლამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევის წესი განსაზღვრულ-- განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებით, საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე. ზემოაღნიშნული დებულებისა და საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სს----------–---------ე საჯარო სკოლაში არჩეულ იქნა სამეურვეო საბჭო. არჩევნების შედეგები ამავე დებულების 30-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ იქნა. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ზოგადი განათების შესახებ კანონის 38-ე მუხლი, ამ კანონით განსაზღვრულ საბჭოს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ცალსახად ადგენს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას ,,შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს. მოპასუხე მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენინსპექციის შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, შიდა აუდიტის მიერ შესწავლილ გამოკვლეულ და დადასტურებულ იქნა მოსარჩელის მხრიდან ჩადენილი არაერთი კანონდარღვევა, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების დარღვევა. შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევები შეფასებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევად.

 

მოპასუხე სსიპ განათების მართვის საინფორმაციო სისტემამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილ-- შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს. მოცემულ შემთხვევაში სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განთლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს განათებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის N147/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციას, მართვის სისტემა უზრუნველყოფს შესაბამისი სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 06 თებერვალს, მოსარჩელე ლ--–-- გ---------მა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების სერთიფიკატი, ხოლო 2014 წლის 05 სექტემბერს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს N785 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე დადგენილი წესით არჩეულ იქნა სს----------–-------- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, რის საფუძველზეც სს------------–---------------------------–-----------ის“ 2014 წლის 08 სექტემბრის N-.2/---- ბრძანებით გატარდა სს----------–-------- საჯარო სკოლის დირექტორად. სს----------–---------ე საჯარო სკოლას, წარმოდგენილ სამეურვეო საბჭოსა და დასაქმებულ დირექტორს შორის 2014 წლის 09 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N-. მოსასრჩელე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 6 წლის ვადით და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1500 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების სერტიფიკატის ასლი;

- სსიპ ,,გა-----–-----------------–------------ს: 2014 წლის 08 სექტემბრის N-.2/---- ბრძანების ასლი;

- 2014 წლის 09 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება N--05;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებისა და პედაგოგების ერთობლივი განცხადების, ასევე ამავე სკოლის პედაგოგების კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა ქ.თბილისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის ლ--–-- გ---------ის ქმედებებს, შესაბამისი აუდიტის ჩატარების შედეგად მიიღო N---------- დასკვნა, რომელშიც შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნ--: საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლას მიეცეს მითითება, მოახდინოს რეაგირება დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული სკოლის შემდგომ საქმიანობაში, უზრუნველყოს სკოლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად დაცვა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარმოადგინოს (გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტებით) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ერთ თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საქართველოს განათებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნა;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.3. 2016 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარდა სხდომა, რომლის სხდომის N-- ოქმის საფუძველზე ირკვევა, რომ სხდომა დაიწყო 17:00 საათზე, სხდომის თავმჯდომარე იყო ნ---- კ------ე, ხოლო მდივანი თ-- გ--------ე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები: ლ-- გ--------ე, მ--- ჭ-----–---–ი, ე-–--- ზ---–-–---–ი, მ--- უ-----–---–ი, ლ--–- მ----–----ე, ხ------- ხ---------, ხ------- ა-------, მ--- მ------–---–ი, ნ----- ტ--------ა, ხ------- ს---–----–---–ი და ნ-- კ-------ე. სხდომას ასევე ესწრებოდა სს----------–-------- საჯარო სკოლის დირექტორი ლ--–-- გ---------ი. სხდომის დღის წესრიგი მდგომარეობდა შემდეგში: 1. საქართველოს განათებისა და მეცნიერების სამინისტროს და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი N---------- დასკვნის განხილვა; 2. მსჯელობა დასკვნაზე რეაგირების შესახებ. სამეურვეო საბჭო მსჯელობის შედეგად მივიდა გადაწყვეტილებამდე კენჭი ეყარა დირექტორის ლ--–-- გ---------ისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2016 წლის 24 ოქტომბრის სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს N-- სხდომის ოქმი;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.4. სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმის დადგენილებით (12 მომხრე, 1 წინააღმდეგი) შეწყვეტილ იქნა 09.09.2014წ. შრომითი ხელშეკრულება N-, დადებული სსიპ N-- საჯარო სკოლასა და მოსარჩელე ლ--–-- გ---------ს შორის, რაც შესაბამისად გახდა საფუძველი სს------------–---------------------------–-----------ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანების გამოცემისა - სსიპ თბილისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის ლ--–-- გ---------ის უფლებამოსილების შეწყვეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმი;

- სს------------–---------------------------–-----------ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანება;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის არსებულ შემადგენლობას, გააჩნდა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად: 1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით. მშობლებისაგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ/დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 11. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი. 2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში წარგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს. 4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან. 5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს მის სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით უნდა იყოს მშობლებისაგან ან პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრი ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი. 5. 1. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. 6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.

 

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევის წესი განსაზღვრულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებით, საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.

 

საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების 30-ე მუხლით განსაზღვრულია სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების გამოქვეყნება, რომელსაც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორი სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არაუგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა. ამავე დებულების 311 მუხლის დანაწესით დადგენილია საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირების ვინაობა: ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი; ბ) დამკვირვებელი.

 

საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2016 წლის 10 ივნისის სს----------–---------ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და აღნიშნული ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების საფუძველზე ირკვევა, რომ კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ: ნ---- კ------ე, თ-- გ--------ე, ლ-- გ--------ე, მ--- ჭ-----–---–ი, ე-–--- ზ---–-–---–ი, მ--- უ-----–---–ი, ლ--–- მ----–----ე, ხ------- ხ---------, ხ------- ა-------, მ--- მ------–---–ი, ნ----- ტ--------ა და ხ------- ს---–----–---–ი. ამასთან, წარმოდგენილი 2016 წლის 18 ივნისის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ---- კ------ე, ხოლო მდივნად თ-- გ--------ე (იხ. ტ I, ს.ფ. 123-130).

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის N---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო არჩეულ იქნა კანონით დადგენილი წესით და მისი წევრები უფლებამოსილებას ასრულებდნენ შესაბამისი დებულებისა და კანონის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობის გათვალისწინებითაც, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა არ ყოფილა გასაჩივრებული არც მოსარჩელის და არც თავად სამეურვეო საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მიერ, დადასტურებულია საბჭოს შემადგენლობის ლეგიტიმურობა და კანონთან შესაბამისობა.

 

უდავოდ დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმის დადგენილებით (12 მომხრე, 1 წინააღმდეგი) შეწყვეტილ იქნა 09.09.2014წ. შრომითი ხელშეკრულება N-, დადებული სსიპ N-- საჯარო სკოლასა და მოსარჩელე ლ--–-- გ---------ს შორის, რაც შესაბამისად გახდა საფუძველი სს------------–---------------------------–-----------ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანების გამოცემისა - სსიპ თბილისის N-- საჯარო სკოლის დირექტორის ლ--–-- გ---------ის უფლებამოსილების შეწყვეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ (იხ. 3.1.4. უდავო ფაქტ. გარემოება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.09.05წ. N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დგინდება ფაქტი, რომ ქ.თბილისის N---ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო არჩეულია კანონიერად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის არსებულ შემადგენლობას, გააჩნდა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

3.2.2. მოსარჩელე ლ--–-- გ---------მა უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ქ.თბილისის N---ე საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულების ფაქტებთან დაკავშირებით ახსნა განმარტებები ჩამოერთვათ სს----------–-------- საჯარო სკოლის მასწავლებლებს. პედაგოგები ლ--–- ს--------ე, თ--- ტ-----–-–---–-, ლ-- გ-------ი, ნ---- ნ--------–---–ი, ნ---- ქ---------ე, ს-----–--ა ბ--------ა და თ----–-ა მ----- ახსნა-განმარტებებში უარყოფენ დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას, ხოლო პედაგოგები ლ-- გ--------ე, ქ------- ჭ------ე, ნ--- ფ------, მ----- კ--–--ე და ს-------- ღ--------–---–ი განმარტავენ, რომ დირექტორის ლ--–-- გ---------ის მხრიდან ხშირია მათ მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ხოლო ზ----- ბ---------–ი და მ--- უ-----–---–ი განმარტავენ, რომ მათ მიმართ აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხშირია სხვა მასწავლებლების მიმართ დირექტორის არაკოლეგიალური დამოკიდებულება.

 

აღნიშნული დასკვნით, აუდიტის დეპარტამენტი ასევე ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57.ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდება“ საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, 2015 და 2016 წელს მოქმედი შინაგანაწესები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქცია და 2015 წლის 15 სექტემბრის N1/14 შრომითი ხელშეკრულება.

 

აღნიშნული დასკვნისა და დირექტორის მიერ შესაძლო დარღვევების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცეს მხარეთა მიერ მოწვეულმა მოწმეებმა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ--–- ს--------ემ მიუთითა, რომ იგი არის N---ე საჯარო სკოლის ყოფილი მენეჯერი. მოწმემ დაადასტურა, რომ 2015 წელს სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დირექტორის - მოსარჩელის წინააღმდეგ მოაწყვეს აქცია, რა დროსაც რამდენიმე მასწავლებელი სკოლის დირექტორს შეუვარდა მის კაბინეტში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ---- ჟ----–---–----ა მიუთითა, რომ იგი არის N---ე საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსარჩელის მეზობელი. მოწმემ დაადასტურა, რომ გარკვეული ჯგუფი, განსაკუთრებით სამეურვეო საბჭო დაუპირისპირდა სკოლის დირექტორს. მოწმემ განაცხადა, რომ იგი თავადაც იყო საბჭოს წევრობის კანდიდატი მაგრამ ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობის ხმები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ--ნა ზ--------მ მიუთითა, რომ იგი არის N---ე საჯარო სკოლის ბუღალტერი. მოწმემ დაადასტურა, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, გაიცა პრემიები თანამშრომლებზე. მოწმე მიუთითებს, რომ თავად მოსარჩელეს მის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ----- ტ--------ამ, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს, აღნიშნა, რომ იგი იყო სამეურვეო საბჭოს წევრი დირექტორის სკოლიდან გათავისუფლების დროს და ეხლაც არის აღნიშნული საბჭოს წევრი. მისი განცხადებით, სამეურვეო საბჭოს კრება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სკოლის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება, ჩატარდა არაკორექტულად, კერძოდ დირექტორს არ მიეცა საშუალება ემართლა თავი აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმე აღნიშნავს, რომ პროტესტი იყო გამოხატული დირექტორის მიმართ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან, თავად მოწმე მიუთითებს, რომ მისი ფუნქცია იყო მხარეთა მორიგება, ვინაიდან სკოლაში არსებობდა ,,დესტრუქციული მომენტები’’.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ა-–---- ლ---–-----მ, რომელიც წარმოადგენს მერიის თანამშრომელს, აღნიშნა, რომ სკოლის დირექციამ მიიწვია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, თუმცა იგი აღნიშნულ სხდომას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო. მოწმემ განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი გარკვეულ ჯგუფსა და სკოლის დირექტორს შორის იყო დაპირისპირება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ--–- ნ-------–---–მა, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელს, აღნიშნა, რომ წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს წევრს, რომელმაც აირჩია სკოლის დირექტორად ლ--–-- გ---------ი და შემდგომში უნდობლობა გამოუცხადა მას. მოწმე მიუთითებს, რომ 30 წელ-- სკოლაში მუშაობს. მოწმემ დაადასტურა, რომ სკოლის დირექტორი უხეშად ექცეოდა სკოლის პედაგოგებს, კერძოდ ოთახიდან გამოაგდო ნ--- ფ------, ასევე იყო შემთხვევა, როცა სკოლის პედაგოგს მ--- უ-----–---–ს უყვიროდა ბავშვების თანდასწრებით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ე-–--- ზ---–-–---–მა, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და ამავდროულად კლასის დამრიგებელსა და სამეურვეო საბჭოს წევრს, დაადასტურა სკოლაში არსებული დაპირისპირების არსებობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ-- გ--------ემ, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელსა და სამეურვეო საბჭოს წევრს, მიუთითა, რომ მხარი დაუჭირა სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, მოწმე აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორი კონფლიქტში იყო სკოლის პედაგოგებთან, ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც ავად იყო, ასევე არაკორექტულად მიმართა, კერძოდ უთხრა - ყველა კიბოიანი შეიკრიბეთ ამ სკოლაშიო. მოწმე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამეურვეო საბჭოს თხოვდა სასწავლო გეგმის დამტკიცებაზე წინა დღეების თარიღებით ხელმოწერას რაზეც სამეურვეო საბჭომ უარი განაცხადა. მოწმე აღნიშნავს, რომ დირექტორის გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის დღის წესრიგში იყო შიდა აუდიტის დასკვნის განხილვაც და სწორედ აღნიშნული დასკვნის განხილვას მოჰყვა შედეგად დირექტორის გათავისუფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ--–- ქ---------მ, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს და ამავდროულად სამეურვეო საბჭოს წევრს, მიუთითა, რომ იგი იყო წინა სამეურვეო საბჭოს წევრი. მოწმე მიუთითებს, რომ სკოლის დირექტორი ცუდად ექცეოდა, იყო შემთხვევა როცა გაკვეთილიდანაც გამოიყვანა. მოწმე აღნიშნავს რომ მუდმივად ეშინოდა სკოლა არ გაყოფილიყო, თავს გრძნობდა დაბალ საფეხურად. მოწმე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით ხელი არაფერზე არ მოუწერია, ასევე მიუთითებს, რომ სკოლაში იყო დიქტატურა მოსარჩელის დირექტორობის პერიოდში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ მ--- უ-----–---–მა, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, მიუთითა, რომ სკოლის დირექტორი მუდმივ კონფლიქტში იყო სკოლის პედაგოგებთან. მოწმე მიუთითებს, რომ 24 წლის განმავლობაში მუშაობს საჯარო სკოლაში და მოსარჩელის დირექტორობის პერიოდი შავ ლაქად დარჩება სკოლას, ვინაიდან მოსარჩელე ლანძღავდა პედაგოგებს და სკოლაში მუდმივად იყო არაჯანსაღი სიტუაცია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ---- კ------ემ, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მიუთითა, რომ 15 წელია მუშაობს სკოლაში და მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აძალებდა მას სასწავლო გეგმის ოქმზე წინა დღის თარიღით ხელმოწერას, რასაც არ დათანხმდა. მოწმემ აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის დასკვნა ყველა საბჭოს წევრს დაურიგა. მოწმემ ასევე დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან არაკორექტული და არაეთიკური მოქცევის ფაქტები სკოლაში მუშაობის პერიოდში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ თ-- გ--------ემ, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისა და მუსიკის პედაგოგს, ამავდროულად კი მოქმედი სამეურვეო საბჭოს მდივანს, მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნ--- ფ------ს მიაყენა შეურაცხყოფა. აღნიშნული მან იცის თავად ნ--- ფ-----ისგან. მოწმემ დაადასტურა, რომ კენჭისყრაზე დაყენებულ იქნა საკითხი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ასევე სხდომაზე აუდიტის დასკვნა წაკითხულ იქნა, რის შემდეგადაც დადებითად იქნა გადაწყვეტილი სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. მოწმე ასევე მიუთითებს, რომ დირექტორის მხრიდან არაკორექტული და არაეთიკური ქცევების გამო 2018 წლის 18 აპრილს სამინისტროში გაიგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა 69 პედაგოგი და მოთხოვნილ იქნა რეაგირება დირექტორის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ-- კ-------ემ, რომელიც წარმოადგენს N---ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, თვითმართველობის პრეზიდენტსა და სამეურვეო საბჭოს წევრს, დაადასტურა სკოლაში არაჯანსაღი სიტუაციის არსებობის ფაქტი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N---------- დასკვნით დასტურდება, რომ N---ე საჯარო სკოლის დირექტორმა ლ--–-- გ---------მა თავის კაბინეტში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით, გეოგრაფიის მასწავლებელს ნ--- ფ------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სიტყვებით ,,გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან“ დაატოვებინა ოთახი. აღნიშნულს ასევე ადასტურებენ ზემოაღნიშნული მოწმეები, რომელიც დაკითხულ იქნენ სასამართლო სხდომაზე. შიდა აუდიტის დასკვნით ასევე ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომ დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ და ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში არ იქნა წარდგენილი. შიდა აუდიტის დასკვნით ასევე დგინდება ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ გაკვეთილების დაწყებამდე, ერთ-ერთი მოსწავლის ერეკლე არახამიას სკოლაში წვერით გამოცხადების გამო მოსწავლე გააგდო სკოლის შენობიდან, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეება. შიდა აუდიტის დასკვნაში ასევე არის მითითებული სკოლის დირექტორის ლ--–-- გ---------ის არაჯანსაღი და არაკორექტული დამოკიდებულება სკოლის პედაგოგის ნ--- ჭ--–---–ის მიმართ. აღნიშნულ დასკვნაში ასევე დადენილია, რომ სკოლაში 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მარტის თვემდე, არ ხდებოდა სამსახურში პედაგოგთა და თანამშრომელთა ყოველდღიურად მოსვლა/წასვლის აღრიცხვა.

 

ზოგადი განათლების შესახებ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველა იმ არსებულ დარღვევაზე რაც მითითებულია აუდიტის დასკვნაში და რაც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეება, რომელიც საფუძვლად დაედო დირექტორისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, პასუხისმგებელი პირს ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად წარმოადგენს სკოლის დირექტორი. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ საჯარო სკოლაში იყო არაჯანსაღი მდგომარეობა, რაც გამოხატული იყო დირექტორსა და პედაგოგებს შორის დაპირისპირებაში, ამასთან თავად მოსარჩელის მიერ მოწვეულმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ სკოლის მოსწავლეებმა გამართეს აქცია დირექტორის- მოსარჩელის წინააღმდეგ სკოლის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა სასწავლო პროცესის ჩაშლა. ასევე, დგინდება სკოლის დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლის, წვერის გამო სკოლის ტერიტორიიდან გაშვების ფაქტი. ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსწავლეს აკრძალული აქვს სკოლაში წვერით მოსვლა, არ შეიძლება სკოლის მოსწავლის სკოლის ტერიტორიიდან გაშვება, ვინაიდან არასრულწლოვანი პირის სკოლის ტერიტორიიდან გაშვებას შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგი, შესაბამისად დაუშვებელია სკოლის დირექტორმა ან პედაგოგმა გამოიყენოს ამგვარი სანქცია და სასჯელი სკოლის მოსწავლის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული არ არის რელევენტური იმ დარღვევასთან, რაც შესაძლოა ჩაიდინოს არასრწულწლოვანმა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალსახად დგინდება, მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ იგი იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, მოპასუხის მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებსა და მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული დარღვევები წარმოადგენდნენ იმ ხასიათის დარღვევებს, რომელიც უნდა იქნეს შეფასებული უხეშ დარღვევად.

 

შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ--–-- გ---------მა უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მოპასუხისათვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; ზოგადი განათლების შესახებ კანონის პირველი, 35-ე, 37-ე, 43-ე მუხლები; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება, საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების 30-ე და 311 მუხლები; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.09.05წ. N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 32-ე, 38-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონი ზოგადი განათლების შესახებ წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რომელიც არეგულირებს საჯარო სკოლის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურებს განსხვავებულად საქართველოს შრომის კოდექსისგან.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცედურული თვალსაზრისით, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონიერია.

 

2010 წლის 30 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. ამავე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დადგენილია რომ მოსარჩელე ლ--–-- გ---------მა უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები (იხ. 3.2.2. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

დადგენილია, რომ სს----------–-------- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის არსებულ შემადგენლობას, გააჩნდა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

 

ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებულების გათავისუფლება კანონიერი და დასაბუთებულია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად, საქართველოს შრომის კოდექსიც ითვალისწინებს ვალდებულების უხეშ დარღვევას, რაც მოპასუხეების მითითებით გახდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაადასტურა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ადმინისტრაციული ავტონომია, რასაც ახორცილებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო-სამეურვეო საბჭო. სწორედ სამეურვეო საბჭოა უფლებამოსილი წარმართოს სკოლის საქმიანობა ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის და შექმნას საჭირო პირობები მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.

 

ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს სკოლის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას.

 

ამასთან, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სკოლა წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებას, რომლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაწესებულებაში შესაბამისი პირობების შექმნა განათლების მისაღებად. სკოლის მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ თითოეული ბავშვი ჩამოაყალიბოს სულიერად, მორალურად, გონებრივად, სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლაში დირექტორსა და პედაგოგებს შორის დსაპირისპირება, მითუმეტეს დირექტორსა და სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება, ვინაიდან აღნიშნული უარყოფითად აისახება მოსწავლეთა ფსიქიკასა და სასწავლო პროცესის წარმართვაზე. სასამართლო განმარტავს, რომ თავად ის ფაქტიც, რომ სკოლის მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე აწყობენ აქციას პროტესტის ნიშნად დირექტორის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვება სასწავლო პროცესის ჩაშლა, უკვე მეტყველებს სკოლაში შექმნილ არაჯანსაღ მდგომარტეობაზე, რომელზეც პირველ რიგში პასუხისმგებელია საჯარო სკოლის დირექტორი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია სკოლის დირექტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი, რასაც შედეგად მოჰყვა მასთან შრომითი ხელშეკრულების კანონიერად შეწყვეტა, შესაბამისად არ არსებობს, როგორც მოსარჩელე ლ--–-- გ---------თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სს----------–---------ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- ოქმის ბათილად ცნობის ასევე სს------------–---------------------------–-----------ის“ 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანების ბათილად ცნობისა და სს------------–---------------------------–-----------ისათვის“ შესაბამისი ბრძანების - სს----------–---------ე საჯარო სკოლის დირექტორად ლ--–-- გ---------ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გამოცემის დავალდებულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან ბოლო ორი სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს პირველი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ლ--–-- გ---------ის სარჩელი სს--------–-------------------------–ისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართ, სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N-- ოქმის ბათილად ცნობის, 2016 წლის 01 ნოემბრის N-.2---- ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და ბრძანების გამოცემის დავალების თაობაზე;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

თეა ბერაია