განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2020
საქმის ნომერი
160210019002798809
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №160210019002798809 (2ბ/5555-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ბ-------------ი

წარმომადგენელი - ნ------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ა

წარმომადგენელი - ხ----–--–------ა (დირექტორი), მ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დ--–---–------------------ი

წარმომადგენელი/კომიტეტის თავმჯდომარე - ნ-----–----------ი, ლ-----------–---ა

 

დავის საგანი - სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.11.2018 წლის №37 ბრძანების ბათილად ცნობა, სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დ--–---–------------------ის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმის №1 ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბ-------------ის სარჩელი ს-------------–--------------------–---------------------------–ის და ს-------------–--------------------–---------------------------–ის დ--–---–------------------ის მიმართ, ს-------------–--------------------–---------------------------–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 30.11.2018 წლის №37 ბრძანების ბათილად ცნობის, ს-------------–--------------------–---------------------------–ის დ--–---–------------------ის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმის №1 ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-------------ის სს------------–--------–----–----------------–---------------------------–აში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელს, 2 თვესა და 14 დღეს. მოსარჩელე 2016 წლიდან იყო სპორტის მასწავლებელი, ბ-------------სა და სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ას შორის არსებული შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

2.2. სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხ----–--–------ამ, 2018 წლის 20 ნოემბერს წარდგინებით მიმართა ამავე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მასზედ, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს, მას როგორც სკოლის დირექტორს საჯარო სკოლის მოსწავლის ქ----------–----ს მშობელმა სიტყვიერად აცნობა, რომ მის შვილს ამავე სკოლის მასწავლებელმა ბ-------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინაიდან, ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილ პირს წარმოდგენდა დ--–---–------------------ი, წარდგინების ავტორმა ითხოვა ამ ფაქტის ირგვლივ დისციპლინური წარმოების განხორციელება.

 

2.3. სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დ--–---–------------------ის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმით №1 სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია სპორტის მასწავლებელს ბ-------------ის სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დაკისრებოდა სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის IX/ა პუნქტით დადგენილი სახდელი სამსახურიდან გათავისუფლების სახით.

 

2.4. სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხ----–--–------ას 2018 წლის 30 ნოემბრის №37 ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, სპორტის მასწავლებელს ბ-------------ს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქ/პუნქტის და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დაეკისრა შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელი, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლება.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ბ-------------თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ბრძანების გამოცემა გამოიწვია ბ-------------ის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დარღვევამ, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამ. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა მოსარჩელე ბ-------------ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, რომელმა მხარემ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს აგრეთვე წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

2.6. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლომ მოიშველია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, რომელიც შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2018 წლის 15 ნოემბერს სკოლაში სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებელ ბ-------------ის მხრიდან მოსწავლე ქ----------–---ზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, ბ-------------ის განმარტებით, მას მოსწავლეზე შეხება არ განუხორციელებია იმგვარად, რომ ეს აღქმულიყო ფიზიკურ შეურაცხყოფად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მე-6 კლასის მოსწავლე ქ----------–---- უარს ამბობდა კლასში შესვლაზე, თუმცა ბ-------------მა მას ხელით მოუწოდა კლასში შესვლის შესახებ, რა დროსაც ბ-------------ის მიერ კლასში შემოსვლის მოწოდებისთვის სხეულით ჟესტიკულირებისას მომართული ხელი, უნებლიედ მოხვდა ქ----------–---ს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ----------–---მა დაიწყო ტირილი, თუმცა მან იგი დაამშვიდა, რის შემდეგაც ქ------–---ი ჩვეულებისამებრ აქტიურად ჩაერთო სპორტის გაკვეთილში. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთი პრეტენზია მისი სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) პროცედურული წესის დარღვევაცაა, რადგან მას არ მისცემია მის წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ამასთან, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ქართულ ენაზეა შედგენილი, მაშინ, როდესაც მოწმეთა უმეტესობამ ქართული წერა-კითხვა არ იცის. მოწმედ დაკითხულმა დ--–---–------------------ის წევრებმა განმარტეს, რომ სხდომას არც ქ----------–---- და არც მისი მამა არ ესწრებოდნენ, მაშინ, როდესაც ოქმში საწინააღმდეგოა მითითებული. კერძოდ, იგი აპელირებს, რომ პედაგოგისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება დირექტორს მხოლოდ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სკოლის დისციპლინურ კომიტეტის სხდომა კი იმგვარი დარღვევებით ჩატარდა, რომ მასზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება კანონიერად ყოფილიყო მიჩნეული. მომხდარი ფაქტის გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული ზეპირი მტკიცებულებები შეიძლება პირობითად ორ ჯგუფად დაიყოს, რომელთაგან ერთ ჯგუფში შემავალი მტკიცებულებები, ადასტურებენ ბ-------------ის მიერ ქ----------–----სადმი განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ხოლო, მეორე ჯგუფში შემავალი მტკიცებულებები მართალია ადასტურებენ, რომ ბ-------------ი ნამდვილად შეეხო ხელის ზედაპირით ქ----------–---ს სახის მიდამოში, თუმცა მოწმეთა შეფასებით, მასწავლებელმა ეს ქმედება განახორციელა არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით, მაშინ როდესაც იგი კლასში შემოსვლისკენ მოუწოდებდა მოსწავლეს.

 

2.7. თავდაპირველად, საქალაქო სასამართლომ შეაფასა თავად ქ----------–----ს მამის ა--–----------–----ს მიერ სხდომაზე მიცემული განმარტება. მოწმის განმარტებით, მისმა ვაჟმა, სკოლიდან სახლში დაბრუნებისას განუცხადა, რომ კლასში შესვლისას ბ----- მასწავლებლის ხელი მოხვდა სახეში. ამ ფაქტით განრისხებულმა ტელეფონით დაურეკა სკოლის დირექტორს ხ----–--–------ას და ამ საკითხის გარკვევისკენ მოუწოდა. მოგვიანებით იგი ასევე მიწვეულ იქნა მ--------–-ს რადიოსადგურში, სადაც განაცხადა, რომ მან ბ-------------ს მიუტევა მისი შვილის შეურაცხყოფა და პატიება ითხოვა იმ უწმაწური სიტყვებისთვის, რომლითაც მან ბ-------------ს მიმართა. მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილი ცელქია და დაუჯერა თავის გოგონას, რომელიც ამბობდა, რომ ბ-------------მა შემთხვევით მოარტყა ხელი მის ვაჟს. ის ფაქტი, რომ საკლასო ოთახში შესვლისას ბ-------------ი ფიზიკურად შეეხო ქ----------–---ს, დასტურდება იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომელნიც ასევე დ--–---–------------------ის სხდომაზე იქნენ გამოკითხულნი. მოწმე თ------------------ას ჩვენებით, რომელმაც აღწერა თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ სადავო ფაქტს, ირკვევა, რომ გაკვეთილის დაწყების შემდეგ ქ----------–---- მასწავლებლის ნებართვის გარეშე გავიდა კლასიდან, მასწავლებელი მას ეძახდა, თუმცა ის კლასში არ ბრუნდებოდა, რის გამოც ბ-------------მა ბავშვს ხელის ზედაპირი ცხვირში მოარტყა, ამის გამო ქ----------–---- ატირდა და კლასში დაჯდა, მას ცხვირიდან სისხლი არ წამოსვლია. 5-10 წუთის შემდეგ ის ჩაერთო სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობაში. მოწმე ა-–----------ას განმარტებით, სპორტის გაკვეთილის დაწყებისას ქ----------–---- ადგა და მასწავლებელს სთხოვა გაკვეთილი სპორტის დარბაზში, ფრენბურთის თამაშით გაეგრძელებინათ, მოსწავლის ამ თხოვნას თავდაპირველად მასწავლებელი არ დაჰყვა და განაცხადა, რომ მას ჯერ საკლასო ჟურნალი უნდა შეევსო და შემდეგ ჩაიყვანდა მათ სპორტ დარბაზში. ქ----- არ დაელოდა მას და თვითნებურად გავიდა კლასიდან, რის გამოც მასწავლებელი გაბრაზდა და კლასში დაბრუნების მოწოდების განხორციელებისას გაშლილი ხელის ზედაპირი დაარტყა ცხვირში ქ----------–---ს. მოწმე თ-----------------ამ ანალოგიურად აღწერა სადავო მოვლენა და აღნიშნა, რომ ბ-------------ი კლასიდან გასულ ქ----------–---ს კლასში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. როდესაც ქ----------–---მა გადაწყვიტა კლასში შესვლა, ბ-------------მა მას ხელის ზედაპირი დაარტყა ცხვირში. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე მოწმის განმარტებით, ბ-------------ს სხვა დროსაც დაურტყამს ხელი ქ----------–----სთვის. მოწმე მ--–--------------ამ ზემოთ დასახელებული მოწმეების მსგავსად სასამართლოს მოუთხრო, რომ ქ----------–----ს გაჯიუტებამ კლასში არ შესვლასთან დაკავშირებით მათ მასწავლებელ ბ-------------ში უკმაყოფილება გამოწვია და როდესაც ის საყვედურობდა ქ----------–---ს, თუ რატომ არ შემოდიოდა კლასში, სახეში გაშლილი ხელის ზედაპირი მოარტყა. ქ----მა იტირა კიდეც ამის გამო, თუმცა შემდეგ ბ----- მასწავლებელმა იგი დაამშვიდა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა მან სხდომაზე ვ----------------ას, რომელიც მის ჩვენებას თარგმნიდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, თანაკლასელთა ნაწილმა უარყო, რომ მათ დაინახეს თუ დაარტყა ბ-------------მა ხელი ქ----------–---ს სახეში. მოწმე თ----------------მა სასამართლოს მოუთხრო, რომ სპორტის გაკვეთილის დაწყებისას ქ----------–---- კლასში არ შედიოდა და სურდა სპორტის გაკვეთილი სპორტ დარბაზში ჩატარებულიყო, რათა მათ ფრენბურთი ეთამაშათ. ბ-------------მა მას სთხოვა კლასში შემოსულიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც შეავსებდა ჟურნალს, გაკვეთილს სპორტ დარბაზში განაგრძობდნენ. სწორედ ამ დროს, როდესაც ქ----------–---ს ბ-------------ი კლასში შესვლის და მერხთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა, ამ უკანასკნელის მოქნეული ხელი მოსწავლეს ცხვირში მოხვდა. მოწმე ბ-----------–---ის განმარტებით, ინციდენტის დროს იგი კლასში არ იმყოფებოდა. მოგვიანებით, კლასში შესვლისას დაინახა მტირალი ქ----------–---- და როდესაც იკითხა, თუ რის გამო ტიროდა ქ-----, კლასელებმა უთხრეს, რომ კლასში შესვლისას ბ-------------ს შემთხვევით ხელი მოერტყა მისთვის. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით იგი ამ ფაქტის ირგვლივ გამოიკითხა დედის და დირექტორის თანდასწრებით, სხვა პირებთან მას ამ საკითხის შესახებ არ უსაუბრია. მოწმე ს---------–---ას ჩვენებით, ისიც ბ-----------–---ისამებრ ინციდენტის დროს კლასში არ იმყოფებოდა, საპირფარეშოდან დაბრუნებულმა როდესაც კლასში ატირებული ქ----------–---- დაინახა, დაინტერესდა თუ რის გამო ტიროდა იგი და კლასელებმა მიუგეს, რომ ბ-------------ის ხელი მას შემთხვევით, მსუბუქად მოხვდა სახეში, რამაც იგი აატირა. შემდეგ ბ-------------ი მივიდა ქ----თან და უთხრა, რომ შემთხვევით მოუხვდა ხელი და დაამშვიდა. მოწმე ს------–--------------ს განმარტებით, სპორტის გაკვეთილის დაწყებისას მასწავლებელმა ბ-------------მა თავის თანაკლასელ ქ----------–---ს, რომელიც კლასში არ შემოდიოდა, რამდენჯერმე სიტყვიერად და ასევე ხელით მოუწოდა კლასში შემოსულიყო. ბ----- მასწავლებელი განერვიულდა, რადგან ქ----- მის მოწოდებას არ დაემორჩილა და ამ დროს მის მიერ მოქნეული მარჯვენა ხელი, რომლითაც ის ქ----ს კლასში შემოსვლისკენ მოუწოდებდა, ქ----------–---ს ცხვირში მოხვდა და იგი ატირდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სკოლის დირექტორს ხ----–--–------ას, ხოლო სხვა პირებთან, მათ შორის სკოლის მასწავლებლებთან ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. მოწმე გ----–-----------ას ჩვენებით, ინციდენტის დროს თავის ორ თანაკლასელთან ერთად კლასში არ იმყოფებოდა და დაგვიანებით შევიდა კლასში, თუმცა კლასში შესულმა დაინახა, რომ თავისი თანაკლასელი ქ----------–---- ტიროდა. მან და ასევე მასთან ერთად დაგვიანებით შესულმა მოსწავლეებმა ჰკითხეს ქ----ს, თუ რა მოხდა და მისმა დამ აუხსნა, რომ ბ----- მასწავლებლის მიერ მოქნეული ხელი შემთხვევით ქ----ს სახეში მოხვდა.

 

2.8. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ყურადღებამისაქცევია დ--–---–------------------ის წევრის, ამავე სკოლის მოსწავლე ს------------–---ას ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ დ--–---–------------------ის სხდომაზე გამოკითხული მოსწავლეები - ქ----------–----ს თანაკლასელები, რომელთა თანდასწრებითაც განხორციელდა ქმედება, ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ ბ-------------ი, რომელიც ქ----------–----ს შეუსაბამო ქცევის გამო, რაც მისი მხრიდან კლასში შესვლაზე უარის თქმაში გამოიხატა გაბრაზდა და მას სახეში ხელი დაარტყა. საგულისხმოა ისიც, რომ არცერთ მოსწავლეს არაფერი უთქვამს, მასზე რომ ქ----------–---ს ფიზიკური შეხების გამო ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა ყველა მათგანი ადასტურებდა, რომ ბ-------------მა ქ----------–---ს სახეში ხელი დაარტყა. საიდან ი-----–---ამ ასევე განმარტა, რომ სხდომას თავმჯდომარეობდა ლ-----------–---ა, ხოლო თარჯიმნის მოვალეობას ვ----------------ა ასრულებდა. დ--–---–------------------ის თავმჯდომარემ ლ-----------–---ამ აღნიშნა, რომ მ--------–-ს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მუშაობს ისტორიის მასწავლებლად, ამასთან, იგი დ--–---–------------------ის წევრიცაა. 2018 წლის 15 ნოემბერს ამავე სკოლის დირექტორს ხ----–--–------ას დაუკავშირდა მე-7 კლასის მოსწავლე ქ----------–----ს მამა ა--–----------–----, რომელმაც დირექტორს აცნობა სპორტის მასწავლებლის ბ-------------ის მიერ მის შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე დისციპლინურ კომიტეტს ოფიციალურად ეცნობა სკოლის დირექტორის მიერ და მოწვეულ იქნა დ--–---–------------------ის სხდომა. სხდომაზე სრულად იქნა მოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. სხდომას ესწრებოდა საკმარისი რაოდენობის წევრი და სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. მის მიერ ბ-------------ი დახასიათდა როგორც პატივსაცემი პიროვნება, თუმცა მოკვლევის შედეგად დადგინდა რა მოსწავლეზე შეხების ფაქტი, გამოტანილ იქნა სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ ბ-------------ი სხდომაზე ოფიციალურად მიწვეული არ ყოფილა, თუმცა, მოსარჩელის მეუღლე, რომელიც ამავე სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ინფორმირებული იყო სხდომის შესახებ და იგი ვარაუდობდა, რომ ბ-------------ს მეუღლე მიაწვდიდა ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში იგი შეძლებდა სხდომაზე დასწრებას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ლ-----------–---ამ ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ქ----------–----ს მამა არ გამოცხადებულა, რომელიც ნამდვილად იყო სხდომაზე მიწვეული, ვინაიდან მისი შვილის გამოკითხვა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით იქნებოდა შესაძლებელი. მოწმის ჩვენებით, ქ----------–---ს და მის მამას უკვე შეცვლილი ჰქონდათ პოზიცია ბ-------------თან მიმართებაში, რის გამოც დ--–---–------------------თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. მისი მტკიცებით, სხდომა ა--------------ლ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, თარჯიმნის მეშვეობით სხდომის მიმდინარეობა შესაბამის ოქმში ქართულ ენაზე აისახებოდა, რომლის სისწორეც მან და სხდომის მდივანმა ხელმოწერით დაადასტურეს. ლ-----------–---ამ ყურადღება გაამახვილა ხარვეზებზე, რომელიც სხდომის ოქმში იქნა ასახული, კერძოდ, სხდომის ოქმის იმ ნაწილზე, სადაც ასახულ იქნა, რომ თითქოს სხდომაზე აზრი გამოთქვა ა--–----------–---მა. მოწმემ განმარტა, რომ ოქმში ასახულ იქნა ა--–----------–----ს პოზიციის შესახებ ის ინფორმაცია, რაც კომიტეტის წევრთათვის სხდომამდე გახდა ცნობილი. მოწმე ნ-----–----------ი, რომელიც ქ----------–----ს კლასის დამრიგებელი და ასევე დ--–---–------------------ის წევრია, სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მას დაუკავშირდა ქ----------–----ს მამა ა--–----------–----, რომელმაც განუცხადა, რომ ბ-------------მა თავის ვაჟს გაკვეთილზე ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც ბავშვს ცხვირი ჰქონდა გასიებული და ამ საკითხში გარკვევა სთხოვა. მეორე დღეს ნ-----–----------ი დაელაპარაკა ქ----------–---ს, რომელმაც დაუდასტურა ის ინფორმაცია, რაც წინა დღეს მამამისმა შეატყობინა. მოგვიანებით ასევე სკოლის დირექტორიც გაესაუბრა მას და განუცხადა, რომ ვინაიდან ამ ფაქტის შესახებ დირექტორი ინფორმირებული იყო, იგი ვალდებული იყო დ--–---–------------------ისთვის გადაეცა ეს საქმე. დ--–---–------------------ის სხდომაზე ქ----------–---- მიწვეულ იქნა, თუმცა მამამისმა განმარტა, რომ ბ-------------თან უკვე შერიგებული იყო. ამიტომ ქ----------–----ს გამოკითხვის ოქმს ხელს არ მოაწერდა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის ამსახველი ოქმი ქართულ ენაზე აღარ შეუდგენიათ. მისი მტკიცებით, სხდომაზე გამოკითხული ყველა მოსწავლე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ ბ-------------მა ხელი მოარტყა სახეში ქ----------–---ს, შესაბამისად, გამოკითხვის ქართულენოვან ოქმებში სწორედ ეს ფაქტი აისახა. მან ასევე განმარტა, რომ, ვინაიდან კომიტეტის წევრები კარგად არ ფლობდნენ ქართულ ენას, გამოკითხვა ა--------------ლ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა თარჯიმნის ვ-–-------------ას და ასევე კომპიუტერული პროგრამა თარჯიმნის მეშვეობით ხორციელდებოდა თარგმნა, ამიტომ თუკი მოსწავლეთა გამოკითხვის ოქმებში ასახულ იქნა სიტყვა მუშტი, ეს ქართული ენის არ ცოდნით იყო გამოწვეული და მასში ხელის ზედაპირი იყო ნაგულისხმები. სხდომის ოქმი შედგა იმ შაბლონის მიხედვით, რაც სკოლებს როგორც წესი რესურსცენტრიდან მიეწოდებათ. მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ----------------ამ, რომელიც მართალია ქართული ენის პედაგოგად მუშაობს მ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ--------ს საჯარო სკოლაში და დ--–---–------------------ის სხდომაზე ასევე თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ქართული ენის არასრულფასოვანი და მეტწილად ნაკლოვანი ცოდნის გამო, მან სასამართლოს ჩვენება თარჯიმნის მეშვეობით მისცა. მოწმემ ახსნა, რომ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია სრულად ასახავდა ურთიერთობის იმ ეპიზოდს, რაც ბ-------------სა და ქ----------–---ს შორის 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილზე განვითარდა. თუმცა, გამოკითხვის ოქმებში მითითებულ სიტყვა მუშტში ნამდვილად ხელის ზედაპირი იყო ნაგულისხმები. მოწმე მ-----------------ი, რომელიც ასევე ბ-------------ის მიერ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ქ----------–----ს სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის გამოკვლევის მიზნით მოწვეული დ--–---–------------------ის წევრს წარმოადგენდა, თავის ჩვენებაში ადასტურებდა, რომ სხდომა ნამდვილად ჩატარდა, სადაც გამოკითხულმა მოსწავლეებმა დაადასტურეს ბ-------------ის მხრიდან მისივე მოსწავლე ქ----------–---ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა, იმ ეტაპზე, როდესაც ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგა, მას კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ვინაიდან სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო თავის სამუშაო ადგილას. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სხდომაზე დაკითხულმა დ--–---–------------------ის წევრებმა აღნიშნეს, რომ სხდომაზე დამსწრე წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც რეკომენდაცია მისცეს სკოლის დირექტორს, რათა ბ-------------ს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება დაკისრებოდა. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ურთიერთგამომრიცხავია. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მხარის მითითებულ პოზიცია არ გაიზიარა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩვენებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ-------------მა ქ----------–---ს ნამდვილად ხელის ზედაპირი დაარტყა სახის არეში, რაც შეფასდა ფიზიკურ შეურაცხყოფად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ გაუფრთხილებელი ბრალის ერთ-ერთი ფორმით, თვითიმედოვნების ან დაუდევრობის ფარგლებში მოქმედებისას დაარტყა ხელი ქ----ა ქ----–---ს, მაინც ვერ შეაფასებდა ამ ქმედებას, როგორც ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული ქმედების მიღმად, რადგან მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნა აღქმული მასწავლებლის ქცევა მოსწავლის მიერ. ქ----------–---მა მითითებული ფაქტი მტკივნეულად განიცადა, მან იტირა კიდეც, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მასწავლებლის მხრიდან განხორციელდა მისთვის შეუფერებელი არასათანადო ქცევა მოსწავლის მიმართ. აქვე, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, შეეფასებინა მასწავლებლის ქცევა აღწევს თუ არა დაუშვებელი ქცევის ისეთ ზღვარს, რომ ის შეფასებული იქნას შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და განმარტა, რომ ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია ქ----------–---ზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მოსწავლეებმა განმარტეს, რომ ბ-------------ისგან მოქნეული ხელის სახეში მოხვედრის გამო ქ----------–---მა ფიზიკური ტკივილი განიცადა და იტირა ამის გამო. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მასწავლებლის ქმედება შეფასდა მისი მხრიდან უხეშ გადაცდომად, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული დისციპლინური ზომა ადეკვატურია ჩადენილი დარღვევისა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენა, რისი საწინააღმდეგოც ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი). სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

2.11. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ’’ პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა და ზედამხედველობა ბავშვზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიც ამ მიმართულებით არის ორიენტირებული და მასწავლებელს აკისრებს მისი ეთიკის კოდექსის პირნათლად შესრულებას. შესაბამისად, ამა თუ იმ სკოლის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაცდომა, საკმაოდ მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული. ამაზე მეტყველებს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები, კერძოდ კი, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს პირდაპირ გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა. საქალაქო სასამართლომ მოიშველია ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3. მუხლი, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს. კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კონვენციის 26.1. მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. საქალაქო სასამართლომ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას. ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ დარღვევის ხასიათი ნამდვილად იყო ,,უხეში“, ვინაიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ბავშვის ემოციური აღელვება. ქ----------–---ზე ფიზიკური შეხების კვალი დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ის ფაქტი, რომ განზრახ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა სასამართლო სხდომაზე, და მას არ მისცემია დ--–---–------------------ის სხდომაზე საწინააღმდეგო პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, სასამართლომ არ მიიჩნია ადეკვატურ შედავებად, რამდენადაც ცალსახაა, რომ ბ-------------ის პოზიცია, თუკი თავდაპირველად იყო იმგვარი, რომ იგი საერთოდ გამორიცხავდა ქ----------–---ზე ფიზიკურ შეხებას, შემდეგ ტრანსფორმიდა იმგვარად, რომ განზრახ ფიზიკური შეხება დააკვალიფიცირა გაუფრთხილებლად განხორციელებულ ქმედებად და განაცხადა, რომ თითქოს მან შემთხვევით, კლასში შემოსვლის შესახებ არავერბალურად, სხეულით ჟესტიკულირებისას შემთხვევით მოარტყა ხელი სახეში არასრულწლოვან მოსწავლეს. ის, რომ გამოკითხვის ოქმებში, თ----------------ის მშობლად, მისი მამა და არა ბაბუა იქნა მითითებული, და სიტყვა ხელის ზედაპირი ნაცვლად სიტყვა მუშტი იქნა ასახული, არ ნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, თუნდაც ერთი შეხებისთვის, მასწავლებელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზები, რაც სხდომაზე იქნა დაშვებული, მას ლეგიტიმაციას არ ართმევს.

 

2.12. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარე ასევე აპელირებდა დ--–---–------------------ის სხდომის მიმდინარეობის და კენჭისყრის პროცედურული წესის დარღვევებზე და მიუთითა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მ-----------------ს, მაშინ, როდესაც ოქმიდან ირკვევა, რომ თითქოს კენჭისყრისას დ--–---–------------------ის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორისთვის, სპორტის მასწავლებელს ბ-------------ის სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის მიცემის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თავად მოპასუხე მხარემ აღიარა დისციპლინური სხდომის ჩატარება მცირე დარღვევებით, თუმცა, ეს დარღვევები არ იყო იმ სახის, რომ სხდომა არალეგიტიმურად მიჩნეულიყო. საქალაქო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მასწავლებელს დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლებას დ--–---–------------------ის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორი უფარდებს. შესაბამისად, დადგენილია წინაპირობა, დ--–---–------------------ის გადაწყვეტილება, დასაქმებულთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს, დაცული იყო თუ არა მასწავლებლის გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა, კერძოდ, არსებობდა თუ არა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სკოლის დირექტორისთვის რეკომენდაციის მიცემის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია მ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ--------ს საჯარო სკოლის დ--–---–------------------ის სხდომის ოქმი. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლა წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. მოცემულ შემთხვევაში კომიტეტის წევრებს წარმოადგენდნენ მასწავლებლები ლ-----------–---ა, ნ-----–----------ი, საშუალო საფეხურის ორი მოსწავლე ს------------–---ა და გ------ ქ----–---ა და მშობლები ა-----------------ა და მ-----------------ი. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომელიც სამეურვეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს, ადგენს, რომ სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მ-----------------ი მხარს არ დაუჭერდა დ--–---–------------------ის გადაწყვეტილებას, კომიტეტი უფლებამოსილი იყო რეკომენდაცია მიეცა სკოლის დირექტორისთვის ბ-------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, დგინდება, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება პედაგოგისათვის დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) შესახებ, მიიღო და აცნობა აღნიშნული შესახებ სკოლის დირექტორს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი ბრძანება ბ-------------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ამდენად, საქალაქო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია დამსაქმებლის ნება - შეეწყვიტა მასწავლებელ ბ-------------თან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს. საბოლოო ჯამში, საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან ბ-------------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მიიჩნია კანონიერად, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების, ისევე როგორც დ--–---–------------------ის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდება. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მას მოსწავლისათვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა შეგნებულად არ მიუყენებია, კლასში შესვლის მიზნით, ხელით მითითებისას, მოსწავლეს შემთხვევით მოხდა მასწავლებლის ხელი სახეში, რის შემდგომაც მოსარჩელემ მოსწავლეს მოეფერა და ბოდიში მოუხადა.

 

3.2. აპელანტის მტკიცებით, სკოლის დირექტორმა ხ----–--–------ამ და დ--–---–------------------ის წევრებმა შეგნებულად არ გამოიძახეს ის დ--–---–------------------ის სხდომაზე. ამასთან, აპელანტის მითითებით, არც ბავშვის მშობელი (მამა) მიუწვევიათ სხდომაზე და მიუხედავად აღნიშნულისა, იგი მითითებულია ოქმში, თითქოს ესწრებოდა სადავო სხდომას. ასევე, აპელანტის მტკიცებით, სხდომას არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, მაგრამ ბოლოში დაფიქსირებულია მათი ხელმოწერები. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ სხდომას ესწრებოდნენ ბებია-ბაბუები, მშობლები და თარჯიმანი, რომელსაც არ ესმის ქართული და თვითონ დასჭირდა თარჯიმნის დახმარება სასამართლო სხდომაზე.

 

3.3. აპელანტმა აღნიშნა, რომ ამგვარი დარღვევებით, თითქოს და ჩატარებულ სხდომა დაედო საფუძვლად სამსახურიდან გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაც და ახსნა-განმარტებები მხოლოდ ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. აპელანტმა მიუთითა, რომ ეჭვს ბადებს მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, რამეთუ ყველა მოსწავლის ახსნა-განმარტება ერთი ტექსტითაა შედგენილი. აპელანტის მოსაზრებით, დაუშვებელია ამგვარად ფაქტების და რეალობის დამახინჯება და მოსწავლეებით მანიპულირება, დირექტორმაც და კომიტეტის წევრებმაც გამოიყენეს ბავშვები და მათი მშობლები, რათა მიეღწიათ იმ შედეგისათვის, რომლის დადგომაც სურდათ.

 

3.4. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებთან მიმართებით განმარტა, რომ კანონის დაცვით არ განხორციელებულა არც განხილვა და არც სხდომის ჩატარება, მათ შორის არც მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა. შესაბამისად, აპელანტის მტკიცებით, მათ საფუძველზე გამოტანილი ბრძანებები არ შეიძლება კანონიერად ჩათვლილიყო. ყოველივე ის, რაც კანონის დარღვევით იქნა მოპოვებული, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რომელიმე გამოცემულ დოკუმენტს და მათში მითითებულ ბრძანებას. აპელანტის მტკიცებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოა, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ-------------ის სს------------–--------–----–----------------–---------------------------–აში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელს, 2 თვესა და 14 დღეს. მოსარჩელე 2016 წლიდან იყო სპორტის მასწავლებელი, ბ-------------სა და სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ას შორის არსებული შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.

 

4.3. სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხ----–--–------ამ 2018 წლის 20 ნოემბერს წარდგინებით მიმართა ამავე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს მასზედ, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს, მას როგორც სკოლის დირექტორს საჯარო სკოლის მოსწავლის ქ----------–----ს მშობელმა სიტყვიერად აცნობა, რომ მის შვილს ამავე სკოლის მასწავლებელმა ბ-------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინაიდან, ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილ პირს წარმოდგენდა დ--–---–------------------ი, წარდგინების ავტორმა ითხოვა ამ ფაქტის ირგვლივ დისციპლინური წარმოების განხორციელება.

 

4.4. სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დ--–---–------------------ის 26.11.2018 წლის სხდომის ოქმით №1 სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია სპორტის მასწავლებელს ბ-------------ის სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დაკისრებოდა სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის IX/ა პუნქტით დადგენილი სახდელი სამსახურიდან გათავისუფლების სახით.

 

4.5. სს------------–--------–----–----------------–---------------------------–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხ----–--–------ას 2018 წლის 30 ნოემბრის №37 ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, სპორტის მასწავლებელს ბ-------------ს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქ/პუნქტის და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დაეკისრა შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება.

 

4.6. ბ-------------თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ბრძანების გამოცემა გამოიწვია ბ-------------ის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დარღვევამ, კერძოდ, მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამ. რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა მოსარჩელე ბ-------------ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, რომელმა მხარემ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს აგრეთვე წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

4.7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლომ სწორად მოიშველია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, რომელიც შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვან დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2018 წლის 15 ნოემბერს სკოლაში სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებელ ბ-------------ის მხრიდან მოსწავლე ქ----------–---ზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, ბ-------------ის განმარტებით, მას მოსწავლეზე შეხება არ განუხორციელებია იმგვარად, რომ ეს აღქმულიყო ფიზიკურ შეურაცხყოფად. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობისას მე-6 კლასის მოსწავლე ქ----------–---- უარს ამბობდა კლასში შესვლაზე, თუმცა ბ-------------მა მას ხელით მოუწოდა კლასში შესვლის შესახებ, რა დროსაც ბ-------------ის მიერ კლასში შემოსვლის მოწოდებისთვის სხეულით ჟესტიკულირებისას მომართული ხელი, უნებლიედ მოხვდა ქ----------–---ს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ----------–---მა დაიწყო ტირილი, თუმცა მან იგი დაამშვიდა, რის შემდეგაც ქ------–---ი ჩვეულებისამებრ აქტიურად ჩაერთო სპორტის გაკვეთილში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთი პრეტენზია მისი სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) პროცედურული წესის დარღვევაცაა, რადგან მას არ მისცემია მის წინააღმდეგ წარმართულ დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ამასთან, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ქართულ ენაზეა შედგენილი, მაშინ, როდესაც მოწმეთა უმეტესობამ ქართული წერა-კითხვა არ იცის. მოწმედ დაკითხულმა დ--–---–------------------ის წევრებმა განმარტეს, რომ სხდომას არც ქ----------–---- და არც მისი მამა არ ესწრებოდნენ, მაშინ, როდესაც ოქმში საწინააღმდეგოა მითითებული. კერძოდ, იგი აპელირებს, რომ პედაგოგისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება დირექტორს მხოლოდ დ--–---–------------------ის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სკოლის დისციპლინურ კომიტეტის სხდომა კი იმგვარი დარღვევებით ჩატარდა, რომ მასზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება კანონიერად ყოფილიყო მიჩნეული. მომხდარი ფაქტის გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად რაიონულმა სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული ზეპირი მტკიცებულებები შეიძლება პირობითად ორ ჯგუფად დაიყოს, რომელთაგან ერთ ჯგუფში შემავალი მტკიცებულებები ადასტურებენ ბ-------------ის მიერ ქ----------–----სადმი განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ხოლო, მეორე ჯგუფში შემავალი მტკიცებულებები მართალია ადასტურებენ, რომ ბ-------------ი ნამდვილად შეეხო ხელის ზედაპირით ქ----------–---ს სახის მიდამოში, თუმცა მოწმეთა შეფასებით, მასწავლებელმა ეს ქმედება განახორციელა არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით, მაშინ, როდესაც იგი კლასში შემოსვლისკენ მოუწოდებდა მოსწავლეს.

 

4.8. თავდაპირველად, რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა თავად ქ----------–----ს მამის ა--–----------–----ს მიერ სხდომაზე მიცემული განმარტება. მოწმის განმარტებით, მისმა ვაჟმა, სკოლიდან სახლში დაბრუნებისას განუცხადა, რომ კლასში შესვლისას ბ----- მასწავლებლის ხელი მოხვდა სახეში. ამ ფაქტით განრისხებულმა ტელეფონით დაურეკა სკოლის დირექტორს ხ----–--–------ას და ამ საკითხის გარკვევისკენ მოუწოდა. მოგვიანებით იგი ასევე მიწვეულ იქნა მ--------–-ს რადიოსადგურში, სადაც განაცხადა, რომ მან ბ-------------ს მიუტევა მისი შვილის შეურაცხყოფა და პატიება ითხოვა იმ უწმაწური სიტყვებისთვის, რომლითაც მან ბ-------------ს მიმართა. მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილი ცელქია და დაუჯერა თავის გოგონას, რომელიც ამბობდა, რომ ბ-------------მა შემთხვევით მოარტყა ხელი მის ვაჟს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ის ფაქტი, რომ საკლასო ოთახში შესვლისას ბ-------------ი ფიზიკურად შეეხო ქ----------–---ს, დასტურდება იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომელნიც ასევე დ--–---–------------------ის სხდომაზე იქნენ გამოკითხულნი. მოწმე თ------------------ას ჩვენებით, რომელმაც აღწერა თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ სადავო ფაქტს, ირკვევა, რომ გაკვეთილის დაწყების შემდეგ ქ----------–---- მასწავლებლის ნებართვის გარეშე გავიდა კლასიდან, მასწავლებელი მას ეძახდა, თუმცა ის კლასში არ ბრუნდებოდა, რის გამოც ბ-------------მა ბავშვს ხელის ზედაპირი ცხვირში მოარტყა, ამის გამო ქ----------–---- ატირდა და კლასში დაჯდა, მას ცხვირიდან სისხლი არ წამოსვლია. 5-10 წუთის შემდეგ ის ჩაერთო სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობაში. მოწმე ა-–----------ას განმარტებით, სპორტის გაკვეთილის დაწყებისას ქ----------–---- ადგა და მასწავლებელს სთხოვა გაკვეთილი სპორტის დარბაზში ფრენბურთის თამაშით გაეგრძელებინათ. მოსწავლის ამ თხოვნას თავდაპირველად მასწავლებელი არ დაჰყვა და განაცხადა, რომ მას ჯერ საკლასო ჟურნალი უნდა შეევსო და შემდეგ ჩაიყვანდა მათ სპორტ დარბაზში. ქ----- არ დაელოდა მას და თვითნებურად გავიდა კლასიდან, რის გამოც მასწავლებელი გაბრაზდა და კლასში დაბრუნების მოწოდების განხორციელებისას გაშლილი ხელის ზედაპირი დაარტყა ცხვირში ქ----------–---ს. მოწმე თ-----------------ამ ანალოგიურად აღწერა სადავო მოვლენა და აღნიშნა, რომ ბ-------------ი კლასიდან გასულ ქ----------–---ს კლასში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. როდესაც ქ----------–---მა გადაწყვიტა კლასში შესვლა, ბ-------------მა მას ხელის ზედაპირი დაარტყა ცხვირში. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე მოწმის განმარტებით, ბ-------------ს სხვა დროსაც დაურტყამს ხელი ქ----------–----სთვის. მოწმე მ--–--------------ამ ზემოთ დასახელებული მოწმეების მსგავსად სასამართლოს მოუთხრო, რომ ქ----------–----ს გაჯიუტებამ კლასში არ შესვლასთან დაკავშირებით მათ მასწავლებელ ბ-------------ში უკმაყოფილება გამოწვია და როდესაც ის საყვედურობდა ქ----------–---ს, თუ რატომ არ შემოდიოდა კლასში, სახეში გაშლილი ხელის ზედაპირი მოარტყა. ქ----მა იტირა კიდეც ამის გამო, თუმცა შემდეგ ბ----- მასწავლებელმა იგი დაამშვიდა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა მან სხდომაზე ვ----------------ას, რომელიც მის ჩვენებას თარგმნიდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, თანაკლასელთა ნაწილმა უარყო, რომ მათ დაინახეს თუ დაარტყა ბ-------------მა ხელი ქ----------–---ს სახეში. მოწმე თ----------------მა სასამართლოს მოუთხრო, რომ სპორტის გაკვეთილის დაწყებისას ქ----------–---- კლასში არ შედიოდა და სურდა სპორტის გაკვეთილი სპორტ დარბაზში ჩატარებულიყო, რათა მათ ფრენბურთი ეთამაშათ. ბ-------------მა მას სთხოვა კლასში შემოსულიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც შეავსებდა ჟურნალს, გაკვეთილს სპორტ დარბაზში განაგრძობდნენ. სწორედ ამ დროს, როდესაც ქ----------–---ს ბ-------------ი კლასში შესვლის და მერხთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა, ამ უკანასკნელის მოქნეული ხელი მოსწავლეს ცხვირში მოხვდა. მოწმე ბ-----------–---ის განმარტებით, ინციდენტის დროს იგი კლასში არ იმყოფებოდა. მოგვიანებით, კლასში შესვლისას დაინახა მტირალი ქ----------–---- და როდესაც იკითხა, თუ რის გამო ტიროდა ქ-----, კლასელებმა უთხრეს, რომ კლასში შესვლისას ბ-------------ს შემთხვევით ხელი მოერტყა მისთვის. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით იგი ამ ფაქტის ირგვლივ გამოიკითხა დედის და დირექტორის თანდასწრებით, სხვა პირებთან მას ამ საკითხის შესახებ არ უსაუბრია. მოწმე ს---------–---ას ჩვენებით, ისიც ბ-----------–---ისამებრ ინციდენტის დროს კლასში არ იმყოფებოდა, საპირფარეშოდან დაბრუნებულმა როდესაც კლასში ატირებული ქ----------–---- დაინახა, დაინტერესდა, თუ რის გამო ტიროდა იგი და კლასელებმა მიუგეს, რომ ბ--------------ს ხელი მას შემთხვევით, მსუბუქად მოხვდა სახეში, რამაც იგი აატირა. შემდეგ ბ-------------ი მივიდა ქ----თან და უთხრა, რომ შემთხვევით მოუხვდა ხელი და დაამშვიდა. მოწმე ს------–--------------ს განმარტებით, სპორტის გაკვეთილის დაწყებისას მასწავლებელმა ბ-------------მა თავის თანაკლასელ ქ----------–---ს, რომელიც კლასში არ შედიოდა, რამდენჯერმე სიტყვიერად და ასევე ხელით მოუწოდა კლასში შესულიყო. ბ----- მასწავლებელი განერვიულდა, რადგან ქ----- მის მოწოდებას არ დაემორჩილა და ამ დროს მის მიერ მოქნეული მარჯვენა ხელი, რომლითაც ის ქ----ს კლასში შემოსვლისკენ მოუწოდებდა, ქ----------–---ს ცხვირში მოხვდა და იგი ატირდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სკოლის დირექტორს ხ----–--–------ას, ხოლო სხვა პირებთან, მათ შორის სკოლის მასწავლებლებთან ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. მოწმე გ----–-----------ას ჩვენებით, ინციდენტის დროს თავის ორ თანაკლასელთან ერთად კლასში არ იმყოფებოდა და დაგვიანებით შევიდა კლასში, თუმცა კლასში შესულმა დაინახა, რომ თავისი თანაკლასელი ქ----------–---- ტიროდა. მან და ასევე მასთან ერთად დაგვიანებით შესულმა მოსწავლეებმა ჰკითხეს ქ----ს, თუ რა მოხდა და მისმა დამ აუხსნა, რომ ბ----- მასწავლებლის მიერ მოქნეული ხელი შემთხვევით ქ----ს სახეში მოხვდა.

 

4.9. მოცემულ საქმეში ასევე ყურადღებამისაქცევია დ--–---–------------------ის წევრის, ამავე სკოლის მოსწავლე ს------------–---ას ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ დ--–---–------------------ის სხდომაზე გამოკითხული მოსწავლეები - ქ----------–----ს თანაკლასელები, რომელთა თანდასწრებითაც განხორციელდა ქმედება, ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ ბ-------------ი, რომელიც ქ----------–----ს შეუსაბამო ქცევის გამო, რაც მისი მხრიდან კლასში შესვლაზე უარის თქმაში გამოიხატა, გაბრაზდა და მას სახეში ხელი დაარტყა. საგულისხმოა ისიც, რომ არცერთ მოსწავლეს არაფერი უთქვამს მასზედ, რომ ქ----------–---ს ფიზიკური შეხების გამო ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა ყველა მათგანი ადასტურებდა, რომ ბ-------------მა ქ----------–---ს სახეში ხელი დაარტყა. საიდან ი-----–---ამ ასევე განმარტა, რომ სხდომას თავმჯდომარეობდა ლ-----------–---ა, ხოლო თარჯიმნის მოვალეობას ვ----------------ა ასრულებდა. დ--–---–------------------ის თავმჯდომარემ ლ-----------–---ამ აღნიშნა, რომ მ--------–-ს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში მუშაობს ისტორიის მასწავლებლად, ამასთან, იგი დ--–---–------------------ის წევრიცაა. 2018 წლის 15 ნოემბერს ამავე სკოლის დირექტორს ხ----–--–------ას დაუკავშირდა მე-7 კლასის მოსწავლე ქ----------–----ს მამა ა--–----------–----, რომელმაც დირექტორს აცნობა სპორტის მასწავლებლის ბ-------------ის მიერ მის შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე დისციპლინურ კომიტეტს ოფიციალურად ეცნობა სკოლის დირექტორის მიერ და მოწვეულ იქნა დ--–---–------------------ის სხდომა. სხდომაზე სრულად იქნა მოკვლეული საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. სხდომას ესწრებოდა საკმარისი რაოდენობის წევრი და სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. მის მიერ ბ-------------ი დახასიათდა როგორც პატივსაცემი პიროვნება, თუმცა მოკვლევის შედეგად დადგინდა რა მოსწავლეზე შეხების ფაქტი, გამოტანილ იქნა სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ ბ-------------ი სხდომაზე ოფიციალურად მიწვეული არ ყოფილა, თუმცა, მოსარჩელის მეუღლე, რომელიც ამავე სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ინფორმირებული იყო სხდომის შესახებ და იგი ვარაუდობდა, რომ ბ-------------ს მეუღლე მიაწვდიდა ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში იგი შეძლებდა სხდომაზე დასწრებას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ლ-----------–---ამ ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ქ----------–----ს მამა არ გამოცხადებულა, რომელიც ნამდვილად იყო სხდომაზე მიწვეული, ვინაიდან მისი შვილის გამოკითხვა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით იქნებოდა შესაძლებელი. მოწმის ჩვენებით, ქ----------–---ს და მის მამას უკვე შეცვლილი ჰქონდათ პოზიცია ბ-------------თან მიმართებაში, რის გამოც დ--–---–------------------თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. მისი მტკიცებით, სხდომა ა--------------ლ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა, თარჯიმნის მეშვეობით სხდომის მიმდინარეობა შესაბამის ოქმში ქართულ ენაზე აისახებოდა, რომლის სისწორეც მან და სხდომის მდივანმა ხელმოწერით დაადასტურეს. ლ-----------–---ამ ყურადღება გაამახვილა ხარვეზებზე, რომელიც სხდომის ოქმში იქნა ასახული, კერძოდ, სხდომის ოქმის იმ ნაწილზე, სადაც ასახულ იქნა, რომ თითქოს სხდომაზე აზრი გამოთქვა ა--–----------–---მა. მოწმემ განმარტა, რომ ოქმში ასახულ იქნა ა--–----------–----ს პოზიციის შესახებ ის ინფორმაცია, რაც კომიტეტის წევრთათვის სხდომამდე გახდა ცნობილი. მოწმე ნ-----–----------ი, რომელიც ქ----------–----ს კლასის დამრიგებელი და ასევე დ--–---–------------------ის წევრია, სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მას დაუკავშირდა ქ----------–----ს მამა ა--–----------–----, რომელმაც განუცხადა, რომ ბ-------------მა თავის ვაჟს გაკვეთილზე ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც ბავშვს ცხვირი ჰქონდა გასიებული და ამ საკითხში გარკვევა სთხოვა. მეორე დღეს ნ-----–----------ი დაელაპარაკა ქ----------–---ს, რომელმაც დაუდასტურა ის ინფორმაცია, რაც წინა დღეს მამამისმა შეატყობინა. მოგვიანებით ასევე სკოლის დირექტორიც გაესაუბრა მას და განუცხადა, რომ ვინაიდან ამ ფაქტის შესახებ დირექტორი ინფორმირებული იყო, იგი ვალდებული იყო დ--–---–------------------ისთვის გადაეცა ეს საქმე. დ--–---–------------------ის სხდომაზე ქ----------–---- მიწვეულ იქნა, თუმცა მამამისმა განმარტა, რომ ბ-------------თან უკვე შერიგებული იყო. ამიტომ ქ----------–----ს გამოკითხვის ოქმს ხელს არ მოაწერდა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის ამსახველი ოქმი ქართულ ენაზე აღარ შეუდგენიათ. მისი მტკიცებით, სხდომაზე გამოკითხული ყველა მოსწავლე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ ბ-------------მა ხელი მოარტყა სახეში ქ----------–---ს, შესაბამისად, გამოკითხვის ქართულენოვან ოქმებში სწორედ ეს ფაქტი აისახა. მან ასევე განმარტა, რომ, ვინაიდან კომიტეტის წევრები კარგად არ ფლობდნენ ქართულ ენას, გამოკითხვა ა--------------ლ ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა თარჯიმნის ვ-–-------------ას და ასევე კომპიუტერული პროგრამა თარჯიმნის მეშვეობით ხორციელდებოდა თარგმნა, ამიტომ თუკი მოსწავლეთა გამოკითხვის ოქმებში ასახულ იქნა სიტყვა მუშტი, ეს ქართული ენის არ ცოდნით იყო გამოწვეული და მასში ხელის ზედაპირი იყო ნაგულისხმები. სხდომის ოქმი შედგა იმ შაბლონის მიხევდით, რაც სკოლებს როგორც წესი რესურსცენტრიდან მიეწოდებათ. მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ----------------ამ, რომელიც მართალია ქართული ენის პედაგოგად მუშაობს მ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ--------ს საჯარო სკოლაში და დ--–---–------------------ის სხდომაზე ასევე თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ქართული ენის არასრულფასოვანი და მეტწილად ნაკლოვანი ცოდნის გამო, მან სასამართლოს ჩვენება თარჯიმნის მეშვეობით მისცა. მოწმემ ახსნა, რომ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია სრულად ასახავდა ურთიერთობის იმ ეპიზოდს, რაც ბ-------------სა და ქ----------–---ს შორის 2018 წლის 15 ნოემბერს სპორტის გაკვეთილზე განვითარდა. თუმცა, გამოკითხვის ოქმებში მითითებულ სიტყვა მუშტში ნამდვილად ხელის ზედაპირი იყო ნაგულისხმები. მოწმე მ-----------------ი, რომელიც ასევე ბ-------------ის მიერ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის ქ----------–----ს სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის გამოკვლევის მიზნით მოწვეული დ--–---–------------------ის წევრს წარმოადგენდა, თავის ჩვენებაში ადასტურებდა, რომ სხდომა ნამდვილად ჩატარდა, სადაც გამოკითხულმა მოსწავლეებმა დაადასტურეს ბ-------------ის მხრიდან მისივე მოსწავლე ქ----------–---ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა, იმ ეტაპზე, როდესაც ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგა, მას კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ვინაიდან სამსახურიდან აცნობეს, რომ ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო თავის სამუშაო ადგილას. რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა დ--–---–------------------ის წევრებმა აღნიშნეს, რომ სხდომაზე დამსწრე წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც რეკომენდაცია მისცეს სკოლის დირექტორს, რათა ბ-------------ს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება დაკისრებოდა. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ურთიერთგამომრიცხავია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელე მხარის მითითებული პოზიცია მართებულად არ გაიზიარა, ვინაიდან რაიონული სასამართლოს სხდომაზე მიცემული და გამოკვლეული ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ ბ-------------მა ქ----------–---ს ნამდვილად ხელის ზედაპირი დაარტყა სახის არეში, რაც შეფასდა ფიზიკურ შეურაცხყოფად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ გაუფრთხილებელი ბრალის ერთ-ერთი ფორმით, თვითიმედოვნების ან დაუდევრობის ფარგლებში მოქმედებისას დაარტყა ხელი ქ----ა ქ----–---ს, მაინც ვერ შეაფასებდა ამ ქმედებას, როგორც ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული ქმედების მიღმად, რადგან მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნა აღქმული მასწავლებლის ქცევა მოსწავლის მიერ. ქ----------–---მა მითითებული ფაქტი მტკივნეულად განიცადა, მან იტირა კიდეც, შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მასწავლებლის მხრიდან განხორციელდა მისთვის შეუფერებელი არასათანადო ქცევა მოსწავლის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა და შეფასება, მასწავლებლის ქცევა აღწევს თუ არა დაუშვებელი ქცევის ისეთ ზღვარს, რომ ის შეფასებული იქნეს შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად. საქმეში არსებული ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს ქ----------–---ზე მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მოსწავლეებმა განმარტეს, რომ ბ-------------ისგან მოქნეული ხელის სახეში მოხვედრის გამო ქ----------–---მა ფიზიკური ტკივილი განიცადა და იტირა ამის გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე მასწავლებლის ქმედება სწორად შეფასდა მისი მხრიდან უხეშ გადაცდომად, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული დისციპლინური ზომა ადეკვატურია ჩადენილი დარღვევისა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენა, რისი საწინააღმდეგოც ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი). სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება. რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

4.12. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ’’ პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას. რაიონულმა სასამართლომ სწორად აღნიშნა,რომ სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა და ზედამხედველობა ბავშვზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიც ამ მიმართულებით არის ორიენტირებული და მასწავლებელს აკისრებს მისი ეთიკის კოდექსის პირნათლად შესრულებას. შესაბამისად, ამა თუ იმ სკოლის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაცდომა საკმაოდ მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული. ამაზე მეტყველებს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები, კერძოდ კი, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს პირდაპირ გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა. რაიონულმა სასამართლომ სწორად მოიშველია ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3. მუხლი, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს. კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კონვენციის 26.1. მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას, ამასთან, დარღვევის ხასიათი იყო ,,უხეში“, ვინაიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ბავშვის ემოციური აღელვება. ქ----------–---ზე ფიზიკური შეხების კვალი დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ის ფაქტი, რომ განზრახ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა სასამართლო სხდომაზე, და მას არ მისცემია დ--–---–------------------ის სხდომაზე საწინააღმდეგო პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოსაც არ მიაჩნია ადეკვატურ შედავებად, რამდენადაც ცალსახაა, რომ ბ-------------ის პოზიცია, თუკი თავდაპირველად იყო იმგვარი, რომ იგი საერთოდ გამორიცხავდა ქ----------–---ზე ფიზიკურ შეხებას, შემდეგ ტრანსფორმიდა იმგვარად, რომ განზრახ ფიზიკური შეხება დააკვალიფიცირა გაუფრთხილებლად განხორციელებულ ქმედებად და განაცხადა, რომ თითქოს მან შემთხვევით, კლასში შემოსვლის შესახებ არავერბალურად, სხეულით ჟესტიკულირებისას შემთხვევით მოარტყა ხელი სახეში არასრულწლოვან მოსწავლეს. ის, რომ გამოკითხვის ოქმებში, თ----------------ის მშობლად, მისი მამა და არა ბაბუა იქნა მითითებული, და სიტყვა ხელის ზედაპირი ნაცვლად სიტყვა მუშტი იქნა ასახული, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არ ნიშნავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, თუნდაც ერთი შეხებისთვის, მასწავლებელს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. რაიონულმა სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ხარვეზები, რაც სხდომაზე იქნა დაშვებული, მას ლეგიტიმაციას არ ართმევს.

 

4.13. რაიონულმა სასამართლომ ყურადღება ასევე მართებულად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარე ასევე აპელირებდა დ--–---–------------------ის სხდომის მიმდინარეობის და კენჭისყრის პროცედურული წესის დარღვევებზე და მიუთითა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მ-----------------ს, მაშინ, როდესაც ოქმიდან ირკვევა, რომ თითქოს კენჭისყრისას დ--–---–------------------ის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორისთვის, სპორტის მასწავლებელს ბ-------------ის სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის მიცემის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ თავად მოპასუხე მხარემ აღიარა დისციპლინური სხდომის ჩატარება მცირე დარღვევებით, თუმცა, ეს დარღვევები არ იყო იმ სახის, რომ სხდომა არალეგიტიმურად მიჩნეულიყო. უდავოა, რომ მასწავლებელს დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლებას დ--–---–------------------ის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორი უფარდებს. შესაბამისად, დადგენილია წინაპირობა, დ--–---–------------------ის გადაწყვეტილება, დასაქმებულთან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს, დაცული იყო თუ არა მასწავლებლის გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა, კერძოდ, არსებობდა თუ არა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სკოლის დირექტორისთვის რეკომენდაციის მიცემის შესახებ. საქმეში წარმოდგენილია მ--------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ--------ს საჯარო სკოლის დ--–---–------------------ის სხდომის ოქმი. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლა წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. მოცემულ შემთხვევაში კომიტეტის წევრებს წარმოადგენდნენ მასწავლებლები ლ-----------–---ა, ნ-----–----------ი, საშუალო საფეხურის ორი მოსწავლე ს------------–---ა და გ------ ქ----–---ა და მშობლები ა-----------------ა და მ-----------------ი. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომელიც სამეურვეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს განსაზღვრავს, ადგენს, რომ სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ მ-----------------ი მხარს არ დაუჭერდა დ--–---–------------------ის გადაწყვეტილებას, კომიტეტი უფლებამოსილი იყო რეკომენდაცია მიეცა სკოლის დირექტორისთვის ბ-------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, დგინდება, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება პედაგოგისათვის დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების (ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) შესახებ, მიიღო და აცნობა აღნიშნული შესახებ სკოლის დირექტორს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი ბრძანება ბ-------------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატაც გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეეწყვიტა მასწავლებელ ბ-------------თან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს. საბოლოო ჯამში, სააპელაციო პალატაც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ბ-------------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად, ვინაიდან დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების, ისევე როგორც დ--–---–------------------ის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სწორად იქნა უსაფუძვლოდ მიჩნეული და არ დაკმაყოფილდება. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლო იყო დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე