„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მოქალაქეთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და მათი შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.“.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მობილიზაციის დროს კომპეტენტური სამსახურის გამოძახებით გამოცხადდნენ და მიიღონ განსაზღვრული დავალება;“.
3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, მათი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების, ამ პირთათვის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211. სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება გარდამავალ პერიოდში
2024 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამობილიზაციო ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 21 სექტემბერი 2023 წ. N3503-XIIIმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2023.
- როდის იქნა მიღებული „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3503-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 120160000.05.001.021052.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3503-XIIIმს-Xმპ, 21.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 120160000.05.001.021052 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5877820/